FOOD Test

8_issue_culinArt21

ლიკა ლაბაძე & ჯუზეპე

როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ლიკა: თითქოს ცხოვრებამ შეგვახვედრა ერთმანეთს…
ჯუზეპე მსახიობი და მოდელია, ყოველთვის სურდა ამერიკაში სამსახიობო კარიერის გაგრძელება. მეც მქონდა ამერიკაში სწავლის სურვილი და ზუსტად ერთ პერიოდში ჩავედით ამ ქვეყანაში, ერთ სამსახიობო სკოლაში და ერთ ჯგუფში მოვხვდით. თავიდან ძალიან ვმეგობრობდით, შემდეგ კი ეს სხვა ურთიერთობაში გადავიდა. კონკრეტული თარიღიც კი გვაქვს, – მიუზიკლ „ჩიკაგოზე“ ვიყავით ერთად, ეს მიუზიკლი ჩემთვის განსაკუთრებული გახდა, რადგან ჩვენი სიყვარულის დასაწყისის სიმბოლოა, იქ ვიგრძენი, რომ ვიპოვე ზუსტად ის, რაც მაკლდა ცხოვრებაში, ორივე მივხვდით, რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდებოდა.
ჯუზეპე: სექტემბერში გავიცანით ერთმანეთი და უკვე მეცხრე თვეა ერთად ვართ.

მომიყევით პირველი შთაბეჭდილების შესახებ…
ლიკა: პირველად რომ დავინახე, მისი გარეგნობით მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება.
ჯუზეპე: ამერიკაში ჩასვლამდე საკმაოდ ხანგძლივი და დამღლელი მგზავრობა მქონდა, პირველ ლექციაზე დავიგვიანე, შევედი ოთახში და თან ვფიქრობდი, – აქ რა მინდა? უკან პარიზში მსურდა დაბრუნება. უცებ ლიკა დავინახე და თითქოს დრო გაჩერდა, თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ვფიქრობ, როგორც კი დავინახე მაშინვე შემიყვარდა. ყველაზე მეტად მისი სისადავე მომეწონა, რაც განსხვავდებოდა ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც იმ დროს აუდიტორიაში იყო, თუ ოდესმე ცხოვრებაში შევხვედრილვარ. ისე დამემართა როგორც თინეიჯერს, გულისცემა რომ ხშირდება და ერთი ნახვით გიყვარდება. მახსოვს ლურჯი სვიტერი ეცვა, სწორი თმა ჰქონდა და თმას განუწყვეტლივ ყურის უკან იწევდა, თვალს ვერ ვაშორებდი. ცუდი სტუდენტი ვიყავი, აუდიტორიაში ვერაფერს ვამჩნევდი, რადგან სულ მას ვუყურებდი.

რომელი კერძი ჰგავს სიყვარულს?
ჯუზეპე: სიყვარული წარმომიდგენია, როგორც მარწყვებით მორთული დიდი თეთრი ნამცხვარი, მდნარი შოკოლადის შიგთავსით.

რომელია ლიკას საყვარელი კერძი?
ჯუზეპე: პასტა, ის უფრო იტალიელია ვიდრე მე. ახლა ლიკა ძალიან ბედნიერია, რადგან საქართველოდან იტალიაში მივემგზავრებით, იქ კი ბევრ პასტას დააგემოვნებს.

რომელია ჯუზეპეს საყვარელი კერძი?
ლიკა: რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ხაჭაპური, ღომი და მჭადი გახდა მისი საყვარელი კერძები.

უყვარს ლიკას კერძების მომზადება?
ჯუზეპე: კი უყვარს, ხშირად ამზადებს და ის არაჩვეულებრივი მზარეულია, მე ნაკლებად მეხერხება კერძების მომზადება. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც სახლში ვბრუნდები და ის საოცარ კერძებს მახვედრებს. ჩემი დაბადების დღის წვეულებაზეც მან არაჩვეულებრივი კერძები მოამზადა.

ლიკას მომზადებული კერძებიდან რომელს გამოარჩევდი?
ჯუზეპე: ვფიქრობ არაჩვეულებრივ ღომს აკეთებს, ბევრი ყველით.

ჯუზეპე თუ ამზადებს?
ლიკა: არა, რადგან იცის რომ სამზარეულოში მისი შესვლა, შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. მხოლოდ საუზმის მომზადება უყვარს, მე ცოტა გვიან ვიღვიძებ და ყავით, კროასანით, პატარა ნამცხვრებით ცდილობს გამანებრივროს. ლანჩისა და ვახშმის მომზადება კი ჩემზეა.

რომელ კერძს ამზადებ ყველაზე ხშირად?
ლიკა: ყოველდღე ვცდილობ სხვადასხვა კერძი მოვამზადო, ქართული პროდუქტები, მაგალითად ფქვილი, რომელიც იქ არ იყიდება, ვცდილობ მხოლოდ მაშინ გამოვიყენო, როდესაც ჯუზეპეს განსაკუთრებით მოუნდება ღომი ან მჭადი. მიყვარს ექსპერიმენტები, შეიძლება ჟურნალში დაბეჭდილი კერძის ფოტო მომეწონოს, დავაკვირდე და შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაციით მოვამზადო.

რომელია თქვენი საყვარელი დესერტი?
ლიკა: კროასანი
ჯუზეპე: კი ასეა.

რომ არა თქვენი პროფესიები, რამდენად შესაძლებელია, რომ კულინარია აგერჩიათ, როგორც პროფესია?
ჯუზეპე: ვისურვებდი, მომწონს კერძებს რომ ამზადებენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის. თუ ვცადე რაიმეს მომზადება, შემდეგ სამზარეულოში საშინელება ხდება.
ლიკა: არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ვცდიდი, ვისწავლიდი და იმედია გამომივიდოდა.

საკუთარი თავისთვის მომზადება გიყვართ?
ლიკა: თუ ძალიან მშია, დრო მაქვს და არ მეზარება ასეთ შემთხვევაში კი. კერძების მომზადებისთვის, არვიცი ადრე დრო არ მქონდა თუ სურვილი, რადგან იშვიათად ვამზადებდი, თუმცა თუ რაიმე კერძის მომზადებას გადავწყვეტდი გემრიელი გამომდიოდა. არ მიყვარს ტრადიციული რეცეპტების გამოყენება. რაც ჯუზეპესთან ერთად ვარ, სიამოვნებით ვამზადებ. არ მახსოვს ოდესმე ეთქვას, რომ არ მოეწონა. ზუსტად ერთნაირი კულინარიული გემოვნება გვაქვს.

თუ გახსენდებათ განსაკუთრებული კინო-კადრი კულინარიის შესახებ?
ჯუზეპე: სერიალი „მეგობრები“ მახსენდება, სადაც ერთერთ კინო-სცენაში ყველა ერთად ამზადებს კერძს. ფილმებში შთამბეჭდავია, მადლიერების დღის სუფრის კადრები. ასევე მახსენდება ფილმი „შოკოლადი“, სადაც საოცრად არის ასახული შოკოლადის მომზადების პროცესი.

რა იყო ის პირველი კერძი, რაც ერთად მიირთვით?
ჯუზეპე: რესტორანში დავპატიჟე ლიკა, პატარა მაგიდასთან ვიჯექით რესტორნის ტერასის კუთხეში და ფრანგული სტეიკი მივირთვით.
ლიკა: კი ასე იყო, სტეიკი და სალათა მივირთვით.

8_issue_culinArt22

ყავა თუ ჩაი?
ჯუზეპე: ყავა
ლიკა: ყავა

პროდუქტი ან კერძი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვართ?
ჯუზეპე: შემიძლია ყველაფერი დავაგემოვნო.
ლიკა: არ შემიძლია ყველაფრის დაგემოვნება, მაგალითად ლობიო არ გამისინჯავს, ბადრიჯანი, აჯაფსანდალი, ხინკალი, მწვადი პირველად დაახლოებით 13-14 წლის ასაკში გავსინჯე. აზიური სამზარეულოს მიმართაც დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში შემიყვარდა.

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
ჯუზეპე: ფრანგული, იაპონური, გარკვეული კერძები ჩინური სამზარეულოდან და ქართული სამზარეულო, ეს კულინარიული კულტურა ჩემი ახალი აღმოჩენაა, ღომი და მჭადი ჩემი საყვარელი კერძების ათეულშია.
ლიკა: ჩემი საყვარელი სამზარეულო არის იტალიური.

რომელია თქვენი საყვარელი საუზმე?
ჯუზეპე: ის, რასაც ლიკა მომიმზადებს. ადრე ძალიან მსუბუქად ვსაუზმობდი. ლიკა თვლის, რომ უფრო ნოყიერი საკვები არის საჭირო და ვეთანხმები. ხშირად ამზადებს საუზმეს კვერცხით, სოსისით.

რომელია პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
ლიკა: ყველი
ჯუზეპე: ხორცი

სასადილოდ ან სავახშმოდ სად გიყვართ სიარული?
ლიკა: ლანჩზე ძირითადად გარეთ გვიწევს სიარული, რადგან ვერ ვასწრებთ სახლში მისვლას. ზოგადად, ალბათ ერთი და იგივე რაოდენობით გავდივართ გარეთ და მივირთმევთ სახლში.

8_issue_culinArt23

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com