ქეთი ბაქრაძის ბლოგი

6_issue_culinart60

Dining Table

ახალი წლის პერიოდი დასრულდა, თუმცა ზამთარი და სიცივე ისევ აქტუალურია. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ წელიწადის ამ სეზონისთვის შესაფერისი ლანჩი. მთავარი ინგრედიენტი – წაბლი, ძალიან საინტერესო და ნოყიერი პროდუქტია. ჩვენ, ძირითადად, მხოლოდ მოხარშულ წაბლს მივირთმევთ, ამ დროს კი, წაბლისგან შეგვიძლია არაჩვეულებრივი ცხელი წვნიანის მომზადება, რომელიც საკმაოდ მსუყეა და სიცივეში კარგად გაგვათბობს. საინტერესო არომატისთვის წვნიანის მომზადების პროცესში, წაბლთან ერთად პორტვეინის ტიპის ღვინოს და შემწვარი ზღვის ბიბილოებს გამოვიყენებთ. გარდა იმისა, რომ წვნიანი ცხელია და სიცივეში ასეთი კრემსუპი ნამდვილად სასიამოვნოა, ეს კერძი საკმაოდ პიკანტური და საინტერესო გემრიელია. ვფიქრობ, ძალიან ადვილია მისი მომზადება სახლის პირობებში. ამ კერძის არომატს მივყავართ სადღაც, – საფრანგეთის მთებში, თოვლში და სიცივეში. პირველად მეც ზამთარში, საფრანგეთის მთებში ყოფნისას დავაგემოვნე. სუსხისგან გაყინული, რომ შედიხარ თბილ რესტორანში, ეს ცხელი წაბლის წვნიანი საოცრად გემრიელი და სასიამოვნოა. დააგემოვნეთ ის კარგ წითელ ღვინოსთან ერთად. მერწმუნეთ ეს წვნიანი, გემრიელი ლანჩის საუკეთესო დასაწყისია…
რაც შეეხება შემდეგ კერძს, შემოგთავაზებთ ქიშის ორ სხავდასხვა ვერსიას. ერთი არის, – „ქიშ ლორენი“, ანუ ქიში ლორით, კვერცხით და ყველით. ასევე, ძალიან საინტერესოა მეორე ქიში, რომელიც მზადდება თხის ყველით და პომიდვრით. ქიშის მომზადების სხვადასხვა ვერსია არსებობს, – მაგალითად, თხის ყველით და ხახვით ან სხვა ინგრედიენტების გამოყენებით. ეს ისეთი ბაზაა, რომ ერთხელ თუ მოამზადებ, შემდეგ მუდმივად შეგიძლია ინგრედიენტების ცვლა. ეს კერძი საკმაოდ ნოყიერია და თუ დავუმატებთ მწვანე სალათის ფოთლებს, წვნიანის შემდეგ ლანჩისთვის არაჩვეულებრივი ძირითადი კერძი გამოგვივა.
რაც შეეხება დესერტს, ეს ერთერთი ჩემი საყვარელი დესერტია. ლონდონში არის ძალიან საინტერესო მაღაზია
„Dover Street Market”, მის ბოლო სართულზე კი, არის კაფე, სადაც ლონდონში ყოფნისას ყოველთვის მივირთმევ ამ დესერტს, იქ განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ „სტაფილოს კექსს”-ს ამზადებენ. ერთხელ, თავადაც ვცადე მომზადება და ძალიან გემრიელი დესერტი გამომივიდა. სტაფილოს ნამცხვარს ემატება ნაღების და ხაჭოსებრი ყველის ნაზავი, ვანილი, განსაკუთრებით კარგი დესერტია ზამთარში, რადგან ძალიან ნოყიერია.
გემრიელ ლანჩთან ერთად მიირთვის ერთი ჭიქა წითელი მშრალი ღვინო…

წაბლის წვნიანი (4 ადამიანისთვის)
• მოხარშული წაბლის პიურე – 500გრ.
• ბოსტნეულის ბულიონი – 250გრ.
• ნაღები – 100გრ.
• პორტვეინი – 150 გრ.
• ზღვის ბიბილო – 6ც.
• ტრიუფელის ზეთი – 1ჩ/კ

6_issue_culinart61

მომზადების წესი:
მოვხარშოთ წაბლი, ამოვიღოთ ქერქიდან და მისგან გავაკეთოთ პიურე. დავაბლენდეროთ პიურე წინასწარ მომზადებულ ბულიონთან ერთად, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. დავუმატოთ ნაღები, მარილი, პილპილი გემოვნებით, ასევე დავამატოთ პორტვეინი და წამოვადუღოთ. სურვილის შემთხვევაში ტაფაზე შეწვით ზღვის ბიბილო ზეითუნის ზეთში და მოათავსეთ წვნიანში.

ქიშ ლორენი (4 ადამიანისთვის)
ცომის მომზადებისთვის:
• კარაქი – 200გრ.
• ფქვილი – 400გრ.
• კვერცხი – 1ც.
• მარილი – 0.10გრ.
შიგთავსის მომზადებისთვის:
• ლორი – 200გრ.
• ყველი – 200გრ.
• რძე – 150გრ.
• ნაღები – 200გრ.
• კვერცხი – 3ც.
• მარილი – 0.10გრ.
• პილპილი – 0.05გრ.

6_issue_culinart62

მომზადების წესი:
დარბილებულ კარაქს ვურევთ ფქვილს, მიღებულ მასას ვუმატებთ კვერცხს და მარილს. ვაკეთებთ გუნდას, ვახვევთ მას სპეციალურ პარკში და ვათავსებთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებულ ცომს ვაბრტყელებთ ფორმაში და ცომის ძირს ვჩხვლეტთ ჩანგლით, შემდეგ სიმძიმისთვის ცომს ზემოდან ვაყრით ლობიოს და ვდგავთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს, რძეს, ნაღებს, ყველს და ტაფაზე უკვე მოთუშულ ბეკონს ვურევთ ათქვეფილ მასას. ღუმელში ნახევრად გამომცხვარ ცომს მოვაშოროთ ლობიო და დავასხათ ათქვეფილი მასა, 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში გავაჩეროთ.

ქიში ჩერი პომიდვრით და თხის ყველით
(4 ადამიანისთვის)
ცომის მომზადებისთვის:
• კარაქი – 200გრ.
• ფქვილი – 400გრ.
• კვერცხი – 1ც.
• მარილი – 0.10გრ.
შიგთავსის მომზადებისთვის:
• ჩერი პომიდორი – 200 გრ.
• თხის ყველი – 200გრ.
• რძე – 150გრ.
• ნაღები – 200გრ.
• კვერცხი – 3ც.
• მარილი – 0.10 გრ.
• პილპილი – 0.05 გრ.

6_issue_culinart63

მომზადების წესი:
დარბილებულ კარაქს ვურევთ ფქვილს, მიღებულ მასას ვუმატებთ კვერცხს და მარილს. ვაკეთებთ გუნდას, ვახვევთ მას სპეციალურ პარკში და ვათავსებთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებულ ცომს ვაბრტყელებთ ფორმაში და ცომის ძირს ვჩხვლეტთ ჩანგლით, შემდეგ სიმძიმისთვის ცომს ზემოდან ვაყრით ლობიოს და ვდგავთ 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, ნაღები, მარილი და მიღებული მასა ჩავასხათ ნახევრად გამომცხვარ ცომში (ცომს წინასწარ მოაცილეთ სიმძიმისთვის დაყრილი ლობიო). ჩავაწყოთ თხის ყველი და პომიდორი ჩერი ცომში მოთავსებულ ათქვეფილ მასაში. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

სტაფილოს კექსი
კვერცხი – 2ც.
შაქარი – 110გრ.
სტაფილო – 2-3 ც. (საშუალო ზომის)
ფქვილი – 150გრ.
დარიჩინი – 1 ჩ/კ
ცომის ამოსაყვანი ფხვნილი – 1/2 ჩ/კ
გახეხილი ნიგოზი – 70გრ.
კრემი:
• კარაქი – 125გრ.
• ხაჭო – ყველი – 250გრ.
• შაქრის პუდრი – 150გრ.

6_issue_culinart64

მომზადების წესი:
2ც. კვერცხი და 110 გრ. შაქარი ერთად ავთქვიფოთ და გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავუმატოთ 150 გრ. ზეთი, 1 ჩ/კ დარიჩინი, 150 გრ. ფქვილი. მიღებულ მასას ბოლოს დავუმატოთ 70 გრ. გახეხილი ნიგოზი და 2-3 ცალი გახეხილი სტაფილო. მიღებული მასა მოვათავსოთ ფორმაში და დავდგათ 25-30 წუთის განმავლობაში 220 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. ცალკე ავთქვიფოთ კრემის მასალა: ოდნავ დარბილებული კარაქი, ხაჭო-ყველი, შაქრის პუდრი და წავუსვათ გამომცხვარ, უკვე გაციებულ კექსს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com