მასალა:
* 100 გრ კარაქი
* 100 გრ შაქარი
* 3 კვერცხი
* 125 გრ ფქვილი
* 3 ჩ.კ კაკაო
* 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
* 1ს.კ თაფლი
როგორ მოვამზადოთ
დაადნეთ კარაქი, შეაგრილეთ.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სასურველია მიქსერით. დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მორევა გააგრძელეთ ხელის სათქვეფით. შეურიეთ კარაქი და თაფლი. როგორც კინგრედიენტები ერთმანეთს შეერევა, შეწყვიტეთ თქვეფა. ჯამს გადააკარით საკვების შესაფუთი პარკი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. გამოცხობის წინ ცომს კიდევ ერთხელ ამოურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მადლენების ფორმას ფუნჯით წაუსვით დამდნარი კარაქი, ჩაასხით ცომი, შეავსეთ ფორმის 3/4, აცხვეთ 15-20 წუთი მზადყოფნამდე. ამ რაოდენობის ცომით 22-24 ცალი ნამცხვარი გამოგივათ.
By: Foodography