უმი ნიყვის სალათი

3_issue_culinart78

* 300 გრ. ნიყვი
* 100 გრ. რუკოლა
* 100 გრ. გახეხილი „პარმეზანი“
* 2-3 ღერი ოხრახუშის ფოთოლი
* 100 გრ. ზეითუნის ზეთი
* 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი
* 10 გრ. შაქარი
* მარილი
* პილპილი

ნიყვი გავასუფთაოთ, ფეხები მოვაცილოთ. დავჭრათ თხელ მოგრძო ნაჭრებათ, შევურიოთ რუკოლა, ოხრახუში, და გადავასხათ სოუსი.

სოუსი
ერთად ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, შაქარი, მარილი და პილპილი, ბოლოს კი მოვაყაროთ დახეხილი „პარმეზანი“.

By: მერიკო გუბელაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com