სოფიო თავხელიძის ბლოგი

იაპონური ახალი წელი  სოგაცუ 

10_Issue_CulinArt39正月

საზეიმო გირლიანდებით გაწყობილი ქუჩები, ბაზრობები, კარუსელები, ყინულის მოედნები, ბევრი სიცილი, მხიარულება. ეს იმის ნიშანია, რომ დღესასწაული ახლოვდება. ტრადიციული საშობაო სადილი ოჯახურ გარემოში და სამეგობრო თავშეყრა ახალი წლის აღსანისშნავად; ბევრი პოზიტივი, სურვილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ასრულდეს!
ბრიუსელში დიდი ხანია ვცხოვრობ. ახალმა გარემოებამ ბევრი უცხოელი გამაცნო, დამამეგობრა; რისა ნაკამურა იაპონიიდანაა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხელოვნებაზე, ეთნოგრაფიაზე, კულტურულ თავისებურებებსა და, რა თქმა უნდა, კულინარიაზე. დღევანდელი ჩემი ბლოგი იაპონიაზეა. ერთხელ, როცა რისამ ჩაის დასალევად თავისთან მიმიპატიჟა, ურიცხვი საახალწლო მისალოცი ბარათი შევნიშნე. დავინტერესდი, მან ამიხსნა, რომ ეს მათი ტრადიციის ნენგაძოს ნაწილი იყო. იაპონელები ნათესავებს, მეგობარებს, ახლობლებს ახალი წლის დადგომამდე მისალოც ბარათებს უგზავნიან და კეთილ სურვილებთან ერთად წყენის პატიებასაც სთხოვენ. მაშინ დავინტერესდი და რისამ უფრო ვრცლად მომითხრო იაპონური საახალწლო ღამის შესახებ. რადგან, ალბათ, დიდი ხნის ლოდინი მომიწევს, სანამ თავად ვნახავ ამომავალი მზის ქვეყანას, სახელად ნიჰონ-კოკუ.
იაპონური ახალი წელი სოგაცუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. თავისი უნიკალური
ტრადიციებითა და რიტუალებით. მზადება დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. კომპანიები ძველი წელიწადის გასაცილებელ ბანკეტებს ე.წ. ბონენკაის მართავენ. თევზის ასორტთან ერთად საკეს აგემოვნებენ და ყველაფერს ცუდს წარმავალ წელს უტოვებენ. საკე ანუ ნიხონსიუ არის იაპონური ტრადიციული ალკოჰოლი. იგი არც
ღვინოა და არც არაყი. საკე 14,5-20% ალკოჰოლის შემცველობის სასმელი, ბრინჯითა და სუფთა წყლით მზადდება, ფერმენტიზაციისა და დადუღების პრინციპით. იგი შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და შემთბარიც, სპეციალური გრაფინი ტოკკურით და პატარა ფიალა ჩოკოთი. ცუდ ტონად ითვლება, როცა თავად ისხამთ საკეს – თქვენ უვსებთ მეზობელს, ის გემსახურებათ თქვენ. ჩემი მეგობარი იაპონიის უძველესი დედაქალაქიდან კიოტოდან არის; სადაც ტრადიციებსა და რიტუალებს დიდ პატივს სცემენ. 31 დეკემბრის ღამეს, იაპონიაში, სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს. ისმის მხოლოდ ბუდისტური ტაძრებიდან გამოსული ზარების ხმა. ითვლება, რომ ადამიანს 6 გამოუსწორებელი ნაკლი აქვს – სიძუნწე, ბრაზი, უგუნურება, ფუქსავატობა, სიხარბე და ყოყმანი. ისინი ზარების ხმით განიდევნებიან და ასე 108-ჯერ ჩამორეკს ზარი. იაპონელები ამ ხმების თანხლებით, ჩაფიქრებით, ამ ვნებებისგან გათავისუფლებას ცდილობენ და განწმენდილები ახალი იმედებით, კარგი განწყობით ახალ წელს ხვდებიან.

10_Issue_CulinArt_Page_068

10_Issue_CulinArt49

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, ერთხელ, უჟმური ღმერთი სხვა ღმერთებმა დააპატიმრეს და მღვიმეში
გამოკეტეს. ტუსაღი დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ სარკის მსგავს ზედაპირს გადააწყდა, სადაც თავისი თავი დაინახა. მისმა მრისხანე გამოსახულებამ იგი ჩააფიქრა. დიდი ჭვრეტისა და განსჯის შემდეგ მან თავისი სული შეიცნო და გარდაისახა. შედეგად, ის ღმერთებმა შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ბრინჯის კვერები სულის სარკის სიმბოლოა, მანდარინი – შთამომავლობის გაგრძელების, ყველაფერი ერთად კი – სიმდიდრის ნიშანი. კაგამი-მოწის 11 იანვრამდე შინტოისტური საკურთხევლის წინ ათავსებენ, შემდეგ ანაწევრებენ და მიირთმევენ. იაპონური ეტიკეტიდან გამომდინარე, დანა-ჩანგლის ნაცვლად ჰასის (ჩხირებს) მოიხმარენ. საახალწლო წვეულებაზე, რადგან თავად ღმერთები მობრძანდებიან სატრაპეზოდ, სპეციალური ჩხირები გამოიყენება. ჰასის ორივე ბოლო მახვილი აქვს, ყურადღებაა საჭირო, შეცდომა არ მოხდეს, არ უნდა აგერიოთ თქვენი და „სტუმრის” მხარე, თორემ მთელი წლით დაკარგავთ მათ კეთილგანწყობას.
ევროპული სამზარეულოსგან სრულიად განსხვავებული მიდგომა და ფილოსოფიაა სოგაცუ, იგი ერთი პატარა ეპიზოდია იაპონური კულტურიდან. მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეერწყას ერთმანეთს ტრადიცია, თვითმყოფადობა, მარგებლობა და მრავალფეროვნება.

10_Issue_CulinArt50正月

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com