რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, ყოველთვის მაინტერესებს ეროვნული სამზარეულო, ვიქნები იაპონიაში, ამერიკაში, ევროპაში თუ სად… კარგი კერძი ნებისმიერ სამზარეულოსა და ქალაქში მოიძებნება. გამოვარჩევდი ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს, რომელიც ძირითადად შედგება ზეითუნის ზეთით, ნიორით, როზმარინით, სალბით, მწვანილებით, რაც შეიძლება ნაკლები კარაქით. ეს არის კომბინაცია მსუბუქი ნაკლებად ცხიმიანი ხორცის, ზეითუნის ზეთის, ნივრის, მარილის, სხავდასხვა სანელებლების – იქნება ეს ლავანდა, ძირა, სალბი თუ სხვ.,ზამთარ-ზაფხულ იძლევა ძალიან არომატული და მსუბუქი საჭმლის შეგრძნებას. ასეთი კერძები მსუბუქია და სადილის თუ ვახშმის შემდეგ გადატვირთულად არ გრძნობ თავს, ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ამავე დროს გემრიელიც.
გამორჩეული კერძი
ასეთი ბევრია… როდესაც მეგობრები მოდიან სტუმრად, ხშირად ვამზადებ სხვადასხვა სანელებლებით შემწვარ, უმეტესად ბატკნისხორცს. არასდროს ვამბობ უარს აზიურ სამზარეულოზე. პორტუგალიური, ესპანური, იაპონური, ტაილანდური, იტალიური,თუ ფრანგული სამზარეულო – ყველა საოცარია. ქართული სამზარეულო ნამდვილად არ ჩამოუვარდება მათ, თუ ყველა კერძი სათანადოდ არის მომზადებული.
ზაფხულის პერიოდში ძალიან კარგი დასალევია „როზე“, მიხარია რომ არაერთმა ქართულმა კომმპანიამ დაიწყო მისი გამოშვება. მსუბუქი ხორცი – ქათამი, კურდღელი ან თევზი – ვთქვათ, კალმახი – ასევე სასიამოვნო საჭმელია ზაფხულის პერიოდში. კარგია, თუ შესაძლებელია უფრო მსუბუქი ღვინო დალიო ზაფხულში, ზამთარში კი ხორცეულთან ერთად უფრო ტანინიანი, მაგ.: დაძველებული საფერავი (თუ ქართულ ღვინოებზე ვსაუბრობთ) მივირთვათ – მთავარია, ზომიერების ფარგლებში. კარგია, როდესაც ადამიანი სიამოვნებ არა სასმელის რაოდენობით, არამედ იმ ხარისხით, შეზარხოშებით, რომელსაც ჩვენში სასმელი ან კერძი იწვევს. ვფიქრობ, ის ზედმეტობა, რაც ქართველებს გვახასიათებს, ალბათ უფრო დროის გადმონაშთია, უკვე მეტი ადამიანი ცდილობს დალიოს ისე, რომ ისიამოვნოს და გონება არ დაკარგოს ჭამისათუ სმისგან.
საუკეთესო საუზმე – დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვიმყოფები. დილით ყოველთვის სასიამოვნოა ყავა, კარგი „ბაგეტი“, ჟოლოს„ჯემი“, კარაქი, შემწვარი კვერცხი, წვენი, ხილი და მსუბუქად შებოლილი ორაგული – ასეთია ჩემთვის იდეალური საუზმე.
ის,რასაც არ დააგემოვნებთ…
ასეთი ძალიან ცოტა მახსენდება… არასდროს გავსინჯავ ძაღლის ხორცს. აზიაში ყოფნისას ყოველთვის ვკითხულობ, თუ რის ხორცს მთავაზობენ. ასევე არასდროს მინატრია დამეგემოვნებინა ცხენის ხორცი.
ოჯახური კულინარიული ტრადიციები
პატარაობიდან ვაკვირდებოდი, თუ როგორ ამზადებდა მამაჩემი, ვინაიდან ყოველთვის მაინტერესებდა კულინარია. ყველაზე დიდი გავლენაჩემს გატაცებაზე მოგზაურობამ მოახდინა. პრაღაში ვსწავლობდი, გარკვეული პერიოდი მომიწია ცხოვრება ევროპაში,ამერიკაში, შემდეგ აზიაში. ჩემი მეუღლეც დიდი გურმანია, კარგად ერკვევა როგორც კერძებში, ასევე ღვინოებში.ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავდივართ, აუცილებლად მივდივართ ეროვნულიკერძებისრესტორანში, სადაც რაც შეიძლება ნაკლები სურსათით ამზადებენ საჭმელს და იმ პრინციპს მისდევენ, რასაც ხმელთაშუაზღვის კულინარია ეწოდება… ასეთ ადგილებს ბევრს აღმოაჩენთ კალიფორნიაში, ნიუიორკში, იტალიაში. ასევე ტრადიციად გვაქვს, მეგობრების თანდასწრებით კერძების მომზადება. ბევრი ადამიანია ჩვენთან ნამყოფი და რა კერძიც მზადდება, მათთვის ეს ყოველთვის სიურპრიზია – ხან კურდღელია, ხან ცხვარი, ხოხობი, თევზი და ა.შ.
მიყვარს, როდესაც ოჯახის წევრები ერთად ვსადილობთ. ყოველთვის ვცდილობთ, უმეტესად ამას ვახშმის და შაბათკვირას საუზმის დროს ვახერხებთ. ჩემს ოჯახში ხშირად იყო სტუმრიანობა, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად ისხდნენ სუფრასთან,მე ასე გავიზარდე და მინდა ჩემმა შვილებმაც იცოდნენ მაგიდასთან უფროსებთან ერთად ქცევა, ჯდომა, ეტიკეტი და იმ სიამოვნების მიღება, რომ ისინიც ამ სუფრის ნაწილი არიან. ჯანსაღი ცხოვრება – ეს ჩემი ცხოვრების წესია. მყავს ძაღლი, რომელთან ერთადაც ყოველდილით ერთი საათის მანძილზე ვსეირნობ, ვვარჯიშობ. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად და ზომიერების ფარგლებში
იკვებო. როდესაც ქეიფია,რთულია თავი შეიკავო, მაგრამ მაინც საჭიროა. ვთვლი, რომ ადამიანმა საკუთარ წონას დიდი ყურადღება უნდა მიაქციო, სასურველია მივიღოთ ბევრი ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინო, ნაკლებად
ცხიმიანი ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რომელიც საქართველოში კარგი ხარისხის და ძალიან ბევრი გვაქვს. კერძების მომზადების დროს ხშირად ვიყენებ ხილს, მაგალითად ღორის ხორცს ძალიან უხდება ატამი, ვაშლატამა, ხბოს ხორცს – მსხალი, ქათამს – კომში და ვაშლი. მთავარია, გვქონდეს დადებითი განწყობა და ერთმანეთს მეტი გავუღმოთ, ხელი შევუწყოთ, რომ მეტად ბედნიერები ვიყოთ.
ჩაი თუ ყავა…
ორივე…იმ ადამიანისთვის, რომელიც ორი წელი იაპონიაში ცხოვრობდა, ძალიან რთულია, მწვანე ჩაის კულტის არ ეზიარო. ყავის გარეშე ჩემი დილა არ თენდება. დღეში 2-3-ჯერ ვსვამ ყავას. ჩაის გარეშე შევძლებდი ცხოვრებას, ყავის გარეშე – ვერაფრით. ცივ ყავას კი – ცივი ჩაი მირჩევნია. ყავა და წითელი ღვინო არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.
საყვარელი სასმელი
წითელი ღვინო
ჩემთვის ყველაზე კომფორტული გარემოა სიმშვიდე, ოჯახი, ძაღლი, მეგობრები, ჩემი საქმე და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვარ საქართველოში, იქ სადაც ძალიან მინდოდა ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე საზღვარგარეთ ვცხოვრობდით, ყოველთვის მსურდა,რომ აქ გამეზარდა ჩემი შვილები, გამეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს საუკეთესო, ადგილი სადაც ადამიანებს ცხოვრება უხარიათ და ბედნიერები არიან.
იდეალური სამზარეულო…
ინტერიერი ყოველთვის იდეალურია თუ ნაკლებად გვექნება გამოუდეგარი და უფრო მეტად – საჭირო ნივთები.პირადად მე მაქვს სამზარეულოს კარგი ხელსაწყოები, მაგ.: პროფესიონალური დონის ტაფები. საერთოდ, მნიშვნელოვანია ყველაფერი გქონდეს, რაც გჭრიდება, მათ შორის ტევადი მაცივარი, რომელიც
არამარტო კერძებს, არამედ სხვა სურსათსაც დაიტევს. ხშირად ვაკეთებ მარინადს, რომელსაც 2-3 დღის მანძილზე მაცივარში ან საყინულეში ვინახავ, შესაბამისად მჭირდება მათ შესანახად სივრცე. ჩემი მეუღლის ბიძამ მასწავლა მარინადების მომზადება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა გქონდეს ეზო, კერძო სახლი და სივრცე,სადაც სტუმრებს უმასპინძლებ.
სურსათის სარგო:
* კურდღელი
* 100-200 გრ. ნიახური
* 5-6 კბილი ნიორი
* 2-3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
* ტომატის „პასტა“
* სოკოს ან ქათმის წყალში
გაზავებული ნახარში
* როზმარინი
* მარილი
* შავი პილპილი
* 1-2 ჭიქა თეთრი ღვინო
მომზადების წესი:
ეს ყველაფერი მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავდგათ საათნახევრით დაბალ ცეცხლზე, მოვაყაროთ როზმარინი, შავი წიწაკა, მარილი და კურდღელი 24 საათის მანძილზე მაცივარში, წყალში უნდა შევინახოთ. სასურველია წყალი 1-2-ჯერ გამოვუცვალოთ. 24 საათის გასვლის შემდეგ დავჭრათ 8 ნაჭრად, დავდოთ ღრმა ტაფაზე, დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთნიახური, ნიორი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე საათნახევრის მანძილზე.ამ პერიოდში კურდღელი მთლიანად დაიდუღებს წყალს,შემდეგ ცოტათი უნდა ავუწიოთ ცეცხლიდა
ორივე მხრიდან დავბრაწოთ. დავადოთ როზმარინის 3 ცალი პატარა ტოტი, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო,მოვასხათ ნახევარი ჭიქა „ნაბეღლავი“ ბრაწვის დროს ,რომელიც უფრო არბილებს ხორცს (ძალიან უხდება როგორც კურდღლის, ასევე ღორის ხორცსაც, განსაკუთრებით ბარკლის
ნაჭრებს).ყველაფერი უნდა აორთქლდეს თეთრ ღვინოში. შემდეგ ისევ დაბალ ცეცხლზე დავდგათ და დავასხათ ტომატის პასტის, წყლის და ნახარშის ნარევი. გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე, თუ საჭიროა დავამატოთ „ნაბეღლავი“. დასრულებული კერძი შეგიძლიათ მაშინვე მიიტანოთ სუფრასთან ან გააჩეროთ რამდენიმე საათი.შემდეგ კი, ისევ დადგათ დაბალ ცეცხლზე, დაასხათ ცოტა წყალი რომ არ მიიწვას და 20-30 წუთში მიიღებთ კიდევ უფრო გემრიელ კერძს. საათების მანძილზემძაფრდება არომატი. კარგი იქნება, თუ კურდღლის ხორცთან საკაზმად მოამზადებთნიახურიანი და გუდის ყველიანი/„გაუდიანი“ პიურეს, რომელიც საოცარ არომატს აძლევს მას. მიირთვით თეთრ მსუბუქი ღვინოსთან ერთად, სასურველია იყოს მწვანე და ქისი.
ფოტო: LIG Studio