ახალი წელი!
ახალი ოფისი
ახალი ნომერი
ახალი ჯგუფი
ახალი პროექტი
ახალი შემართება
ახალი ძალა
ახალი მოლოდინი
ახალი წარმატება
ახალი გამოწვევა
ეს ყველაფერი ბარნოვის 22 ნომერში ხდება, ჟურნალ „კულინარტის“ -ში. რედაქცია N3
რედაქტორის
სვეტი
მხოლოდ საქართველოში იწყება საახალწლო განწყობა 31 დეკემბრის საღამოს და მთავრდება 21 იანვარს (თუ
დავამთავრებთ :)) – გოზინაყი, ჩურჩხელა, გოჭი, საცივი, „ხალადეცი“ და, რაც მთავარია, – ღვინო, შამპანური, არაყი,
ვისკი….
საახალწლო განწყობა, ბედნიერი სახეები, მოლოცვები, ბევრი შოკოლადი
და განსაკუთრებით ბევრი, დადებითი ემოცია!
20 დღის შემდეგ ვიწყებთ საყოველთაო წუწუნსა და შიმშილს…
მომწონს თუ არ მომწონს ეს ტრადიცია, მეც და თქვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყოველ წელს სულმოუთქმელად
ველოდებით ამ ჯადოსნური დღის დადგომას.
რაც შეეხება ჩვენს ახალ ნომერს:
„კულინარტის“ საახალწლო ნომერი ფერადია, ბრჭყვიალა, მსუყე და თქვენთან შეხვედრას ელოდება.
– ჩვენი ჟურნალი დაგეხმარებათ, სწორად შეურჩიოთ თქვენს ახლობლებს საახალწლო საჩუქრები.
– თუ გსურთ საახალწლო სუფრის განახლება, მაშინ ეწვიეთ მანჩოს, ქეთის, გიორგის, მერიკოს, ესმას, სალაყაიას
ბლოგებს.
– გეპატიჟებით ჯაბას წვეულებაზე, დრესკოდი – საღამოს კაბა (შავი ან თეთრი), სასმელი, რაღა თქმა უნდა, – შამპანური.
– სტუმრად მიწვეულნი ხართ ნათიასთან, ნამდვილად ისიამოვნებთ მასთან ურთიერთობით.
ჩვენ კი იულია გვესტუმრა, ვისაუბრეთ კინოზე, თეატრზე და, რა თქმა უნდა, კულინარიაზე.
მეტს აღარ მოგიყვებით, შეძინეთ, მიუსხედით „კულინარტი“ N5-ის საახალწლო 160-გვერდიან სუფრას, გადაფურცლეთ და
შეხვდით თქვენთვის საინტერესო სტუმრებს…
თოვლის ბაბუა!
შემოგვიარე, გპირდებით, სათანადოდ დაგხვდებით.
რედაქცია N3 -ის სახელით, წინასწარ გილოცავთ ახალ 2015 წელს!