• ქათამი 400 გრ
• ბრინჯის ვერმიშელი (ლაფშა)- 0.50 გრ
მარინადი ქათმისთვის
• 1 ს. კ. მჭადის ფქვილი
• 2 ჩ.კ სოიო
• 1 ს.კ ბრინჯის ძმარი
• 1 ჩ.კ ზეთი
გუმბაოს სოუსი
• 1/2 ს.კ სოიო
• 1ჩ.კ შაქარი
• 1 ს.კ ბალზამიკო
• 1 ჩ.კ მჭადის ფქვილი
• 6 ს.კ. გახეხილი კოჭა
• 3 ც. მწვანე ხახვი
• 1 ჩ.კ წიწაკა
• 3 ს.კ მოხალული მიწის თხილი, დაფქვილი
ბოსტნეულის მიქსი , წვრილად და გრძლად დაჭრილი (სტაფილო, ბულგარული)
მომზადების წესი:
წინასწარ მომზადებულ მარინადში მოვათავსოთ კუბებად დაჭრილი ქათამი და გავაჩეროთ 1 დღე. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი და დამარინადებული ქათამი მაღალ ცეცხლზე შევწვათ, დავუმატოთ გუმბაოს სოუსი, შემდეგ დავუმატოთ ბოსტნეული. მოვხარშოთ ბრინჯის ვერმიშელი , დაახლოებით 5 წუთი ჭირდება მის მომზადებას და დავუმატოთ ქათამს.
ინდური ოსპის წვნიანი პაპადამასთან და მანგოს მწნილთან ერთად
• წითელი ოსპი -0,500 გრ
• 1 ც ხახვი
• 1 ც სტაფილო
• 1ს.კ. გარამ მასალა
• ნიახურის ძირი 2 ც
• ქოქოსის ფხვნილი 200 გრ
მომზადების წესი:
დავჭრათ ნიახური, ხახვი, სტაფილო კუბებად და მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში. როგორც კი მორბილდება დავაყაროთ ოსპი დავასხათ წყალი და ვხარშოთ 30-45 წუთი. დავუმატოთ მარილი, მოვხალოთ ქოქოსის ფხვნილი და შევურიოთ ოსპს, ბოლოს დავუმატოთ გარამ მასალა. მზა კერძი მივირთვათ მანგოს მწნილთან და პაპადამასთან ერთად.
By: მარიანა ჭყონია