ნინო სურგულაძე / მომღერალი
00:01 კულინარია არის…საკვების მომზადების ხელოვნება
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ...წყალს, სალათის ფურცლებს, კიტრს და პომიდორს.ასევე კვერცხს ლიმონს , ყველს, კარაქს და ყურძენს
00:03 არ გამისინჯავს...ლოკოკინა და გველი , ასევე სოკოს არცერთი სახეობა არ გამისინჯავს ქამის და ტრუფელის გარდა
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს…"ტირამისუ"
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა…პომიდორი და კარაქი
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია…ხილი- მაყვალი და მარწყვი, ბოსტნეული- პომიდორი
00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო…ვაშლი ტაფამწვარი
00:08 გემრიელად ვამზადებ…ამბობენ რომ საცივს , აჯაფსანდალს, ბლინებს, ხაჭაპურს თინუსის სალათს და პასტას
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ...დედა და ჩემი პედაგოგი გულიკო კარაული
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია…ბოლონია და თბილისი.ბასკების სამზარეული სუპერ
00:11 საუკეთესოდ ამზადებს...ბებია მერი დვალი, დღემდე მახსოვს და არ მავიწყდება მისი "ნაპოლეონის" გემო
00:12 ნამდვილი გურმანია… დეპარდიე და ბევრი სხვა ჩემის ჩათვლით
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია…Mille foglie და თეთრი ბლის მურაბა
00:14 როცა მშიერი ვარ……ცუდ ხასიათზე ვარ
00:15 როცა მაძღარი ვარ… ძილი მერევა
00:16 ჩემი საყვარელი კოქტეილია…" მოჰიტო"
00:17 როცა მთვრალი ვარ… არ ვსვავ, ბოლოს ჩემ დაბადების დღეზე დავლიე ორი ჭიქა და კეთილგანწყობილ და კარგ ხასიათზე გახლდით
00:18 ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს…კორეაში თაფლში დამზადებული და ათასობით ძაფებად გაწელილი ტკბილეული
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ… ცხენის ხორცს , ჭაჭას
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… დედას შემწვარი ტყემლიანი კარტოფილი
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ...ყველზე და ხორცზე
00:22 მადა ჭამაში მოდის? ყოველთვის არა გააჩნია რას მიირთმევ
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? მე ვარ დესერტი " ნაპოლეონი"
00:24 სადილს უხდება… მუსიკა.. მშვიდი მუსიკა…ფონად ჯაზი…სიმპონიური მუსიკა ან ბუნებაში მხოლოდ ჩიტების ჟრიამული. მე მუსიკა სულ ყურებში მაქვს და როცა ხმამაღლა არ ისმის მე ის სულ მესმის
00:25 რისი ფობიაა„სიტოფობია?“ საჭმლის მიმართ შიში , მე ეს ფობია მხოლოდ სოკოს მიმართ მაქვს
00:26 გასინჯეთ… საზამთრო და პური ერთად ყველი, ყურძენი და თაფლი. პური , ზეთი მარილი