ორაგულის ფილე ციტრუსის სოუსში
ინგრედიენტები:
ორაგულის ფილე (4ც.)- 200გრ
გრეიფრუტი -1ც.
ფორთოხალი -1ც.
ლიმონი -1ც.
ჯინჯერი – 0.30 გრ
თაფლი – 0.40გრ
სოიოს სოუსი – 0.50გრ
ზეითუნის ზეთი – 0.40გრ
კარაქი – 0.30გრ
ისპანახი – 2 კონა
ნაღები – 0.50გრ
მუსკატის კაკალი – 0.02გრ
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
სოუსი:
გრეიფრუტის, ლიმონის და ფორთოხლის წვენი ღრმა ტაფაში ჩაასხით, დადგით ცეცხლზე, რომ ადუღდება დაუმატეთ კარაქი. ხარშეთ, სანამ არ შესქელდება.
გარნირი:
გარეცხილი ისპანახი ჩადეთ ადუღებულ წყალში და გააჩერეთ 2 წუთი, შემდეგ ჩადეთ ყინულებიან წყალში, რომ მწვანე ფერი შეინარჩუნოს, 2 წუთში ამოიღეთ და მოათავსეთ საწურზე, რომ დაიწრიტოს.
ცხელ ტაფაზე დაასხით 0.20 გრ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ისპანახი და გახეხილი მუსკატის კაკალი, ასევე მარილი და პილპილი. შემდეგ დაასხით ნაღები და 2 წუთი დუღილის შემდეგ გარნირი მზად არის.
ბულიონი:
200გრ წყალში ჩაასხით სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი 1/2, თაფლი, წვრილად დაჭრილ ჯინჯერი და ადუღეთ 5 წუთი. ბულიონი მზად არის.
ცხელ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. დაბრაწეთ ორაგული ოთხივე მხრიდან და შემდეგ მზა ბულიონში
ჩააწყვეთ -8-10 წუთით. თეფშზე დაალაგეთ მზა ორაგული, გარნირი და მოასხით სოუსი.
უგემრიელესი კერძი მზად არის
გერიელად მიირთვით!