Healthy Menu by Teona Dolidze

10_Issue_CulinArt90

როგორ შევინარჩუნოთ წონა დღესასწაულების დროს 

მოგეხსენებათ, შობა – ახალწელიწადის დღესასწაულზე თითქმის ყველა წონაში რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ. შევეცდები მოგცეთ რჩევები წონის შესანარჩუნებლად

1 კარგად გამოიძინეთ! ცნობილია, რომ უძილობის შემთხვევაში ჩნდება ჰორმონების დისბალანსი, რომელიც ხელს უწყობს მადის მომატებას. ასე რომ ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე, კარგად გამოიძინეთ (ღამეში 6-8 საათი მაინც).

2 სამი საათით ადრე, სანამ სუფრას მიუსხდებით, ცოტა წაიხემსეთ, სადილის წინ კი მიირთვით ერთი ვაშლი და ერთი ჭიქა წყალი. მოშივებულს და თანაც დანაშაულის გრძნობის გარეშე, რომ წელიწადში ერთხელ აძლევთ თავს უფლებას მიირთვათ იმდენი რამდენიც გსურთ, მსუბუქად ვერ დაკმაყოფილდებით. ასე რომ მთელი დღე ნუ დაელოდებით საახალწლო სუფრას.

3 სუფრის გაშლის დროს ღეჭეთ საღეჭი რეზინი. მარტივი ლოგიკაა: ასე თავს აარიდებთ ყველაფრის გასინჯვას, ამ “ცმუცნაობაში” შესაძლოა 300 კალორიაც კი მიიღოთ. თუ საღეჭი რეზინი თქვენში მადას აღძრავს, მაშინ სამზადისის დროს გაიმზადეთ სტაფილო ან კიტრი. ახრამუნეთ რამდენიც გინდათ.

4 პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევებს თუ დავუჯერებთ, მრავალფეროვანი საჭმლის შეხედვაზე ადამიანი ვერ აკონტროლებს რაოდენობას. განსაკუთრებით მადის ამღძვრელია ლამაზად გაფორმებული კერძები და ყველაფრის გასინჯვის სურვილი გვიჩნდება. სანამ მაგიდას მიუსხდებით სჯობს, გადახედეთ და მონიშნეთ, ყველაზე მეტად რისი დაგემოვნება გსურთ.

10_Issue_CulinArt91

სამარხვო მაფინი 

5 ნუ დაიწყებთ ალკოჰოლით! წარმოუდგენელია დღესასწაული ალკოჰოლის გარეშე! შეეცადეთ ალკოჰოლი ცოტა რაოდენობით მიიღოთ და ისიც სადილის მერე. მშიერ კუჭზე შამპანურით თუ დაიწყებთ, საკვების რაოდენობის გაკონტროლება ძალიან გაგიჭირდებათ.

6 ბევრი იმოძრავეთ! დღესასწაულებზე, ფიტნეს კლუბში სიარული ნამდვილად დასაზარია, მაგრამ შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრებზე ფეხით გაისეირნოთ. სუფრის გაწყობასა და ნაძვის ხის მორთვაშიც აქტიურად ჩაერთოთ, ლიფტის ნაცვლად კი, კიბით ისარგებლოთ.

10_Issue_CulinArt92

ბევრად უფრო მარტივი იქნება მათთვის, ვინც არდადეგებს მთაში გაატარებს. თხილამურებით სრიალის დროს, მინიმუმ 400-500 კილოკალორია იწვება.
საბოლოოდ კი ერთს გეტყვით, ძალიან ნუ შეგეშინდებათ საახალწლოდ წონის მომატების. დღესასწაულები მალე ჩაივლის და როგორც კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით, კალორიები თავისით გაქრება.
ჯანმრთელობას და ბედნიერ შობა – ახალწელიწადს გისურვებთ!

* კაკაო – 40 გრ.
* ფქვილი – 110 გრ.
* შაქარი – 80 გრ.
* ვანილი – 1 ცალი
* სიმინდის ზეთი – 5 ს/კ
* წყალი – 70 გრ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com