* 300 გრ. ნიყვი
* 150 გრ. კარაქი
* 2-3 ღერი ნედლი ქონდარი
* 50 გრ. ლიმნის წვენი
* მარილი
* პილპილი
სოკო გავასუფთაოთ, ფეხები მოვაცილოთ, გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავალაგოთ სოკოს ქუდები. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად გადავაბრუნოთ ხოლმე. 5-6 წუთში დავადოთ კარაქი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარაქი მალე დაადნება, სოკოს წვენს შეერევა და სოუსივით გახდება. დავაცადოთ კიდევ 2-3 წუთი, შემდეგ კი მოვაყაროთ „როზმარინის“ ფოთლები, მოვასხათ ლიმნის წვენი და გადმოვდგათ.