(4 პორცია)
* 1 ქილა შესქელებული რძე
* 1 ლ. წყალი
* 4 კვერცხის გული
* 1.5 ჭ. შაქარი
* 1.5 ჭ. ფქვილი
* ვანილი
* 200 გრ. კარაქი
მომზადების წესი: 1ქილა შესქელებული რძე გახსენით ერთ ლიტრ წყალში და წამოადუღეთ. ამასობაში კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, როდესაც რძიანი მასა წამოდუღდება, ჩაუშვით კვერცხისა და ფქვილის მზა მასა ქვაბში და კვლავ ათქვიფეთ. დარჩენილი ცილებით გააკეთეთ ბეზე და შედგით ღუმელში. ამასობაში კრემი გაცივდება და შეგიძლიათ ათქვიფოთ მოხარშული კრემი,კარაქი, ვანილი, კონიაკი გემოვნებით. შემდეგ ჭურჭელში მოათავსეთ ფენა-ფენა ბეზე, ხილი, რომელიც გნებავთ და კრემი. შეგიძლიათ დაუმატოთ მოხალული ნიგოზი.
By: ქეთი ბაქრაძე