ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირველ რიგში, კვებიდან იწყება. შვილი რომ გავაჩინე, ფორმაში ჩადგომისათვის, შვიდი საათის შემდეგ კვება შევწყვიტე, ასევე ამოვიღე რაციონიდან თეთრი შაქარი და მხოლოდ მცირე დოზით მოვიხმარდი ყავისფერ შაქარს, რომელიც ნაკლებად მავნებელია. ასევე ვერიდებოდი ცომეულსაც. ყოველთვის ვცდილობ, არ გამოვიყენო ბევრი ცხიმი და ხორცი თუ ბოსტნეული გრილზე შევწვა. საკაზმს მუდამ ცოტას ვამზადებ, ძირითადად ბოსტნეულის სალათს, რაც ძალიან სასარგებლოა. მიყვარს შამპანიურის კოქტეილი და ვახშამზე ერთი ჭიქა ღვინო. რაც შეეხება დღის რეჟიმს – ადრე ვიღვიძებ, ყოველ მეორე დღეს ვვარჯიშობ. მნიშვნელოვანია დაარეგულირო ძილი, კვება, ვარჯიში, თუ ამას ახერხებ ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
თავის მოვლა
იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, არ არის საჭირო მთელი დღის მანძილზე სალონში იჯდე. ყოველთვის, როდესაც ამის სურვილი გაქვს, სახლის პირობებშიც შეგიძლია ძალიან კარგად მოიწესრიგო თავი, მაგ. მე ასე ვიქცევი. არავითარ სალონებში არ ვზივარ ყოველ დღე. ხშირად ამბობენ, რომ თავის მოვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის, მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია თავის მოვლა, მთავარია მონდომება…
თავის მოვლის რეცეპტი
პოზიტიური შინაგანი განწყობა ყოველთვის აისახება ქალის გარეგნობაზე. მთავარია გვინდოდეს კარგის დანახვა და ვიყოთ პოზიტიურები. განწყობის შექმნაში ძალიან მეხმარება ჯანსაღი ცხოვრება, პირველ რიგში ვარჯიში.
საყვარელი სამზარეულო
არ არსებობს სამზარეულო, რომელიც არ მიყვარს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულია აზიური სამზარეულო. ასევე ძალიან მიყვარს იტალიური და იაპონური. კერძებიდან ძალიან მიყვარს “Peking Duck”.
სახლში სულ ვამზადებ, ჩემი ჰობია კულინარია. მიყვარს ახალი რეცეპტების მოძიება და კერძების გაფორმება. ჩემი მეუღლე ნიკა ძალიან კარგად ამზადებს თავადაც. სახლში ხორცს თითქმის ყოველთვის ის წვავს, მე კი საკაზმს – სალათებს ვამზადებ. უყვარს ჩემი მომზადებული „ტირამისუ“ და შემწვარი ქათმის გულმკერდი „დიჟონის“ სოუსით.
ნიუ-იორკში ყოფნისას ყველაზე მეტად ქართული ყველი, სულგუნი, სალათა, ჭადი და თონის პური მენატრება.
კომფორტის შექმნისათვის მთავარია განწყობა. თუ სწორი განწყობა გაქვს მოვლენების და გარემოს მიმართ, ადამიანი თავს უკვე კომფორტულად გრძნობ.
კომფორტი
კომფორტი ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა რამ გიქმნის კომფორტს. შეიძლება ღია ცის ქვეშ იყო და ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი, ყველანაირ სიტუაციას თავისი კომფორტი აქვს.
"კვერცხის ბენედიქტი":
4ც. კვერცხის გული
1/2 ჩ.კ. ლიმნის წვენი
დაფქვილი თეთრი წიწაკა – მწიკვი
1/8 ჩ.კ. " ვორჩესტერის" საწებელი
1 ს.კ წყალი
1 ჭ. დამდნარი კარაქი
1/4 ჩ.კ მარილი
წითელი წიწაკა
8 ც. კვერცხი
1 ჩ. კ თეთრი ძმარი / 8 ნაჭერი შებოლილი ორაგული
4 ნაჭერი " ტოსტის" პური
მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
1. ერთად ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული, ლიმნის წვენი, თეთრი წიწაკა " ვორჩესტერის" საწებელი. წითელი წიწაკა, 1ს.კ წყალი
2. დავუმატოთ დამდნარი კარაქი და ვთქვიფოთ საშუალო ცეცხლზე, თუ სოუსი ძალიან გასქელდა, დავუმატოთ 1 ან 2 ჩ.კ ცხელი წყალი, ცოტაოდენი მარილი და ვურიოთ , სანამ კარაქი კარგად არ დადნება.
3. ავადუღოთ წყალი, დავამატოთ ძმარი, ფრთხილად გავტეხოთ კვერცხი და მოვატავსოთ ქვაბში , სულ დასჭირდება 2 ან 3 წთ, კვერცხის გულები რბილი უნდა იყოს და ბოლომდე არ უნდა შეიკრას. გადმოვიღოთ კვერცხი და მოვათავსოთ თეფშზე.
4. მოვათავსოთ პურის ნაჭრები ტოსტერში.
5. შეფიცხების შემდეგ პურის ნაჭრები დავაწყოთ თეფშზე , წავუსვათ ცოტაოდენი კარაქი , დავადოთ ზედაპირზე შებოლილი ორაგულის ნაჭერი, კვერცხი და მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ცოტაოდენი მწვანე
კვერცხი " ბენედიქტი" მზად არის ! კერძი შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე სალათთან ერთად.
ფოტო: LIG Studio