NEWCOMERS

7_issue_culinart77

გიორგი ჯოხაძე /  20 წლის

განათლება: კულინარიის მიმართ ინტერესი ბავშობიდან ჰქონდა. სახლშიც კარგად ამზადებდნენ და თვითონაც ყოველთვის ეხმარებოდა. ამბობს, რომ რვა წლის ასაკში უკვე ზუსტად იცოდა, რომ მზარეული გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახის წევრებს სურდათ, რომ უმაღლესი განათლება მიეღო და არქიტექტორი ან ექიმი გამოსულიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ეროვნულ გამოცდებზეც გავიდა, თუმცა ზუსტად იცოდა სად აპირებდა განათლების მიღებას, ამიტომ გამიზნულად ჩაიჭრა და სწავლა კულინარიის აკადემიაში დაიწყო, იქ სადაც თავად სურდა. მზარეულის შვიდ თვიანი კურსი გაიარა, ასევე საკონდიტრო. ტკბილეული არ უყვარს, თუმცა თვლის რომ შეფ მზარეულმა ყველაფერი უნდა იცოდეს. კეთება უფრო ევროპული სამზარეულოსი უყვარს. თავად გურმანია, კეთების პროცესის გარდა დაგემოვნებაც უყვარს. ამჟამად კულინარიის აკადემიაში ასისტენტ მასწავლებლად მუშაობს. ასევე მუშაობს კერძო დაკვეთებზე, ამზადებს ფურშეტებს, ლანჩებს. ამბობს, რომ დღეს მის ოჯახს მოსწონს მისი არჩევანი და ამაყობენ მისი წარმატებებით.

გეგმები: მომავალში სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს. ფიქრობს, რომ ამ პროფესიაში მუდმივი განვითარების გარეშე მაქსიმუმს ვერ მიაღწევ.

ორაგულის ფილე ბროკოლის პიურეთი, სტაფილოსა და ჯინჯერის სოუსით
7_issue_culinart78

ბროკოლის პიურე

ინგრედიენტები:
• ბროკოლი – 150 გრ
• ნაღები – 20 მლ
• მწვანე ტობასკო – გემოვნებით
• მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ბროკოლს გავწმინდავთ დავჭრით და დავდგამთ მოსახარშად, რომ მოიხარშება გადავწურავთ და „დავაბლენდერებთ“, დავუმატებთ ნაღებს ამოვურევთ და შემდეგ დავამატებთ მწვანე ტობასკოს და მარილს გემოვნებით.

სტაფილოს და ჯინჯერის სოუსი
ინგრედიენტები:
• სტაფილო – 100 გრ.
• ჯინჯერი – 50 გრ.
• თაფლი – 20 გრ.

მომზადების წესი:
სტაფილოს და ჯინჯერს გავთლით და დავადგამთ მოსახარშად დარბილებამდე, შემდეგ გადავწურავთ და „დავაბლენდერებთ“ , შემდეგ გავატარებთ წვრილ საცერში და დავამატებთ თაფლს. სოუსის სასურველი მასის მისაღებად, დავამატებთ ბოსტნეულის ბულიონს და მარილს გემოვნებით 

გახუხული პურის ნაფშხვენი
ინგრედიენტები:
• პური – 60 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 20 მლ.
• ნივრის პუდრა – 5 გრ.
• ორეგანო – 5 გრ.
• მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
პურს ვუსვამთ ზეითუნის ზეთს დავაყრით ორეგანოს, ნივრის პუდრას მარილი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 18 წუთით. გამოცხობის შემდეგ ხრატუნა პურს ხელით დავფშხვნით

ორაგულის ფილე
ინგრედიენტები:
• ორაგულის ფილე – 190 გრ.
• მარილი გემოვნებით
• მიქს წიწაკა გემოვნებით
• ზეითუნის ზეთი – 10 მლ.
• ფიჭვის კაკალი მოხალული – 4-5 ც.

გასაფორმებლად:
• ისპანახის ფოთოლი – 4 ც.
• სტაფილოს სლაისები – 4 სლაისი
• ბოლოკის 5 სლაისი

მომზადების წესი:
ორაგულის ფილეს გადავუსმევთ ზეითუნის ზეთს და 200 გრადუსამდე გახურებული გრილზე დავადებთ გრილის ზოლებს. შემდეგ გადმოვიღებთ „ჟარონაზე“ დავაყრით მარილს და მიქს წიწაკას გემოვნებით და შევდგამთ ღუმელში 200 გრადუსზე 9 წუთით.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com