ლევან ღამბაშიძე

4_issue_culinart1

საყვარელი სამზარეულო
მიჭირს დასახელება… მიყვარს გერმანული სამზარეულო, ამ ქვეყანაში დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი დამისი სამზარეულოც ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია. მიყვარსასევე ჩეხურიც. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, ვცდილობ მოგზაურობის შემადგენელ ნაწილად კულინარიული ტურიზმი გავიხადო. ქვეყნის გაცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის კულინარიის გაცნობა. ჩემთვის განსაკუთრებულია ასევე ჩინური სამზარეულო. ზოგადად, ძალიან მიყვარს ხორცით მომზადებული კერძები. რაც უფრო უცხო არის კერძი, ის ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა.

გამორჩეული კერძები…
ძალიან მიყვარს ჩეხური ეროვნული კერძი -„გულაში“, სუფრასთან აუცილებლად„კნედლიკებთან“ ერთად მოაქვთ. ასევე მიყვარს გერმანული სოსისი, „შნიცელი“, დაკეპილი ხორცი, კარტოფილის ბურთები. მიყვარს ჩინურად მომზადებული ქათმის ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში.
ჩემთვის კერძების მომზადება მხოლოდ სტუმრების მიღებას არ უკავშირდება.ჩემი მეუღლე იშვიათად ფუსფუსებს სამზარეულოში,იცის მხოლოდ რამდენიმე კერძის მოზადება და ძალიან გემრიელი გამოსდის, მაგრამ ყოველდღიურად სახლში საჭმელს მე ვამზადებ.სამზარულოში აუცილებელია მქონდეს მჭრელი დანა და კარგი ტაფები, სამუშაო სივრცე, სოციალური გარემო და გვერდით მყოფი ადამიანი,ვისთვისაც ამზადებ. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მარტო ვცხოვრობდი, ძალიან კარგი მეგობრები მყავდა და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მეგობრების მოწვევა და ჩემი მომზადებული კერძების გაზიარება ძალიან მახარებს. მიმაჩნია, რომ მზადების პროცესი გაცილებით მეტია ვიდრე, უბრალოდ ჭამა და დანაყრება. ეს არის ერთგვარი ურთიერთობა,როდესაც რაღაცას ქმნი და მას სხვა ადამიანს უზიარებ. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც შემფასებელი “გურმანია“„გურმეა“. კულინარიაში ერთი მხრივ არსებობს დადგენილი წესები, მაგრამ მეორეს მხრივ – არ არსებობს. თუ კლასიკურ მიდგომად ჩავთვლით მოსაზრებას, რომ ხორცთან ღვინო უნდა მივირთვათ, უეცრად სხვა, ახალმა პროგრესულმა კულინარმა შეიძლება სრულიად სხვა ვერსია შემოგვთავაზოს. ამ წესების დაცვისა და წესების დარღვევის კომბინაცია არის ჩემთვის კულინარია, ისევე როგორც ხელოვნება. არ მიყვარს „დოგმატური“ შეხედულებები, როდესაც ამბობენ მაგ. „პურის ჭამა მაკარონთან არ შეიძლება“ რატომ არა..? თუ ადამიანს ეს სიამოვნებას ანიჭებს…
ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს პასტა„კარბონარა“, „პასტა“ ნაღებით, სოკოთი და ლორით, რომელსაც ხშირად ვამზადებ. თუ რაიმე კონკრეტული რეცეპტით არ ვაკეთებ, არ მიყვარს კერძების გამეორება. მომზადებისას კერძში მუდამ რაღაცას ვცვლი, რაღაცას ვამატებ ან ვაკლებ. ასევე ვამზადებ ქათამს ქარის საწებელში, რომელიც ძალიან უყვარს ჩემს ერთ სტუმარს და ყოველთვის მთხოვს მის მომზადებას.
სასმელი…
არყის გარდა ყველა სასმელი მიყვარს. ვთვლი, რომ არაყი აგრესიულია, მისი ზემოქმედება არ მომწონს არც საკუთარ თავზე და არც სხვაზე. მიყვარს თეთრი და წითელი ღვინო, ლუდი, ვისკი -ისინი ჩემთვის უფრო ადამიანებთან ურთიერთობაზე არის მიმართული და არა დათრობაზე.

4_issue_culinart2

4_issue_culinart3

კულინარიული ტრადიციები…
აღდგომის დღესასწაულისათვის ჩვენს სახლში ყოველთვის მზადდება„ჩაქაფული“.თუმცა, მის მომზადებაში მე არ ვმონაწილეობ. არის კერძები, რომლებსაც ტრადიციულად ოჯახის სხვა წევრები ამზადებენ – ბებია, დედა და დეიდა. ეს მათი „სივრცეა“, თუმცა, ადრე თუ გვიან აუცილებლად ვცდი „ჩაქაფულის“ მომზადებას. კულინარია – ხელოვნების ნაწილია… ვიღებთ ერთმანეთისგან სრულიად დაუკავშირებელ საგანთა სიმრავლეს, არანაირი კანონის მიხედვით, მაგ. პომიდორი არ უკავშირდება კიტრს, ეს ხომ ჩვენი მოგონილია, ან დაუკავშირებ ერთმანეთს, ან არა… იღებ ამ უსასრულო კომბინაციას და ქმნი კერძს, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტი წუთის მანძილზე ნარჩუნდება იმ ფორმით, როგორც არის ის შექმნილი – შემდეგ ნადგურდება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ხელოვნებაც ასე აღიწერება. ხელოვანი ქმნის ნამუშევარს კონკრეტულ გარემოში, კონკრეტული დროის მანძილზე და ის არასდროს განმეორდება. გემო არის ესთეტიკა, ჩვენი შეგრძნება, ისევე როგორც ვიზუალური აღქმა, ამიტომ კარგი კულინარი ჩემთვის ნამდვილად არის კარგი ხელოვანი, რომელსაც ისეთივე დაფასება სჭირდება.თუ იქმნება კერძი, რომლის რეცეპტის მიხედვით შემდეგ სხვა ადამიანები ამზადებენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანზე იმოქმედეს – ეს არის ძალიან დადებითი ზემოქმედება და ცუდი ამაში არაფერი არის. კულინარია ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ნაწილია ხელოვნების მიმართულებათა შორის და ძალიან მასიური.
ჩემთვის ყველაზე კომფორტული გარემო არის სახლი. იქ ყველას უყვარხარ, რაც კომფორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეგიძლია შეცდომების დაშვება ან ცუდად მოქცევა, ბევრად უფრო ნაკლები წესი არის სახლში ვიდრე გარეთ. თუ ჩავთვლით, რომ წესები თავსმოხვეულია და ჩვენ ბუნებრივად სხვანაირები ვართ, ამ შემთხვევაში სახლია სწორედ ის ბუნებრივი გარემო, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობთ -სახლში ნაკლები კრიტიკაა.

ჯანსაღი ცხოვრება
სამწუხაროდ არ გამოვირჩევი ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესით, თუ ეს რაიმეკონკრეტულ მიზანს არ ემსახურება. მაგ. გასულ წელს მიზნად დავისახე მყინვარწვერზე ასვლა. ბევრი ვივარჯიშე, მოვემზადე და ავედი, წელსაც მაქვს იგივე მიზანი. დიდი სურვილი მაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გავხადო.

ქათამი თეთრი ღვინით

4_issue_culinart4

სურსათის სარგო:
* ქათმის ხორცი
* კარაქი
* ზეთი
* ხახვი
* ქონდარი
* სტაფილო
* შავი წიწაკა
* მარილი
* სოკო
* ნაღები
* ღვინო

მომზადების წესი:
დაჭერით ქათამი, შეწვით კარაქში და ზეთში. შემწვარი ქათამი ამოიღეთ ტაფიდან და იგივე ცხიმში მოთუშეთ ხახვი. ქათამი დააბრუნეთ ცხიმიან ტაფაზე, კუბებად დაჭრილი სტაფილო და 4 ნაწილად დაჭრილი სოკო დაყარეთ ტაფაზე,დაუმატეთ ქონდარი. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ 250გრ. თეთრი ღვინო. კერძი დატოვეთცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის მანძილზე. შემდეგ ამოიღეთ ტაფიდან ქათამი და ქონდარი. ტაფაზე დარჩენილ მასას დაასხით ნაღები. დაელოდეთ, რომ მასას კარგად გაუჯდესნაღები. ქათამი მოათავსეთ ლანგარზე და მოასხით ტაფაზე არსებული მასა.
ამ კერძისსაკაზმად მე„კუსკუსს“ ვამზადებ, შეიძლება ბრინჯის მომზადებაც. მიირთვით თეთრ ღვინოსთან ერთად. 

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com