მაკო ჯაოშვილის ბლოგი

„მოუსმინეთ“ ორგანიზმს და გაიგებთ, რა გჭირდებათ სიჯანსაღისთვის

8_issue_culinArt25

მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ კულინარტობა ჩემი ერთ-ერთი თავშესაქცევია, უფრო სიღრმისეულად მივუდექი კვების ჰარმონიას. დამეთანხმებით, რომ გემრიელი საკვების მიღება პირის რეცეპტორებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. კუჭიც გულუხვად მასპინძლობს ჩვენს საყვარელ კერძებს, მითუმეტეს, როცა ესთეტურადაც გაფორმებულია „თვალი ჭამს, თვალის სვამს“ პრინციპით. ოღონდ, ასეთი „ძალმომრეობის“ შედეგად სხეული კარგავს ფორმას, შინაგანი ორგანოები კი ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რათა მიღებულ კალორიებს თავისი ადგილი მიუჩინოს. არადა, ბალანსის დაცვა ყველაფერშია საჭირო, კვებაში – განსაკუთრებით. ჭარბ წონასთან ბრძოლის გარდა, შეიძლება სხვა და სხვა დაავადებებთანაც მოგვიწიოს შერკინება. ეს გაცილებით აქტუალურია ასაკის მატებასთან ერთად. სხეულში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების გამო, არა მარტო გარეგნული ფორმა გვეცვლება, არამედ შინაგანადაც გვეძალება სიბერის ნიშნები. ჰოდა, ამ პროცესების შენელებისთვის, რათა უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, ყური უნდა დავუგდოთ ჩვენს ორგანიზმს და გავიგოთ, როგორ დავუკმაყოფილოთ შიმშილის გრძნობა.
მიხვდებით ალბათ, რომ პირდაპირი გაგებით „მშია და ჭამა მინდა“ არ იგულისხმება. მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი თავად გვკარნახობს რის დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები – ორგანიზმის საშენი მასალაა. ეს არის ე.წ. ენერგიის წყარო, რაც აუცილებლად სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, თუმცა ნორმალური ფუნქციონირებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მინერალები და ვიტამინები.
ამ ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადაკითხვის შემდეგ, სხეულის მოვლას მეტი მზრუნველობით ვეკიდები. საკვებად ისეთ პროდუქტებს ვირჩევ, რაც უკეთ ამარაგებს ჩემს სხეულს და ტვინსაც. ეს უნიკალური ორგანო მოგეხსენებათ, პასუხისმგებელია ჩვენს სიცოცხლეზე და რაც უკეთ იმუშავებს, მით უფრო გავიხანგრძლივებთ სასიცოცხლო პერიოდს, მით მეტად გავიახალგაზრდავებთ თავს.

8_issue_culinArt111_Page_051

ყურადღების კონცენტრირებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გაუმჯობესებაში მარწყვი და ბანანი მიწყობს
ხელს – დიდი რაოდენობით შეიცავს სიამოვნების ჰორმონს, სეროტონინს და თიროზინს. ამავდროულად, ანტისტრესული საშუალებაა და შინაგანი ენერგიის გამაძლიერებელი. მარწყვი, ზედმეტ კალორიებსაც წვავს და ამიტომ საზაფხულო კვების რაციონში, უპირობოდ ლიდერობს. თუმცა ტოლს არ უდებს მსუბუქი, ხრაშუნა კიტრი თავისი სასარგებლო თვისებებით. მასში არსებული კალიუმი, ორგანიზმიდან დევნის ზედმეტ სითხეს და ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების მეცნიერულ კვლევა-ძიებაში, კიდევ ერთი საინტერესო მიგნება
გავაკეთე. თურმე კანსაც სჭირდება კვება და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შინაგანი სიჯანსაღე. ასე ვიპოვნე ერთი საკვები დანამატი, რომელსაც მშვენიერების ელექსირი შევარქვი. ოღონდ ამის შესახებ სხვა დროს და სხვა ადგილას გიამბობთ, მანამდე კი რჩეულ ხუთეულს წარმოგიდგენთ, რომლის გარეშე ჩემი კვების რაციონი ვერც კი წარმომიდგენია.
მოკლედ, დავუგდე ყური ჩემს ორგანიზმს და მითხრა, რა როდის მივირთვა და რატომ! რაც დავუჯერე, შედეგი – სახეზეა. მეც კარგად ვარ და ისიც. ☺

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com