პოლიტMenu

7_issue_culinart3

ირაკლი ალასანია (პარტია“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე)

საყვარელი სამზარეულო… – ჩემი აზრით, მეგრული სამზარეულო სრულად იტევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებულ მრავალფეროვნებას. ქართული სამზარეულოდან, ასევე გამოვარჩევდი კახურ მიმართულებას, ხორცის კულტურა კახეთში უფრო მხიბლავს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანიც არის “კახელები”.

საყვარელი კერძი… – კერძს მეგრული სამზარეულოდან დაგისახელებთ. სტანდარტულია, ძალიან მიყვარს ბაჟე და ღომი, რომელსაც განსაკუთრებულად ამზადებენ დედაჩემი და ჩემი მეუღლე – ნათია. როდესაც სუფრაზე არის ბაჟე, სხვა კერძებს ვეღარ ვამჩნევ. საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად ალბათ, მექსიკურ რესტორნებში დავდივარ. გემოთი, სიცხარით, სანელებლებით, ჩვენს სამზარეულოს ჰგავს. როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ყველაზე ხშირად მექსიკურ რესტორანში დავდიოდი. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის სამზარეულო მაქვს დაგემოვნებული, მიყვარს ექსპერიმენტები. გურმანი ვარ, თუმცა, სამწუხაროდ, თავად ვერაფერს ვამზადებ. სიმართლე გითხრათ, არც მიცდია, იქნებ მომავალში, ასაკში აღმომაჩნდეს ამის ნიჭი.

ყველაზე ეგზოტიკური ინგრედიენტი… – თითქმის ყველანაირი ხორცი გამისინჯავს, ცხენის, კენგურუსი, ნუ ბაყაყს და სხვა მსგავსს აღარ ჩამოვთვლი. ყველაზე ეგზოტიკური ალბათ, კენგურუს ხორცია, მახსოვს მეორედ
რომ დავბრუნდი რესტორანში ამ კერძისთვის. უფრო საქონლის ხორცს ჰგავს, მაგრამ სპეციფიური გემო აქვს, ისე მომეწონა, ისიც ვიფიქრე წინა ცხოვრებაში ავსტრალიაში ხომ არ ვცხოვრობდი.

საუკეთესო სასმელი… – თეთრი ღვინო. რა თქმა უნდა ღვინის ტრადიცია ქართველებს მუდამ გვქონდა, მაგრამ
დღეს, ძალიან მახარებს ქართული ღვინის წარმატება. ჩვენთან უკვე არაჩვეულებრივი ღვინოებია, ქართული ღვინის კულტურა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დღესდღეობით, მსოფლიოს არცერთ ცნობილ და წამყვან ღვინის წარმოებას არ ჩამოუვარდება.

ჯანსაღი კვება… – ნამდვილად ვცდილობ, თუმცა ჩემი აზრით საკმარისი ოდენობის ბოსტნეულს და ხილს არ ვიღებ. ნათია ამაზე სულ მსაყვედურობს. სხვა მხრივ ვთვლი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. სწრაფი კვების ობიექტებში სიარული ახლა უფრო ნაკლებად მიყვარს, ადრე ბავშვებთან ერთად ხშირად “მაკდონალდსში” დავდიოდი. დღეს, თუ შვილებმა ძალით არ წამიყვანეს, ისე არასდროს მივდივარ.

კულინარია, როგორც ხელოვნება… – კულინარია, რომ ხელოვნებაა ორი აზრი არ არის. ამავე დროს ჩვენთვის, როგორც სტუმართმოყვარე სახელმწიფოსთვის, დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია – კულინარიული დიპლომატია. როდესაც სტუმრები მყავს, მათ შორის ოფიციალური, ერთ-ერთი, რისი საშუალებითაც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ვახდენთ მათზე, არის კულინარია, თან როცა ისინი პირველად სტუმრობენ საქართველოს. არ მახსოვს სტუმარი, თუნდაც წლების შემდგომ რომ შევხვედრილვარ, არ გაეხსენებინა, თუ რა მიირთვა და დააგემოვნა საქართველოში. ასე რომ, ეს სტუმრების გონებაში ჩვენი იდენტობის ჩაბეჭდვაში ძალიან გვეხმარება

კულინარიული ტრადიციები… – ოჯახური კულინარიული ტრადიცია შემიძლია დავარქვა, როდესაც ნათია და ახლა უკვე ჩემი ქალიშვილიც, მექსიკური სამზარეულოს კერძებს ამზადებენ და ოჯახის წევრებს ერთად გვკრებენ. კვირაში ერთხელ მაინც, ეკა ამას აკეთებს. ნათიაც, თვეში ერთხელ რაიმე განსაკუთრებულ კერძს ამზადებს და ჩვენს მშობლებთან ერთად მივირთმევთ.

საქმიანი ვახშამი… – გააჩნია რა სტატუსით ხარ მიწვეული. თუ შენ უნდა ილაპარაკო, მაშინ რა თქმა უნდა ვერაფერს აგემოვნებ, სხვა სტუმრები კი, მშვენივრად მიირთმევენ. ვყოფილვარ, როგორც ერთ პოზიციაში, ისე მეორეში. ასე რომ, თუ შენ ხარ მთავარი წამყვანი, ვინც შეხვედრაზე უნდა ისაუბროს, ამ შემთხვევაში არაფერი გერგება. ვერც ღვინოს ირგებ და ვერც კერძებს.

ყველაზე კულინარიული ქალაქი… – რაც ესე უცებ მახსენდება, არის ქალაქი მონრეალი. არაერთხელ ვყოფილვარ ამ ქალაქში და კულინარიული თვალსაზრისით, ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის ფრანგული და ანგლო-საქსური სამზარეულოების მიქსი. იმ რესტორანში, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, სრულ სიბნელეში გაწვდიან კერძებს. მომსახურე პერსონალი უსინათლოები არიან , მათ შეყავხართ სრულ სიბნელეში და ასეთ გარემოში გაწვდიან შეკვეთილ კერძს. როგორც ჩანს, როდესაც მხედველობის საშუალება არ გაქვს, ასეთ დროს სხვა რეცეპტორები, – აღქმის, გრძნობის, გემოვნების უფრო ძლიერად მოქმედებენ. საოცარი იყო. მართალია, ეს ადგილი დღემდე მახსოვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეორედ იქ მისვლა აღარ მომინდება. ერთხელ ცხოვრებაში, რომ უნდა შეხვიდე და იგრძნო ,აი ისეთი რესტორანია. მეორე ყველაზე კულინარიული ქალაქი ჩემთვის არის, რა თქმა უნდა ნიუ-იორკი, იქ ყველაფერია…

ის, რაც ერთმანეთს ძალიან უხდება… – ძირითადად, თეთრ ღვინოს ვსვამ როგორც ხორცთან, ასევე თევზთან. მიყვარს ერთად- ყველი, ლორი და სხვადასხვა თეთრი ღვინო. ასევე მიყვარს ვისკი. როდესაც მაქვს შესაძლებლობა, კარგ ვისკის სიამოვნებით მივირთმევ. კარგია ერთად ვისკი, თხილი და სიგარა, – დესერტივით
არის. როდესაც ხორცის კერძებს მივირთმევ, ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტანინიან ღვინოს ვანიჭებ.. რაც დრო გადის, ტანინიანი ღვინო მეტად მომწონს.

არაპროფესიონალი, განსაკუთრებული კულინარები… – მყავს ასეთი მეგობარი, – მეღვინე, –
გაგა მარგველაშვილი.

სახლში სტუმრების მიღება… – ძალიან გვიყვარს მეც და ნათიასაც, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ძველად უფრო ხშირად ვახერხებდით. დღესდღეობით, ორივეს ისეთი სამსახური გვაქვს, რომ საქმემ და რუტინამ ცოტა დაგვაკარგინა ასეთი დღესასწაულების გამართვის ტრადიცია. თუმცა, თვეში ერთხელ მაინც გამოგვდის. არ
გვინდა ამ ტრადიციის დაკარგვა. დღესდღეობით გარეთ გასვლის, რესტორანში სადილის თუ ვახშმის კულტურაც, ძალიან დამკვიდრდა. მაგალითად, გუშინ სტუმრები გვყავდა და სახლში არ წავიყვანეთ და წავედით რესტორანში.

ინგრედიენტი, რომელიც არ გამისინჯავს… – არ მიყვარს ბულგარული წიწაკა, გამისინჯავს, მაგრამ მუდამ მაქვს განცდა, რომ ის ჩემთვის არ არის, მისგან დისტანცირება მინდა ყოველთვის. ახლა საერთოდ არ ვეკარები. ყველაფრის მიმართ მაქვს ინტერესი, რომ გავსინჯო, ნუ ძაღლის ხორცს არ გავსინჯავ, ეს ზედმეტია.

თბილისში გემრიელად ამზადებენ… – ფრანგული რესტორანი “ლე მარე”, ტერასა დიდუბეში, სასტუმრო “რუმსის” რესტორანი, “ვერა სტეიკ ჰაუსი”. ყველაზე ხშირად ამ რესტორნებში დავდივარ.

7_issue_culinart4

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com