სტარტერი “ბრუსკეტი”

2_issue_culinart11111

ვხუხავთ პურს, ვუსვამთ ცოტა კარაქს და ნიორს, ვადებთ ყველს. ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სულგუნი, თუმცა ეს სურვილის მიხედვითაა. ყველის დამატების შემდეგ მომზადების ორი ვარიანტია. პირველ შემთხვევაში, ჭურჭელში ვყრით პატარა კუბებად დაჭრილ პომიდორს, სიმინდს, ქინძს, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს და ცოტა ბალზამიკოს, ვურევთ, მზა მასას ვადებთ ყველს და ერთად ვდგამთ ღუმელში. მეორე
შემთხვევაში კი, ბოსტნეული ცოცხლად, უკვე ღუმელიდან გამოღებულ, გამდნარ ყველს ზევიდან ემატება.

By: ზუკა შონია

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com