FOOD ასოციაცია

7_issue_culinart2

დავით გაბუნია დრამატურგი 

კულინარიის მიმართ ძირითადად, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს, როგორც ამბობს ცუდი მზარეულია. მიუხედავად იმისა, რომ კულინარიულ სივრცეში მცდელობები ჰქონდა, თვლის, რომ არსებობს რაღაც, რაც დიდი სურვილის მიუხედავად, არ გამოსდის და ასეთ დროს თავის დანებებაა საჭირო, ასე რომ კულინარიულ მიღწევებთან დაკავშირებით ხელი ჩაიქნია.
გემრიელი კერძები და კულინარია მისთვის, პირველ რიგში დედასთან და ბებიასთან ასოცირდება. თვლის, რომ ბებია საუკეთესო კერძებს უმზადებდა, დედა კი- დღესაც პირველი კულინარია.
ქალაქ ფოთში ცხოვრობდა, ბებია იმერელი, დედა მეგრელი, – შესაბამისად, ცხარე- მწარე- მჟავეს არის მიჩვეული და უპირატესობას მეგრულ-იმერულ სამზარეულოს ანიჭებს. დასავლურ-ქართული სამზარეულოს მოყვარულს პირველად ხინკალი 15 წლის ასაკში გაუსინჯავს. შეიძლება ეს ასოციაცია ბავშვობასთან დაკავშირებული სენტიმენტია, მაგრამ თვლის, რომ ყველაზე გემრიელი ბებიისა და დედის მომზადებული კერძებია.
ცხოვრობს მარტო, ალბათ ამიტომ არის, რომ საკუთარი თავისთვის კერძების მომზადება არ აინტერესებს. თვლის, რომ სხვებისთვის მომზადება დიდ მოტივაციას იძლევა, რადგან ასეთ დროს შემფასებელი და გამზიარებელი გყავს. კულინარია კი, იმდენ შრომას მოითხოვს, რომ საკუთარი თავისთვის თუ ამზადებ კერძებს, ის ძალიან უნდა გიყვარდეს. ყველაზე შთამბეჭდავი კერძი, რომელიც ბოლო დროს დააგემოვნა, არის მიდიების ჩაქაფული, კერძის შეფასებისას აღნიშნა: „მივხვდი, რომ კერძი არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ დანაყრდე, შეიძლება ისეთი სიამოვნება მიიღო, რომ მას გასტრონომიული ფოიერვერკიც კი ვუწოდოთ“.
ყველაზე უცნაური, რაც ოდესმე გაუსინჯავს, არის თევზი „სურსტრომინგი“, რომელიც ძველი შვედური ტექნოლოგიით მზადდება. ეს არის დამპალი და თან დამარინადებული, საშინელი სუნის მქონე თევზი – შვედებსაც კი უკვირთ, როდესაც ეუბნება, რომ გაუსინჯავს. ეტიკეტზე აწერია, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ დახურულ სივრცეში. თურმე ისეთი სუნი ასდის, წარმოუდგენელია საერთოდ როგორ შეიძლება გასინჯო, მაგრამ რომ დააგემოვნებ მიხვდები, – ნამდვილად ღირდა…

 

7_issue_culinart84

ბავშვობა… როდესაც მესმის სიტყვა „ხილი“, წარმომიდგება ვაშლი, ეს არის უნივერსალური ხილი, რომელიც მოიცავს ყველაფერს. ნომერ პირველი და ყველაზე ზოგადი ხილია. სიტყვა ხილის ჩანაცვლება, რომ შეიძლებოდეს, ჩავანაცვლებდი ვაშლით.

7_issue_culinart85

ის არის სიცოცხლე… არ ვენდობი ადამიანებს, რომელთაც მარწყვი არ უყვართ. არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. სეზონური მარწყვის სუნი, სიცოცხლის სუნია-ჩემთვის.

7_issue_culinart86

ეს არის ზაფხული… თუ ეს ორი პროდუქტი არის, სხვა კერძი არც მინდა. ერთმნიშვნელოვნად ზაფხულია.

7_issue_culinart87

ეს არის ოჯახი… ღომი არის ოჯახური რიტუალი

7_issue_culinart88

არის ის, რის გამოც შეიძლება დედაც კი გავყიდო. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება ასე ძალიან რატომ მიყვარს. უნაბი ჩემში ასევე აღვიძებს სნობიზმს.

7_issue_culinart89

ეს ერთმნიშვნელოვნად არის ჯანმრთელობა…

7_issue_culinart90

ნამდვილი გაზაფხული და სიახლე… მისი მომზადებაც შემიძლია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com