ცომი:
• 150 გრ ფქვილი
• 50 გრ წვრილად დაჭრილი პეკანი
(კაკლის ნაირსახეობა)
• 100 გრ კარაქი, დაჭრილი
• 30 გრ შაქარი
• 2 გრ მარილი
• 1 ც. კვერცხი
• 1 ს.კ. ცივი წყალი
შიგთავსი:
• 1 ჭიქა გოგრის პიურე (წინასწარ მომზადებული ან მაღაზიაში ნაყიდი)
• 1 ც. კვერცხი და 2 ც. კვერცხის გული
• 2 ს.კ. ბერძნული იოგურტი, არაჟანი ან ნაღები
• 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
კრემი:
• 1/2 ჭიქა ნაღები
• 2 ს.კ. საკონდიტრო შაქარი
• 2 ს.კ. ჯანჯაფილის წვენი
მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ბისკვიტის მოსამზადებლად შეურიოთ ერთმანეთსფქვილი, დაფქული პეკანის კაკალი, შაქარი და მარილი. დაამატეთ კარაქი და აურიეთ ჩანგლით ისე, რომ პატარა, ბრინჯის ზომის კარაქის ბურთულები მიიღოთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და წყალი და მოზილეთ ცომი. შედგით საყინულეში 10 წუთით. მოაფრქვიეთ ცოტა ფქვილი მაგიდაზე და გააბრტყელეთ 4 მმ სისქის ცომი. ტარტის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩააფინეთ ცომი, ხელით კარგად გააბრტყელეთ და ამოავსეთ ფორმა მთლიანად. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ.
ისევ გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსზე. შიგთავსის მოსამზადებლად შეურიეთ ყველა ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად ათქვიფეთ. დაასხით უკვე მზა და შეგრილებულ ბისკვიტს და გამოაცხვეთ 15 წუთი. შეაგრილეთ.
ტოპიკრემის მოსამზადებლად კარგად ათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ ჯანჯაფილის წვენი და შაქარი. კრემი მზადაა. შეგრილებული ტარტი თქვენი სურვილის მიხედვით მორთეთ.
By:ბორის დუბნოვი