დაგვჭირდება 10-15 „ტორტილა“ ან სქელი სომხური ლავაში, ვაძლევთ მომრგვალებულ ფორმას და ვბრაწავთ ზეთში ან ვაცხობთ ღუმელში, რომ მივიღოთ „ტაკო“.
ქათმის შიგთავსი:
* „ექსტრა ვირჯინ“ ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
* 500 გრ. დაკეპილი ქათმის ხორცი, სასურველია ფილეს ნაჭერი არ იყოს.
* 200 გრ. „ჩორისო“ ძეხვი
* 1 ც. პატარა ხახვი
* 2 დიდი კბილი ნიორი
* 50 გრ. „ჩიპოტლეს“ ან „ხალაპენიოს“ წიწაკა მარინადში
* 2 ს.კ. ტომატ-პასტა, რომელიც უნდა გავხსნათ 150 გრ. წყალში
* 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა, ან „ჩილის“ წიწაკა
* მარილი გემოვნებით
* 1/2 ჭ. წყალი
მომზადების წესი:
ტაფას ვდგამთ მაღალ ცეცხლზე, ველოდებით გაცხელებას და ვასხამთ ზეთს. შემდეგ წვრილად დაკეპილ ქათმის ხორცს ვბრაწავთ 2 წთ. და ვუმატებთ ხახვს, ნიორს და „ჩორისოს“. კიდევ ვბრაწავთ 3-4 წთ.
ამის შემდეგ „ხალაპენიოებს“/“ჩიპოტლეებს“ დაფქვილ წითელ წიწაკას და წყალში გახსნილ ტომატ-პასტას ვურევთ, ვუმატებთ გემოვნებით მარილს. 1 წუთის შემდეგ კი ვამატებთ წყალს, რომ მასა ნამიანი იყოს. დავუწევთ ტემპერატურას მინიმუმამდე და ვთუშავთ 2 წთ. შემდეგ მასა გადაგვაქვს კერამიკულ ჭურჭელში.
ღორის ხორცის შიგთავსი:
* 2 ს.კ. „ექსტრა ვირჯინ“ ზეითუნის ზეთი
* 500 გრ. დაკეპილი ღორის ხორცი (საშუალოდ ცხიმიანი)
* 1/2 წითელი ბულგარული წიწაკა
* 1/2 ყვითელი ბულგარული წიწაკა
* 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
* 1 ს.კ. დაფქვილი „კუმინი“
* 5-6 წვეთი „ტობასკო“ ან სხვა ცხარე საწებელი
* 1/2 ჩ.კ. ბაჰარი (სურნელოვანი წიწაკა)
* მარილი და შავი პილიპილი გემოვნებით
* 1/2 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
ტაფას ვდგამთ მაღალ ცეცხლზე, ველოდებით გაცხელებას და ვასხამთ ზეთს. შემდეგ წვრილად ჩაკეპილ ღორს ვბრაწავთ 2-3 წთ., თან პარალელურად ვურევთ. ამის შემდეგ ვამატებთ ყველა სურსათს წყლის გარდა, 5 წთ. საშუალო ტემპერატურაზე ვშუშავთ, ბოლოს კი ვამატებთ წყალს და 1-2 წთ. ვშუშავთ ისე, რომ სითხე არ ამოშრეს. ამის შემდეგ გადაგვაქვს კერამიკულ ჭურჭელში.
საკმაზები:
* სალსას საქებელი „პიკო-დე-გალო“
* 3 წვრილად დაჭრილი საშუალო პომიდორი
* 2 პატარა წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა
* 1 პატარა წვრილად დაჭრილი ხახვი
* 3-4 ს. კ. დაკეპილი ქინძი, მარილი და ლიმნის წვენი გემოვნებით
* 1 ჭ. „ჩედარი“
* 1 ჭ. ამერიკული ყველი ან „გაუდა“
* 1 კონა სალათის ფოთოლი, სასურველია „რომენიე“ ან „ლოლა“
* 1 კონა მწვანე ხახვი
* 1 ჭიქა „ჩერი“ პომიდორი
* სხვადასხვა „კეტჩუპები“ ან ცხარე საწებლები
* მოკტბო-მომჟავო საწებლები
* 2 ჭ. „პიკო-დე-გალო“
ვათავსებთ ხორციან შიგთავს „ტაკოში“ (შებრაწულ „ტორტილაში“) და გემოვნებით ვამატებთ საკმაზებს.
By: ლუკა ნაჭყებია