FOOD TEST

4_issue_culinart47

აჩი არველაძე და თინი კობალაძე

როგორ გავიცანი…
თინი: ერთმანეთს მეგობრის ქორწილში შევხვდით. შემდეგ აჩიმ დამირეკა, ჩვენს საერთო მეგობართან ერთად მომაკითხა და სასეირნოდ წავედით.
აჩი: თინი პირველად მეგობრის ქორწილში ვნახე, შემდეგ გავიცანი.

რამდენი წელია ერთად ხართ…
აჩი: 19

რომელი კერძი გავს სიყვარულს…
აჩი: დესერტი „პანაკოტა“
თინი: პირველი მეც ეს ვიფიქრე, „პანაკოტა“- ვარდისფერია და გულის ფორმა აქვს.

ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს…
აჩი: თინის უფრო სალათები უყვარს.
თინი: ძალიან მიყვარს იაპონური სამზარეულო.

რა უყვარს აჩის?
თინი: აჩის განსაკუთრებით უყვარს შემწვარი კარტოფილი და კიტრი
აჩი: გურმანი ვარ, მიყვარს ყველაფერი რაც გემრიელია, შემწვარი კარტოფილი და კიტრი განსაკუთრებით.
თინი: ბოლო დროს უფრო ვცდილობთ მსუბუქი საკვები მივიღოთ.

4_issue_culinart48

რას ამზადებს თინი ყველაზე ხშირად?
აჩი: ხშირად ერთი და იგივე კერძს არ ამზადებს, სულ მეკითხება რა გინდა, რას შეჭამ, ცდილობს, მუდმივად განსხვავებული რამ მოამზადოს. ძალიან გემრიელი სალათების მომზადება შეუძლია და ხორცის კარგად შეწვაც, აი ნამცხვრებს ნამდვილად არ აცხობს.

აჩი ამზადებს?
თინი: როდესაც მარტოა, შეუძლია საკუთარ თავს მოუაროს, კვერცხს შეიწვავს, მარტივად მოუვლის თავს. ისეთი კარგი მზარეული ნამდვილად არ არის – აი, სადილებს რომ აკეთებდეს მეგობრებისთვის.

რომელი დესერტი უყვარს თინის ყველაზე მეტად?
აჩი: მგონი „პანაკოტა“ და „ტირამისუ“.
თინი: „ტირამისუ“ ნაკლებად, „პანაკოტა“ მიყვარს, მაგრამ ყველაზე საყვარელი, ტკბილი, რაც მახსენდება არის შავი შოკოლადი.

რა უყვარს აჩის?
თინი: ძალიან კრემიანი ნამცხვრები არ უყვარს, უყვარს „პანაკოტა“. საერთოდ არ არის ძალიან პრეტენზიული. დიდად ტკბილის მოყვარულიც არ არის.

4_issue_culinart494_issue_culinart50

პირველი პაემანი
აჩი
: იმ დროს სად იყო დიდი არჩევანი…
თინი: სასტუმრო „მეტეხის“ კაფეში წავედით. აჩიმ ხილი შეუკვეთა. შემდეგ კი, ბევრი დაჭრილი კიტრის მოტანა თხოვა…
აჩი: მახსოვს, რომ შენც ჭამე ის კიტრი.
თინი: კი, მეც მიყვარს.
აჩი: მაშინ ისეთი დრო იყო, ქალაქში ალბათ ორ ადგილას ენთო სინათლე.

საუკეთესო კულინარები…
აჩი
: იმ ადამიანებს არ ჩამოვთვლი, ვინც პროფესიონალ კულინარებად მიმაჩნია. არაპროფესიონალებიდან კი დავასახელებდი – მამაჩემს. კიჭას ძალიან გემრიელი ხორციანი კერძების მომზადება შეუძლია. ქალებს არ ჩამოვთვლი, ქალს მაინც მეტი შეხება აქვს კულინარიასთან.
თინი: იმ ადამიანებს, ვინც პროფესიონალ კულინარებად მიმაჩნია, არც მე ჩამოვთვლი. მიყვარს ყველაფერი, რასაც დედაჩემი ამზადებს. ძალიან მიყვარს ის ტრადიციული კერძები, რომლებიც ჩვენს სახლში საახალწლოდ ან სააღდგომოდ მზადდება. ჩემთვის გასაკუთრებული ხიბლი აქვს ამ ტრადიციებს.

რომ არა ფეხბურთი…
აჩი
: ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება კულინარი ვყოფილიყავი… ჭამის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მდგომარეობაა ჩემთვის, მაგრამ არ მგონია კერძების მომზადება ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო.

ყველაზე საყვარელი პროდუქტი…
აჩი
: ყველის გარეშე არ შემიძლია.
თინი: ვაშლის გარეშე არ შემიძლია.

ერთად თუ საუზმობთ, სადილობთ ან ვახმობთ?
თინი
: საუზმე ყველას სხვადასხვა დროს გვიწევს. რაც შეეხება სადილს, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთად ვისადილოთ. ძირითადად ეს დღის ბოლოს ხდება, როდესაც ყველა სახლში ბრუნდება.
თბილისში სად დადიხართ საჭმელად ყველაზე ხშირად?
აჩი: ყველაზე ხშირად იაპონურ რესტორან „საკურა“-ში დავდივართ. ასევე იტალიურ რესტორანში „ლოკალინო“, ფრანგულ რესტორანში „le Mare“,“The Dinning Room”-ში, „ტაბლა“-ში, „სტრადა“-ში.

ჩაი თუ ყავა…
აჩი
: ჩაი.
თინი: ჩაი.

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?
აჩი
: მიყვარს იაპონური და ჩინური.

საყვარელი საუზმე…
აჩი
: თინის ძალიან უყვარს სასტუმროს საუზმე.
თინი: აჩის ძალიან უყვარს კარაქი, ყველი პური და ჩაი. ასეთ საუზმეზე უარს არასდროს ამბობს.
აჩი: საყვარელ საჭმელთან დაკავშირებით, რომ მკითხე, ერთ-ერთი პირველი პური კარაქით და ყველით გამახსენდა, ამაზე უარის თქმა არ შემიძლია.
თინი: რაც არ უნდა იყოს სხვა, ეს მაინც ყოველთვის უნდა. პროდუქტი ან კერძი,

‘‘რომელიც არ გაგისინჯავთ და არ გასინჯავთ?
თინი
: ქაბაბი არ მიჭამია, არ მიყვარს ხახვი.
აჩი: ძაღლის ხორცის ჭამა არასდროს მომინდება.

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com