Fast and Easy

8_issue_culinArt111_Page_026

8_issue_culinArt12

ლიკა ევგენიძე

„იმის მიხედვით ვგრძნობ თავს, როგორც ვიკბებები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად მოირგოს საკუთარ თავზე კვება, რაც მისთვის იქნება გამართლებული.“
ზაფხულის მოახლოება, ლიკა ევგენიძისთვის, სწორ კვებასთან და მსუბუქ ვარჯიშთან ასოცირდება. თუმცა თვლის, რომ ეს ფორმულა ყველა სეზონზე უნდა გაითვალისწინო, იმისთვის რომ თავს კარგად გრძნობდე და ყოველთვის ტონუსში იყო. დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ კვებას.
რაც შეეხება ლიკას ზაფხულის მენიუს, ის ძალიან მსუბუქი საკვებისგან შედგება. უპირატესობას სალათებს და ხილს ანიჭებს. ამასთან ერთად, მის მენიუში უცხიმოდ, გრილზე შემწვარი თევზი ან ხორციც ხვდება.
კულინArt-ის მკითხველს, ზაფხულის ცხელ დღეებში ლიკა ევგენიძე ურჩევს: „მიეძალეთ სეზონურ ხილს და ბოსტნეულს. ხილი სალათშიც ამართლებს, ხშირად ვუმატებ სალათებს მანგოს, კენკრას და ციტრუსს.“
სპეციალურად კულინArt-ის მკითხველს გთავაზობთ, ლიკას მიერ მომზადებულ სალათის რეცეპტს:

მომზადების წესი: ჯამში მოათავსეთ კრევეტები, დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი და გადაურიეთ კარგად, შემდეგ დაყარეთ გახურებულ ტაფაზე.
კრევეტები, უნდა გაწითლდეს ორივე მხრიდან. შემდეგ სასალათე ჯამში მოათავსეთ სალათი რუკოლა, დაჭრილი ჩერი პომიდვრები, დაჭრილი ავოკადო და ბოლოს შეგრილებული კრევეტები.

დრესინგი: გადაურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი და მოასხით სალათს.

ინრედიენტები: * სალათი „რუკოლა“* კრევეტები * ჩერი პომიდორი* ავოკადო * ზეითუნის ზეთი* დიჟონის მდოგვი * თაფლი* ლიმონი* ნიორი

8_issue_culinArt13

ბაია დვალიშვილი

პირველი – რასაც ბაია დვალიშვილი ზაფხულში აკეთებს, სახეს მაკიაჟისგან ასვენებს. ის მხოლოდ სახის მკვებავ კრემს ხმარობს. როგორც თვითონ აღნიშნავს, განსაკუთრებული თავის მოვლის წესი ზაფხულობით არ აქვს. ცდილობს ბევრი იძინოს, აღიდგინოს მთელი წლის მანძილზე დახარჯული ენერგია, წაიკითხოს ის წიგნები რაც წასაკითხი აქვს, იყოს მაქსიმალურად დიდხანს ჰაერზე და რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი დრო დაუთმოს შვილს.
ბაია, ზაფხულში ცხიმიან საკვებს თავს არიდებს. მიირთმევს მხოლოდ სალათებს, ხილს, სვამს ბევრ წყალს და ნატურალურ წვენებს. თვლის, რომ ისედაც ცხელ დღეებში, ორგანიზმი ზედმეტი საკვებით არ უნდა გადავტვირთო. ამიტომ მის სუფრაზე, მხოლოდ მწვანე ფერის საკვებს ნახავთ.
ზაფხულის მენიუსთვის, კულინArt-ის მკითხველს, ბაია დვალიშვილი ხილის სალათს და ქათმის ფრთების მომზადების თავის რეცეპტს სთავაზობს:

ხილის სალათი
აიღეთ ორ – ორი ატამი, კივი, ვაშლი, ერთი ბანანი, ერთი ფორთოხალი და დაჭერით. ამ ყველაფერს დაასხით გრეიფრუტის წვენი. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი, თხილი ან ნუში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვების გახარება გინდათ, ამ ყველაფერს მოასხით ნაყინიც.

ქათმის ფრთები
შეიძინეთ გაუყინავი ქათმის ფრთები და 3-4 საათით მოათავსეთ მარილიან წყალში. შემდეგ გემოვნების მიხედვით აურიეთ სუნელებში, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ აჯიკა. ეს ყველაფერი უნდა შეიწვას ზეითუნის ზეთში. ქათმის ფრთები ტაფაზე გააჩერეთ იქამდე, სანამ კარგად არ დაიბრაწება.

8_issue_culinArt14

ეკა ჩხეიძე კულინArt- ის მკითხველს ურჩევს:ჟოლო შეინახეთ კონტეინერში, დააყარეთ შაქარი და მოათავსეთ საყინულეში. მთელი წლის განმავლობაში, ის თავის გემოს და სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს და შეძლებთ გამოიყენოთ, როგორც ხაჭოში, ისე ნამცხვრებშიც.
ზაფხულში, ეკა ჩხეიძეს მაკიაჟით ვერ ნახავთ. ის ცდილობს, რომ ამ სეზონზე კანი მაქსიმალურად დაასვენოს, ზედმეტი კოსმეტიკური ჩარევებისგან. სახეზე, მხოლოდ სპეციალურ სახის კრემს ხმარობს, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. უყვარს გარუჯვა, მაგრამ მზისგან დამცავი საშუალება, ყოველთვის თან დააქვს.
უჰაერობაში ფეხით სიარულს ერიდება. ურჩევნია ასეთ ამინდში ან ეძინოს ან მუშაობდეს, რადგან სადაც საქმე აქვს, იქ ყოველთვის კონდინცირებაა და საქმის კეთებას უადვილებს.
კვებას რაც შეეხება, ცხელ დღეებში ეკა მსუბუქ საკვებს ანიჭებს უპირატესობას. უყვარს სალათები. არ სიამოვნებს ცხელი კერძები, ამიტომ ძირითადად – კიტრი, პომიდორი, არაჟანი და ყველია მის მენიუში. ასევე უყვარს ხილი. სვამს ბევრ წყალს (რასაც ზამთარში არ აკეთებს) და უყვარს ცივი ყავა ნაყინით. (ცალკე ნაყინს არ მიირთმევს) ეკას ზაფხულის მენიუ, ასევე რძის ნაწარმისგან შედგება – „ყოველ დილას ხაჭო და არაჟნით ვიწყებ, რასაც ზამთარში თაფლს ვუმატებ, ხოლო ზაფხულში ჟოლოს.“

ფოტო: ნაკანიმამასახლისი

სტილი და კოსტიუმი: ლაშა დევდარიანი & More Is Love

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com