ქეთუთა ალექსი მესხიშვილი
კულინარია არის…
როგორც ჩემი მეუღლის გალერისტი – ბარბარა გლედსთოუნი ხშირად ამბობს: “ის, ვისაც არ უყვარს გემრიელი საჭმელი, – ვერც ხელოვნებას გაიგებს”;
ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ…
სოფლის კარაქს;
არასდროს გამისინჯავს…
ცხენის, ირმის და ვეშაპის ხორცი. ერთხელ, ფრანგულ რესტორანში ბაყაყის ხორცი შევუკვეთე, თუმცა შემდეგ ვინანე;
ყველას უყვარს, მაგრამ მე არა…
მწვანე ჩაი;
არ მიყვარდა, მაგრამ შემიყვარდა…
Soy Joghurt;
ყველაზე ლამაზი ხილია…
ბროწეული;
ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია…
მწიფე, დიდი, ქართული პომიდორი! (თუნდაც, ამბობენ რომ პომიდორი ხილია: იტალიელებს არ უთხრათ!);
დღე ისე არ გავა, რომ არ მივირთვა…
კარაქიანი პური;
გემრიელად ვამზადებ…
თუ არ ვჩქარობ, – ყველაფერს!
თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ…
თონის პურს, სულგუნს, ხაჭაპურს, ხინკალს, მწვადს, პომიდვრის და კიტრის სალათას, ატამს, გარგარს… ეს სია არასოდეს დამთვრდება…
გასტრონომიული დედაქალაქია…
ჩემთვის ნიუ-იორკი, რადგან ამ ქალაქში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამზარეულოებს შეგიძლია გაეცნო და დააგემოვნო. ჩემი ამერიკელი მეგობრები ხშირად დადიან ნიუ იორკში მდებარე ქართულ რესტორანში Oda House
საუკეთესოდ ამზადებს…
რა თქმა უნდა დედაჩემი;
ნამდვილი გურმანია…
დედაჩემი და ჩემი მეუღლის გალერისტი ბარბარა გლედსთოუნი. ის, მხოლოდ იმ დღეს დაკრეფილ სიმინდს ჭამს;
ჩემი საყვარელი დესერტია…
საერთოდ ტკბილის მოყვარული ნაკლებად ვარ, ამიტომ რაც მიყვარს, – ის მართლა ძალიან მიყვარს; პირველ ადგილს მივანიჭებდი “ტრუბოჩკებს” კრემით და მალინით, რომელიც სუპერმარკეტ “ბიგ-ბენში” მხოლოდ დილით აქვთ, რადგან ისეთი გემრიელია, რომ სასწრაფოდ იყიდება. საქართველოს გარდა ეს დესერტი არსად მინახავს. საინტერესოა, თუ როგორ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. სავარაუდოდ, ეს ფრანგული “Patisserie” კრემის მომზადების წესი თავდაპირველად რუსეთში შევიდა, გზად ბევრჯერ გარდაიქმნა, შემდეგ კი, ჩვენთანაც დაიწყეს მომზადება. საყვარელი დესერტების სიაში მეორე ადგილი ეკუთვნის Pierre herme-ს “Macaroons”, რომელიც შეგიძლიათ პარიზში დააგემოვნოთ. ის ძალიან უცნაურ გემოებს ურევს ერთმანეთს, მაგალითად ტრუფელს და შოკოლადს. მესამე ადგილს მივაკუთვნებ ნამცხვარს “Mochi”, რომელიც იაპონური ლობიოს და მწვნე ჩაის პუდრისგან (ფქვილის და რძის გარეშე) ცხვება;
როდესაც მშიერი ვარ……
სულ საჭმელზე ვფიქრობ;
როდესაც მაძღარი ვარ…
საჭმელზე არ ვფიქრობ;
ჩემი საყვარელი კოქტეილია…
Vodka Martini Straight Up, Dirty with Olives;
როდესაც მთვრალი ვარ…
ირგვლივ ყველა მიყვარს, ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა;
ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს…
Decaf, Fat Free, Soy Latte;
ვერასოდეს გავსინჯავ …
ცოცხალ რვაფეხას, რომელიც იაპონიაში დელიკატესად ითვლება;
ყველაზე მეტად მიყვარს…
უნი, ზღვის ზღარბის ხიზილალა;
დიეტის დროსაც კი, უარს ვერ ვამბობ…
პურზე, ამიტომ ვერ ვუწოდებ დიეტას;
მადა ჭამაში მოდის?
ალბათ ჭამამდე…
რა პროდუქტი ხარ?
ალბათ წყალი, გამჭვირვალე და ცვალებადი;
სადილს უხდება…
ყვავილები;
• რისი ფობიაა „სიტოფობია?“
ეს ფობია ნამდვილად არ მაქვს;
• აუცილებლად გასინჯეთ…
“ტრუბოჩკები” კრემით და მალინით.