აზიური მაკარონი (noodles) კრევეტით, ქარის სოუსში

1_culinart_issue2

საჭირო ინგრედიენტები:
* ერთი შეკვრა აზიური მაკარონი (noodles)
* ერთი ს/კ ქარის პასტა
* 150 გრ. თეთრი ღვინო
* 250 გრ. კრევეტი
* 3 ცალი ბულგარული წიწაკა
(1 წითელი, 1 მწვანე, 1 ყვითელი)
* 20-20 გრ ქინძი, პიტნა, ტარხუნა
* 1 ც ლიმონის წვენი
* 5 გრ ზეითუნის ზეთი
* 1 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
1. ვჭრით ბულგარულ წიწაკას სქელ კუბებათ და ოდნავ ვბრაწავთ ცხელ ტაფაზე ზეითუნის ზეთში.
2. უცხიმო ცხელ ტაფაზე ვათავსებთ კრევეტს. წვის პროცესში ვამატებთ ერთმანეთში წინასწარ შერეულ ლიმონის წვენს,ზეითუნის ზეთსა და დაჭყლეტილ ნიორს.
3. ამასობაში, პატარა ტაფაზე ან ქვაბში, ერთი სუფრის კოვზ ქარის პასტას ვხსნით ღვინოში, ვამატებთ ქოქოსის ნაღებს და ვადუღებთ.
4. მოხარშულ აზიურ მაკარონს (noodles) ვდებთ თეფშზე, ვაყრით შემწვარ კრევეტებსა და ბულგარულს წიწაკას. ზემოდან ვასხამთ ქარის სოუსს და სუფრაზე გატანის წინ, ვაყრით მსხვილად დაჭრილ მწვანილს.

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com