ბოლო პერიოდში ბევრი იწერება ხორცის ჭამის მავნებლობაზე.
მოდაში შემოვიდა ვეგეტარიანელობა. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობს ის შემზარავი სტატიები, რომლებშიც იწერება, თითქოს ხორცი იწვევს კიბოს, ნაადრევ დაბერებასა თუ უამრავ სხვადასხვა დაავადებას.
ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ხილით და ბოსტნეულით შეუძლიათ ჩაანაცვლონ ის ვიტამინები თუ პროტეინები, რაც ხორცშია. უფრო მეტიც, მეტი სარგებელი მიიღონ მათი რაციონიდან ხორცის მთლიანად ამოღებით.
შევეცდები ჩამოგითვალოთ ის სასიცოცხლო ბენეფიტები, რაც ხორცშია:
1 ბოლო პერიოდში ბევრი იწერება ხორცის ჭამის მავნებლობაზე. მოდაში შემოვიდა ვეგეტარიანელობა. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობს ის შემზარავი სტატიები, რომლებშიც იწერება, თითქოს ხორცი იწვევს კიბოს, ნაადრევ დაბერებასა თუ უამრავ სხვადასხვა დაავადებას. ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ხილით და ბოსტნეულით შეუძლიათ ჩაანაცვლონ ის ვიტამინები თუ პროტეინები, რაც ხორცშია. უფრო მეტიც, მეტი სარგებელი მიიღონ მათი რაციონიდან ხორცის მთლიანად ამოღებით. შევეცდები ჩამოგითვალოთ ის სასიცოცხლო ბენეფიტები, რაც ხორცშია: ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობის პროტეინებს (ცილებს), რაც აუცილებელია ორგანიზმის კუნთოვანი ქსოვილების გასაძლიერებლად, ენერგიისათვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც ექიმები, სხვადასხვა დიეტების დროს გვირჩევენ ხორცის მიღებას. ხორცის მიღებისას პროტეინით იკვებება თქვენი სხეულის უჯრედები, რაც ამკვრივებს კანის სტრუქტურას და გამოყოფს ანტისხეულებს, რომელიც ორგანიზმს იცავს სხვადასხვა ინფექციებისგან და შესაბამისად აძლიერებს იმუნიტეტს.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ ხორცში ჭარბად არის ამინო მჟავა,რაც პროტეინების საუკეთესო წყაროა.
2 ხორცი მდიდარია რკინით, ცინკითა და სელენიუმით. რკინა გემოგლობინის ფორმირებაში გვეხმარება, რაც ჟანგბადით კვებავს ორგანიზმს და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ამავდროულად, სელენიუმი გვეხმარება ცხიმისა თუ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების გამოდევნაში.
3 როგორც წესი, ხორცში შედის A, B და D ვიტამინებიც, რაც არა მარტო აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს კბილებს და ძვლებს, ასევე ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გონებრივი ჯანმრთელობის სტაბილურობას.
რაციონიდან ხორცის მთლიანად ამოღება არ მიმაჩნია მართებულად, თუმცა ის საკმაოდ რთულად მოსანელებელიადა მის ყოველდღიურ მიღებას უნდა მოვერიდოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ არის რიგი პროდუქტები, რასთან ერთად ხორცის მიღება არ არის რეკომენდირებული,ორგანიზმს უჭირს მათი ერთად ათვისება და ხორცი კარგავს თავის მარგებლობას. ეს პროდუქტებია: კარტოფილი და ნებისმიერი ბოსტნეული, რაც მიწის ქვეშ იზრდება, ასევე ბრინჯი, შაქარი და ცომი. ყოველთვის მოერიდეთ ძეხვეულსა და შებოლილ ხორცს. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები მაღალი კალორიების შემცველია, ჩვენ არ ვიცით მათი დამზადების დროს, რამდენად სწორად იყო დაცული ჰიგიენისა თუ მომზადების ნორმები. ასე რომ, იკვებეთ ჯანსაღად, მოერიდეთ კონსერვანტებსა და კარცეროგენულ პროდუქტებს და მუდამ ხალისიანები და ჯანმრთელები იქნებით.
სტაფილოს სალათა:
• 1 ცალი გათლილი და სიგრძეზე თხლად დაჭრილი სტაფილო
• 1 სუფრის კოვზი მოხარშული კინოა
• 100 გრ. ბროკოლი (ოდნავ მოხარშული)
• 100 გრ. ჩერი პომიდორი,
• 10 ცალი კაპერსი
• 10 გოგრის თესლი
• 5 გრ. ოხრახუში
• 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
• 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
• 2-2 გრ მარილი, პილპილი