LOVE menu from “MORE IS LOVE”

4_issue_culinart1111_Page_088

საყვარელი სამზარეულო…
მიყვარს ჩინური, ინდური, განსაკუთრებით კი _ იტალიური სამზარეულო _ „პასტით“ დაწყებული – ზღვის პროდუქტების სხვადასხვა ვარიაციებით დასრულებული. მიყვარს ჩინურად მომზადებული „ლაფშა“, ჩემი აზრით ქართული და ინდური სამზარეულო ძალიან გავს ერთმანეთს. ქართველების მსგავსად, ინდოელებიც უამრავ სუნელს იყენებენ კერძების მომზადებისას. ინდურ სამზარეულოში არის ცხარე და ძალიან პიკანტური, საინტერესო კერძები. აქვთ „ბაჟეს“ მსგავსი კერძი, მოიხმარენ ბრინჯს, ხორცს ამზადებენ ბევრი თხილით, ნიგვზით და სუნელებით.

ოჯახური კულინარიული ტრადიციები…
„ბაჟე“, „ღომი“ და „გებჟალია“ ჩვენს ოჯახში არის ყველაზე გემრიელი და ტრადიციული კერძები. იშვიათად არის, რომ ვინმესთან სახლში მიხვიდე სტუმრად და „გებჟალია“ ჰქონდეს, ჩვენთან კი, შეიძლება ითქვას _ მუდმივად მზად არის. სახლში ამზადებს ჩემი ბებია, მამაჩემის დედა, კარგი კულინარია და ზოგადად, ძალიან განთქმულია თავის წრეში მისი მომზადებული კერძები. მართლაც სასწაულებს ახდენს. სამწუხაროდ, ამ კერძების მომზადება კარგად არ ვიცი, მაგრამ მაქვს მიზანი, ვისწავლო მისგან და ოჯახური ტრადიცია გავაგრძელო. როგორც ვატყობ, ქართული კერძების მომზადება ძალიან რთულია იმასთან შედარებით, მე როგორი სახის კერძების გაკეთებაც ვიცი. ქართულ კერძებს საკმაოდ დიდი დრო ჭირდება მომზადებისთვის მე კი მიყვარს. უცებ რომ კეთდება, აი, მაქსიმუმ 40 წუთში რომ ჩაეტიო.
დიდი ხანია, არაფერი მომიმზადებია, რადგან ჩვენთან ბებო არის მთავარი გმირი სამზარეულოში. თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ლონდონში ვცხოვრობდით, ყოველდღე ვაკეთებდი სუპებს, ვიგონებდი სხვადასხვა კერძს და ეს პროცესი მსიამოვნებდა. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს ან არ მომწონს კერძების მომზადება.

ჩემს მეუღლეს ნიკას, ჩემი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად „ბუჟენინა“ უყვარს. ღორის ხორცი უნდა ჩაჭრა ნაწილებად და ხორცში შიგნით ნიორი და აჯიკა მოათავსო. ხორცს ასევე გარედან უნდა წაუსვა აჯიკა და მარილი, შემდეგ კი – 30-40 წუთით შედგა ღუმელში. ძალიან გემრიელი კერძი გამოდის ნივრის და აჯიკის არომატით, საკაზმად უხდება კარტოფილი.
საკონდიტრო ნაწარმს ნაკლებად ვამზადებ. იშვიათად, რომ რაიმე გამოვაცხო. ძირითადად, ჩემი სივრცე კულინარიაში არის სალათები სუპები, პასტა, კრევეტები – იტალიური სამზარეულო. იშვიათად, რომ რაიმე კერძი კონკრეტული რეცეპტით მოვამზადო, ძირითადად თავად ვიგონებ.
მიყვარს სტუმრების მიღება და მეგობრებისთვის კერძების მომზადება, თუმცა ამას არც თუ ისე ხშირად ვახერხებ. ასეთ შემთხვევებში უმეტესად ვამზადებ „პასტას“, რომელიც ვიცი, ძალიან უყვართ.

საყვარელი კერძი…
რთულია გამოვარჩიო რომელიმე კერძი, ბევრი რამ მიყვარს… ეს ალბათ უფრო ცხოვრების პერიოდთან, ხასიათთან და წელიწადის დროსთან არის დაკავშირებული, მასავით ცვალებადია… ხანდახან არის, რომ რაღაც ახალს გავსინჯავ და ავიჩემებ, ფეხმძიმობის პერიოდში არავითარი სპეციფიური ან მოთხოვნილება არ მაქვს, მთავარია მივიღო გემრიელი საკვები.

კერძი, რომელიც სიყვარულს ჰგავს…
შავი შოკოლადი…

საყვარელი დესერტი…
ძალიან მიყვარს მწვანე ჩაის ნაყინი.

თბილისი
თუ თბილისში ვარ და მინდა გემრიელი კერძი მივირთვა, რესტორან „ბოჰემა“-ში მივდივარ.

ჩაი თუ ყავა?…
ჩაი, ყავას საერთოდ არ ვსვამ.

საყვარელი საუზმე…
„ბლინები“ ალუბლის მურაბის წვენით.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი…
მიუხედავად იმისა, რომ მივირთმევ „ბურგერებს“ და ვსვამ გაზიან წყალს, ვთვლი, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს ჯანსაღი წესით კვება, მაგრამ დიდად არ გამოვირჩევი. თუ რაიმე კერძი მინდა, თავის შეკავება ძალიან მიჭირს, ამიტომაც დიეტა არ შემიძლია, ძალიან გამიმართლა, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება არ მაქვს, გამიჭირდებოდა დიეტაზე ყოფნა..

პროდუქტი, რომელსაც ვერ გავსინჯავ
ლოკოკინას და გველის ხორცს ვერ გავსინჯავ, ტაილანდის სამეფოში მაიმუნის ტვინსაც მიირთმევენ, მაგრამ ასეთი ეგზოტიკური საჭმელი ჩემთვის არ არის.

პასტა “ფუზილი”პესტოთი და კრაბით

4_issue_culinart105
* 1 შეფუთვა Pasta Fusil „Barilla“
* 2 ც. Pesto Souce „Barilla“
* 3 თავი ნიორი
* ნაღები (Parmalat)
* 2 შეფუთვა კრაბის ჩხირები
* 1 პატარა ქილა კაპერსები
* 1 შეფუთვა Gran Padano

მომზადების წესი:
ხელით დაგლიჯეთ კრაბის ჩხირები. ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ შუაზე გაჭრილი ნიორი, დაუმატეთ „პესტოს“ სოუსი და ნაღები. სხვა ტაფაზე კრაბის ჩხირები უნდა მოითუშოს შუაში გაჭრილ ნივრის კბილებთან ერთად. როდესაც კრაბის ჩხირები ცოტა შეიბრაწება, დაუმატეთ ნაღები და მოთუშეთ. 3-4 წუთის მანძლზე ვხარშავთ პასტას, ვასხამთ „პესტოს“, ნაღების უკვე მომზადებულ სოუსს და ვაყრით კრაბის ჩხირებს, „კაპერსებს“ და „გრან პადანოს“.

გემრიელად მიირთვით…

4_issue_culinart106

ლიმონათი
* შაქრის სიროფი ან მურაბის წვენი
* ლაიმი
* ლიმონი
* ბევრი ყინული
* ბევრი პიტნა

4_issue_culinart104

4_issue_culinart107

ნინა ბოჭორიშვილი
“MORE IS LOVE”
გუნდის წევრი

კულინარიაში ჩემი ძირითადი მიმართულება არის დესერტების მომზადება. მე და ჩემი მეგობარი დავინტერესდით „ქაფქეიქით“, ვცადეთ და გამოგვივიდა, შემდეგ სხვა დესერტების რეცეპტებიც მოვიძიეთ და დღეს უკვე არაერთის მომზადება შემიძლია. მიყვარს ყველაფერი, რაც შეიცავს შოკოლადს.
საყვარელი „დესერტი“ _ „დესერტი“, რომლის შიგთავსიც არის შოკოლადის ლავა, უფრო გასაგები რომ იყოს, შეიძლება „ქართული ბრაუნი“ ვუწოდოთ.
რეცეპტებს ძირითადად ინტერნეტში ვეძებ, ხშირად საკუთარი ინტერპრეტაციით ვცვლი შემადგენლობას. ვფიქრობ, ცხობა უფრო კანონზომიერი, მომზადებული დესერტის გაფორმება კი – ექსპერიმენტული საქმიანობაა.
ჩუპცაკე-ის მომზადებისათვის საჭირო სურსათი თბილისში ნაკლებად იყიდება, შესაბამისად, მიწევს ინტერნეტიდან გამოწერა, ხშირად ჩემს მეგობრებს ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც იციან ჩემი „დესერტების“ სიყვარულის შესახებ და ხშირად მთხოვენ მომზადებას.
ვერ ვიტყვი, რომ „ქაფქეიქი“ ყველაზე გემრიელი „დესერტია“, გაცილებით უფრო გემრიელი ტკბილეულობაც არსებობს, თუმცა ნამდვილად ძალიან ლამაზია.
საყვარელი სამზარეულო არის ჩინური, იტალიური და ტაილანდური.
ჩემს კვების რაციონში ყველაზე დიდი ადგილი ბოსტნეულს უჭირავს. ხორცს მივირთმევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მჭლეა, ამიტომ ბევრი ხორციანი კერძისგან თავს ვიკავებ.
ვერასდროს გავსინჯავ უმ ხორცს…

4_issue_culinart1111_Page_092

 

"Cupcake" რეცეპტი

4_issue_culinart109

სურსათის სარგო:
* 120 გრ. ფქვილი
* 200 გრ. შაქარი
* 35 გრ. კაკაო
* ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
* ½ ჩ.კ-ზე ნაკლები სოდა
* მარილი, ვანილი

თხევადი მასა:
* 1 ც. კვერცხი
* 120 მლ. წყალი
* 60 მლ. რძე
* 60 მლ. მცენარეული ზეთი
მშრალსა და თხევად მასას ერთმანეთში აურევთ, შემდეგ მოათავსებთ ღუმელში 180 გრადუსზე და 20-25 წუთის მანძილზე აცხობთ.

შეგიძლიათ მოამზადოთ 2 სახეობის კრემი:
1. კლასიკური კრემი – 120 გრ. კარაქი, 110 გრ. შაქრის „პუდრა“, 90 გრ. გამდნარი შავი შოკოლადი.
2. ნაღების კრები – 200 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები, 2 ს.კ. შაქრის „პუდრა“, სასურველი ფერის საღებავი და ვანილი.

სასურველია დაიცვათსურსათის თანმიმდევრობა როგორც მშრალი ასევე თხევადი მასის მომზადებისას:

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com