FOOD ასოციაცია

6_issue_culinart20

ლაშა ბაქრაძე

ჯინ სპრაიტი ჯინ ტონიკის ნაცვლად

ქალაქიმიუნხენი
ვიზიტიტურისტული
ლოკაციატაილანდური რესტორანი
სტუმარილაშა ბაქრაძე
შეკვეთატაილანდური კერძი
კერძის ინგრედიენტინიანგის ხორცი
მოლოდინი – შორეული აღმოსავლეთის გემრიელი საკვები
შთაბეჭდილება – არც თუ ისე გემრიელი

ეგზოტიკური საკვები მოსწონს, სინჯავს და ნიანგის ხორცის გარდა, გაგიკვირდებათ და გველის ხორციც კი გაუსინჯავს. თუმცა, ეს ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხდება ხოლმე. საკუთარ ქვეყანაში კი, ყოველდღიურად- ორჯერად კვებაზეა. დილის საუზმე და ვახშამი, სამსახურის შემდეგ. ყველა ზემეტად მარტივი საკვები მოსწონს: მჭადი და ყველი. ჰო, ასეა. ცხოვრებაში ბევრ ჭამას მცირე და საინტერესოს გასინჯვას ამჯობინებს. ვეგეტარიანელი არ არის, თუმცა რაც დრო გადის, ხორცის მიღებას ამცირებს. უყვარს თევზი და მისი მრავალფეროვან-ნაირსახეობები. ფიქრობს, რომ ჯანმრთელი კვება პრობლემაა საქართველოში.

უხვი მეურნეობის მიუხედავად, პროდუქტი გაჯეჯგვილია ქიმიკატებით, მიწა დაბინძურებულია, გლეხმა კი თავადაც არ იცის, როგორ აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა საკვები. ,,ჩემს ბავშვობაში, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა საბჭოთა კავშირიც გამოირჩეოდა ქიმიისადმი დიდი სიყვარულით. მახსოვს ტელევიზორში ვიღაც ბიძიები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, თუ საკვები არ მოგწონს, მეორედ არ იყიდიო, მაგრამ თუ მოკვდებოდი, ამაზე აღარ ფიქრობდნენ.” პრობლემის მოგვარების გზად, საზოგადოების აქტივობა და სახელმწიფოს მხრიდან საკვებზე კონტროლის გამკაცრება მიაჩნია. თუმცა ამბობს, რომ დღეს არც ერთია და არც მეორე. ალბათ, ამიტომაც, ორჯერადი კვების მიზეზი – მძიმე სამუშაო გრაფიკის გარდა, არა სანდო და არა ჯანმრთელი საკვებია.

პროდუქტზე გულაცრუებული ძალიან კარგად ერკვევა კოქტეილებში. უყვარს და ამიტომ ამბობს, რომ თბილისი ის ქალაქია, სადაც ხშირად ჯინ ტონიკის ნაცვლად, ჯინ სპრაიტს მოგიტანენ. თანაც არ უნდა გაგიკვირდეს, ვერც უნდა მიხვდე, ან თუ მიხვდები არ შეიმჩნიო. კოქტეილების ნამდვილობის ამოცნობას რეცეპტი არ აქვს. ბევრი გაუსინჯავს, გემოებს მიჩვეულია და შესაბამისად მისი მოტყუება ცოტა რთულია.

,წლების წინ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, მენიუში წავიკითხე პინა-კოლადა. ეს კოქტეილი ძალიან მომწონდა, ახლაც მიყვარს. გამიკვირდა, ვიფიქრე, აქ პინა-კოლადას გაკეთება საიდან იციან-თქო, მაგრამ ინტერესმა მძლია და შევუკვეთე. ძალიან სწრაფად მომიტანეს. უკვე ეჭვი შემეპარა. ამ კოქტეილის მომზადებას დრო სჭირდება. გემო ახლოსაც არ იყო პინა-კოლადასთან. მერე ვკითხე: რისგან გააკეთეთ-თქო. მიპასუხა: ბოთლში ესხაო. ევროპაში, ბოთლში ჩასხმულ პინა-კოლადას, უკანასკნელი ბომჟები სვამენ. ალბათ ორ ევროდ იყიდი. რასაკვირველია ამ სასმელს არანაირი კავშირი არ აქვს კოქტეილ კოლადასთან”. ასეთი ისტორიები ლაშას ბევრი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თავად ამზადებს გემრიელ კოქტეილებს. ასე რომ დაგველოდეთ, კულინAრტ-ი ლაშა ბაქრაძის საფირმო კოქტეილს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

6_issue_culinart101     6_issue_culinart102  6_issue_culinart103

6_issue_culinart104    6_issue_culinart106  6_issue_culinart107

6_issue_culinart108     6_issue_culinart109  6_issue_culinart110

6_issue_culinart111      6_issue_culinart112       6_issue_culinart113

6_issue_culinart114

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com