ტარტი ჟოლოთი და მაყვლით

5_issue_culinart102

გულსართი:
• ჟოლო და მაყვალი – 1/2 ჭიქა
• დაფქვილი შაქარი – 40 გრ
• ფქვილი – 20 გრ

ინგრედიენტები ცომის მოსამზადებლად:
• ფქვილი – 210 გრ
• მწიკვი მარილი
• დაფქული შაქარი – 2 ს.კ.
• უმარილო შერბილებული კარაქი – 115 გრ
• კვერცხი – 1 ც.
• თხევადი ვანილი – 1 ჩ.კ.
• ცივი წყალი – 2 ს.კ.

ცომის მომზადების წესი:
ფქვილი, შაქარი, მარილი ერთმანეთს შეურიეთ და ხელით შეაზილეთ შერბილებული (არა გამდნარი) კარაქი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და თხევადი ვანილი და მიღებულ კონსისტენციას შეურიეთ. დაუმატეთ ცივი წყალი, მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ, გაახვიეთ საკვების შესანახ პარკში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
მომზადების წინ გამოიღეთ ცომი, ტარტის ფორმას წაუსვით კარაქი, ოდნავ ფქვილიც მოაყარეთ, ტარტის ცომის გუნდა კარგად გაშალეთ ხელით და ოდნავ ამოიყვანეთ გვერდებში. ჟოლო და მაყვალი დაალაგეთ ფსკერზე, ზემოდან მოაყარეთ ერთმანეთში შერეული დაფქული შაქარი და ფქვილი და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 200 გრადუსზე, აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.

ინგრედიენტები კრემის მოსამზადებლად:
• რძე – 0,3 მლ ლიტრი
• თხევადი ვანილი -1 ჩ.კ.
• კვერცხი – 3 ც.
• დაფქული შაქარი – 50 გრ
• ხორბლის ფქვილი – 2 ს.კ.
• სიმინდის ფქვილი – 2 ს.კ
• ლიქიორი – 1/2 ჩ.კ.

კრემის მომზადების წესი:
შაქარი და ერთი კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ორი დანარჩენი კვერცხის გული, შემდეგ ერთმანეთში აურიეთ ხორბლისა და სიმინდის ფქვილი და ნელ-ნელა ჩაყარეთ კვერცხისა და შაქრის მასაში, ურიეთ იქამდე, სანამ ერთიან მასად არ იქცევა. ქვაბში გააცხელეთ რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. ნელ-ნელა გაკეთებული მასა ჩაასხით რძეში და მიღებული საერთო მასა ცეცხლზე დადგით. ურიეთ, სანამ კრემივით არ გახდება. დაუმატეთ ლიქიორი და ვანილი გემოვნებით. კრემი წაუსვით გამომცხვარ ცომს, სილამაზისთვის მორთეთ ჟოლოთი და მაყვალით. 

By: ანო ჭელიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com