Vichyssoise
პრასის და კარტოფილის წვნიანი
ეს მარტივი და გემრიელი, ტრადიციული ფრანგული წვნიანი, სულ რამდენიმე ინგრიდიენტისგან შედგება. მას ფრანგები, როგორც ცხლად, ასევე ცივადაც მიირთმევენ.
მომზადების წესი:
პრასის ფოთლებში ხშირად რჩება მიწა, ამიტომ უმჯობესია შუაზე გადავჭრათ და გამდინარე, ცივ წყალში კარგად გავრეცხოთ.
პრასი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარაქში დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი ვთუშოთ, თან ვურიოთ. პრასი, კარგად უნდა დარბილდეს, მაგრამ არ უნდა გაყავისფრდეს. შემდგომ დავუმატოთ, გათლილი, დაჭრილი კარტოფილი, კვლიავი და ისევ 2-3 წუთი ვურიოთ. დავუმატოთ წყალი ან ბულიონი, მარილი, პილპილი, ცეცხლს ავუწიოთ და ვადუღოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
სუფრაზე მიტანამდე დავაბლენდეროთ, სურვილის მიხედვით დავუმატოთ ნაკლებ ცხიმიანი ნაღები (1 ჩაის კოვზი), მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (2გრ.). შეგვიძლია მივირთვათ ცხელი ან ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული.
ინგრედიენტები 2 პორციისთვის:
* პრასი – 2 ცალი
* კარტოფილი – 2 საშუალო ზომის
* კარაქი – 1 სუფრი კოვზი
* კვლიავი (ტმინი) – 3-4 გრ
* ბულიონი ან წყალი – 3 ჭიქა
* პილპილი, მარილი
დღეს შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ შევინახოთ საკვები პროდუქტი, რათა მათ შეინარჩუნონ ვიტამინები და მარგებელი თვისებები.
საჭმლის შენახვის N1 წესია, შევეცადოთ არ ვიყიდოთ იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე კონკრეტული კერძის მოსამზადებლად გვჭირდება. ეს განსაკუთრებით ხორცს, თევზს და ზღვის პროდუქტებს ეხება.
ეს პროდუქტები უმჯობესია შევიძინოთ მომზადების დღეს, ან მაქსიმუმ 1 დღით ადრე. გაყინული მზა საკვები კი, აუცილებლად საყინულეში, პაკეტზე მითითებულ ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ.
ხილი, რომელსაც დამწიფება აკლია (ავოკადო ატამი, მსხალი) ჩავალაგოთ ქაღალდის პაკეტებში, ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო როცა დამწიფდება, გადავიტანოთ მაცივარში. ბოსტნეული მაცივარში შევინახოთ (კარტოფილის და ხახვის გარდა). კარტოფილი, ხახვი და ნიორი, მშრალ, გრილ ადგილას დავაწყოთ. არ დავალაგოთ კარტოფილი და ხახვი ერთად. ხახვის მიკროელემენტები მალე გააფუჭებს კარტოფილს.
მოხარშული, მზა ხილი და ბოსტნეული ყოველთვის შევინახოთ ჰერმეტულად დაცულ კონტეინერებში, მაცივარში, არა უმეტეს 4 დღისა.
კონსერვირებულ პროდუქტს რაც შეეხება, უმჯობესია დავალაგოთ ოთახის ტემპერატურაზე. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება გამოშვების და შენახვის ვადებს!
კონსერვი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაზიანებული, რადგან მასში უამრავი მავნე ბაქტერია იბუდებს. იგივე ეხება რძის ნაწარმს, ყუთი არ უნდა იყოს დაზიანებული.
ფქვილი, შაქარი, ვანილი, მაკარონი, მარილი… უნდა შევინახოთ თავისივე ყუთებში ან მშრალ ქილებში.
გასაყინად გამზადებული ხილი, ბოსტნეული, ხორცი უნდა ჩავალაგოთ სპეციალურ გასაყინ პაკეტებში, (რომლებიც იყიდება სუპერმარკეტებსა თუ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში) კარგად შეკრული, რათა არ შეიჭრას არასასურველი ბაქტერიები.
რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება წარმოების და შენახვის ვადებს!