* 0.5 კგ ქათმის ღვიძლი
* 0.5 ლიტრი რძე
* 3 კვერცხი
* 150 გრ. ნაღები
* 1 კბილი ნიორი
* 1/4 ხახვი
* 50 გრ. კონიაკი
* 100 გრ. მადეირა
* 0.5 ჩაის კოვზი ტრიუფელის ზეთი
* 10 გრ. მარილი
* 10 გრ. თეთრი პილპილი
მომზადების წესი: გააჩერეთ ღვიძლი რძეში 5 საათის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და ჩაასხით მასა ფორმაში. შედგით ღუმელში ორთქლზე 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. პაშტეტი შეგიძლიათ დაჭრათ პატარა ნაჭრებად და დააწყოთ გახუხულ პურზე ან ბაგეტზე. დრესინგის მომზადებისათვის ერთი ჩაის კოვზი თხელი თაფლი გახსენით ერთ ჩაის კოვზ დიჟონის მდოგვში და ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში. ეს სოუსი შეურიეთ მწვანე სალათის ფოთლებს და გემრიელად მიირთვით.
By: ქეთი ბაქრაძე