FOOD Lovers

10_Issue_CulinArt9

დადუნა ღლონტი

„კულინArt“-ი ისევ აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ადამიანების წარდგენას, განსაკუთრებული ადამიანების, რომლებისთვისაც გემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ფუდ ლავერს“ არაპროფესიონალ მზარეულებს გაცნობთ, ისინი გემრიელი კერძების მიმართ დიდმა სიყვარულმა დააკავშირა. ჩვენი ახალი აღმოჩენა – პროფესიით მხატვარია და მის მომზადებულ კერძებს ხელოვნის განსაკუთრებული ხედვა და ფერის შეგრძნება ნამდვილად ეტყობა.
დადუნა ღლონტი 32 წლის არის, ორი შვილი და მეუღლე ჰყავს, მარტო ცხოვრობს, მუშაობს, ოღონდ მუშაობის
არასტანდარტული გრაფიკი აქვს, „ღამის შოუ სტუდიაში“ მხატვარია და გადაღებებზე ხშირად უწევს ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილები ჰყავს, მიუხედავდ გიჟური გრაფიკისა, მაინც ახერხებს საოცარი კერძები თავად მოამზადოს, საკუთარი რეცეპტით და ულამაზესი გაფორმებით.
– მომზადების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია: დაწყებისთანავე ზუსტად ვიცოდე რას ვაკეთებ. ანუ ის კი არა, რა კერძს ვაკეთებ, არამედ როგორი უნდა იყოს ეს კერძი დასრულებისას. ბოლომდე კონცენტრირებული ვიყო კეთების პროცესზე. შეიძლება მომზადებისას სხვადასხვა რამემ შეგიშალოს ხელი, მაგრამ როგორც ამბობენ „ცალი თვალი სულ საჭმლის მომზადებისკენ უნდა გეჭიროს“.
სულ მალე ალბათ დადუნას ჩვენი ჟურნალის სხვა რუბრიკაშიც ნახავთ, მან გადაწყვიტა მისი დიდი სიყვარული და გატაცება პროფესიად აქციოს და კულინარიულ აკადემიაში ჩააბარა. წარმომიდგენია თუ ახლა ასეთ კერძებს ამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ როგორ მოამზადებს. – როგორც ასეთი – საჭმლის მომზადება არავის უსწავლებია. ყოველთვის თავად ვცდილობდი სხვადასხვა კერძის მომზადებას და როცა აღმოვაჩინე, რომ კულინარია – გატაცებაზე უფრო მეტი გახდა, ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში, სადაც მართლა ძალიან ბევრი
რამ შევისწავლე. ზოგადად კულინარიაში კი ყველაზე მთავარია: იცოდე მომზადების ტექნოლოგია და მასზე დაყრდნობით ყოველთვის აკეთო ექსპერიმენტები, არ მოერიდო იმპროვიზაციას და არ დაიშტამპო!
იმ სილამაზის და გემოს გადმოცემას სიტყვებით მაინც არ ვცდი, ფოტოებით მიხვდებით რასთანა გვქონდა საქმე, რა თქმა უნდა მე ყველაფერი გავსიჯე, რეცეპტებიც აქვე არის, აუცილებლად მოამზადეთ და თქვენს საახალწლო სუფრას სრულიად განსხვავებული და უგემრიელესი კერძები შეემატება.

_MG_1570

10_Issue_CulinArt10

ბროკოლის კრემ-სუპი ტარხუნით 

* ბროკოლი – 500 გრ.
* ნაღები 32%-იანი – 250 გრ.
* ტარხუნა – 40 გრ.
* ხახვი – 1 თავი
* ნიორი – 2 კბილი
* ზეთი – 20 გრ.
* თეთრი წიწაკა – 10 გრ.

ქვაბში მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი ნიორთან ერთად. დავაყაროთ ბროკოლი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დარბილებამდე. დავამატოთ ტარხუნა და დავაბლენდეროთ. დავასხათ ნაღები, წამოვადუღოთ. დავამატოთ წიწაკა. მარილი გემოვნებით.

ჩალაღაჯის რულეტი ხურმის სოუსში

1 კგ. ღორის ხორცის ჩალაღაჯი 

შიგთავსისთვის:
* პური – 300 გრ.
* კურაგა – 200 გრ.
* მოხარშული ისპანახი – 300 გრ.
* მოხალული ნიგოზი – 100 გრ.

* შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
* მდოგვი – 1 ჩაის კოვზი
* ნიორი – 2 კბილი
* ზეთი – 1 ს/კ
სოუსისთვის: 6 ცალ მწიფე ხურმას გამოვაცალოთ კურკები, დავაბლენდეროთ და შევაზავოთ ნივრით, წიწაკით და მარილით. დავუმატოთ 1 ს/კ ძმარი.

ჩიზქეიქი 

* ხაჭო (ნაკლებცხიმიანი) – 1 კგ.
* არაჟანი (15%-იანი) – 400 გრ.
* ლიმონის ცედრა – 2 ც.
* კვერცხი – 4 ც.
* კარტოფილის ფქვილი – 1ს/კ
* შაქარი – 300 გრ.
* ორცხობილა – 700 გრ.
* მუსკატის კაკალი – 10 გრ.
* კარაქი (82%-იანი) – 100 გრ.

დავფშვნათ ორცხობილა, მასში ავურიოთ გამდნარი კარაქი და მუსკატის კაკალი. ჩავპრესოთ საცხობ ფორმაში (რომელსაც გვერდები ეხსნება), გამოვაცხოთ 15 წუთი და გავაგრილოთ მიქსერით ერთმანეთში ავურიოთ ხაჭო და არაჟანი, დავაყაროთ შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა და ფქვილი. ისევ ავთქვიფოთ და ჩავასხათ ორცხობილიან ფორმაში. 200 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ 120 გრადუსზე – 1 საათის განმავლობაში.

Recovered_JPEG-Digital-Camera_49

_MG_1633

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com