ფარშირებული ინდაური

5_issue_culinart112

• 1 იხვის მკერდი
• 1 ინდაურის მკერდი
• ახალი ქონდარი, როზმარინი – წვრილად დაჭრილი
• 1 ფირფიტა ფენოვანი ცომი
• 1 ც. კვერცხი

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. გააკეთეთ მცირე ზომის განაკვეთი იხვის მკერდის ცხიმიან მხარეს, მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს და მოათავსეთ ტაფაზე ცხიმიანი მხრიდან. შეწვით 15 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მოათავსეთ ინდაურის მკერდი საჭრელ დაფაზე. მჭრელი დანით გაჭერით ჰორიზონტალურად. გაჭრილი მკერდი გადაშალეთ წიგნივით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბლომად მწვანილი. მოათავსეთ იხვის ხორცი ზემოდან და გადაახვიეთ. შემდეგ რულეტი შეკარით სპეციალური სამზარეულოს ძაფით. შედგით ღუმელში 30 წუთით. ინდაურის ხორცი მომზადდება, მაგრამ იხვის ხორცი ჯერ კიდევ იქნება ნახევრად უმი. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომის ფირფიტა, შეგრილებული ხორცის რულეტი მოათავსეთ ზემოდან და გადაახვიეთ ისე, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს. ათქვიფეთ ერთი კვერცხი და წაუსვით ცომს. შედგით ღუმელში კიდევ 30 წუთით ან სანამ რულეტი არ მიიღებს ოქროს ფერს.

By: ბორის დუბნოვი 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com