* ნახევარი კგ. საქონლის და ღორის შერეული ფარში
* 1 სმ. სიგრძის და 2 სმ. სიგანის ჯინჯერი იგივე კოჭა
* 1 დიდი ან 2 პატარა ლაიმი
* ნიორი, მარილი, პილპილი გემოვნებით
* ზეითუნის ზეთი
* სოიოს სოუსი
* Fish სოუსი
* თეთრი ბალზამიკოს ძმარი
* სეზამის ზეთი
* ჩილი
* 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
* მწვანე ხახვი
* ქინძი
მაღალ ცეცხლზე ვდგამთ ჭურჭელს, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს და ვხრაკავთ ფარშს. მარილი, პილპილი გემოვნებით, შემდეგ გადავიტანთ საწურზე, ზედმეტი ცხიმისგან რომ დაშრეს. იგივე ჭურჭელს ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ სეზამის ზეთს, ვყრით პატარა კუბებად დაჭრილ ჯინჯერს, ნიორს და ჩილის. ვთუშავთ 2-3 წუთი. ვაყრით 1 სუფრის კოვზ ყავისფერ შაქარს, ზევიდან ვაბრუნებთ ისევ ხორცს და ვურევთ ერთმანეთში. ვახეხავთ ლაიმის ცედრას, ვასხამთ ფიშ სოუსს, გამორთვამდე 30 წამით ადრე ვუმატებთ დაჭრილ მწვანე ხახვს და გადმოგვაქვს ლანგარზე.
სოუსის მომზადებისთვის საჭიროა:
სეზამის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, ლაიმის წვენი, ნიორი, ჩილი და ქინძი ავურიოთ ერთად. ახალი კომბოსტოს სეზონია და ამიტომ შევარჩიე, თუმცა გასახვევად სალათის ფოთლებიც შეიძლება.
By: თამარა გოდერძიშვილი