დათო ევგენიძე / კომპოზიტორი
00:01 კულინარია არის… კულინარია
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ… მაწონს
00:03 არ გამისინჯავს… ფასკუნჯის ხორცს
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს... არაჟანი
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… სალათები
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… ყურძენი და პომიდორი
00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო... პურს
00:08 გემრიელად ვამზადებ... ვარდის ფურცლების დესერტს
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ… სახლში
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია... პარიზი
00:11 საუკეთესოდ ამზადებს…ჩემი ბიძაშვილი რუსიკო ევგენიძე
00:12 ნამდვილი გურმანია... გაგა კიკნაძე
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია... ჩემი ცოლის ვაშლის ღვეზელი
00:14 როცა მშიერი ვარ……მშვიდად ველოდები ,როდის მაჭმევენ
00:15 როცა მაძღარი ვარ…მიყვარს სიგარეტის მოწევა
00:16 ჩემი საყვარელი კოქტეილია...dray martini,Gin, Chinzano
00:17 როცა მთვრალი ვარ...მაგრად " ასწორებს"
00:18 ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს... ცეცხმოკიდებული გაურკვეველი არსება
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ...შვილის ხორცს
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… დედაჩემის კოტლეტი
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ...შოკოლადზე
00:22 მადა ჭამაში მოდის?… ალბათ გააჩნია რას ჭამ
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ?... ღვინო
00:24 სადილს უხდება… მუსიკა… სტუმრები და მუსიკა
00:25 რისი ფობიაა„სიტოფობია?“... არ ვიცი
00:26 გასინჯეთ…მეგრული ღომი ალუბლის მურაბით