Be My Guest

4_issue_culinart1111_Page_068

დო-რე-მი-ფა-სო-ლა-სი-დო… ჯულიარდის მუსიკალური სკოლა, დებიუტი ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში, მრავალი ჯილდო და გასაოცარი თეატრალური ნიჭი. შეიძლება ითქვას, რომ 24 წლის ასაკში დავით ალადაშვილი წარმატების ყველა გამას ფლობს. ერთი წელიწადი არ გასულა, რაც მან ნიუ-იორკის ჯულიარდის პრესტიჟული სკოლა დაამთავრა და კონცერტებით მსოფლიო დედაქალაქებს სტუმრობს ანიტა რაჭველიშვილთან ერთად. დავით ალადაშვილი Bე Mყ Gუესტ-ის და „კულინAღთ”-ის მოწვევას დათანხმდა და თავის პირად ნოტებზე გვიამბობს.
დო … გამის პირველი ნოტაა და ყოველივეს დასაწყისი. დავით ალადაშვილის მუსიკალური თავგადასავალი უჩვეულოდ გვიან დაიწყო. დავითი თბილისში 1990 წლის 13 აპრილს დაიბადა, ფორტეპიანოზე დაკვრა 13 წლის ასაკში დაიწყო და 15 წლისა მიხვდა, რომ მუსიკა და ფორტეპიანო მისი ცხოვრების მოწოდება იყო. „ნიუ-იორკში როცა ჩავედი, თავს ცოტა ეგზოტიკურ ხილად ვგრძნობდი. ჯულიარდის სკოლაში პირველი ქართველი ვიყავი. „დიდ ვაშლში“, როგორც ნიუ-იორკს უწოდებენ, უცხო ხილობა არც თუ ისე ცუდი აღმოჩნდა. ხალხს აინტერესებდა, თუ ვინ და საიდან ვიყავი. მე კი სიამოვნებით ვუყვებოდი საქართველოზე. ნიუ-იორკი ჩემთვის უდიდეს ჯორჯ ბალანჩინთან ასოცირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხალხმა იცოდა, რომ ქართველი იყო. მან უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე ქორეოგრაფიის ჩამოყალიბებაში. ბოლოს კი ამბობდა, რომ ბევრი მისი ესთეტიური გადაწვეტილება ქართველობით იყო განაპირებული.
2011 წელს ჯულიარდის სტუდენტებთან ერთად ქართული მუსიკის კონცერტი მოვაწყვეთ. სცენაზე 30 ხელოვანთან ერთად გამოვდიოდი. დარბაზიც სავსე იყო და კულისებში ჯულიარდის ყველა თანამშრომელიი გვეხმარებოდა. დაცვაც კი იღებდა აქტიურ მონაწილეობას!“

რე … დავით ალადაშვილის წარმატების რეცეპტი ალბათ მისი თეატრალურობის, უსაზღვრო ენთუზიაზმის და კეთილმოყვარეობის „კოქტეილია“. ალადაშვილს სჯერა თავისი ვარსკვლავის და რიცხვი 13-ის იღბლიანობის. მისი პირველი დისკი _ Opusს 13 -13 ნაწარმოებისგან შესდგება. შუმანის ეტიუდის და სკრიაბინის გარდა, მან 11 ჯულიარდელ კომპოზიტორს სთხოვა, მისთვის მოკლე კომპოზიციები დაეწერათ. ერთ-ერთი კომპოზიციის წარმატების რეცეპტი კი ქართულ „საფერავში“ უნდა ვეძებოთ, რომლითაც დავითი თავის მეგობარს ერთ საღამოს გაუმასპინძლდა.

მი … „ძალიან მიყვარს „კოქტეილი“ „ნიგრონი“, რომელიც „ჯინით“, ტკბილი „ვერმუთით“ და „კამპარით“ მზადდება. ამ გაზაფხულს თბილისში ანიტა რაჭველიშვილი და მე, „კულინ Art“-ის მოწვევით, რესტორან „სტრადას“ ვესტუმრეთ. რადგან „კამპარი“ არ ჰქონდათ, „ნიგრონის“ რეცეპტში ალადაშვილის რჩევით გრეიფრუტი და ლიმონი გავურიეთ. შედეგი ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ მისთვის ახალი სახელი დაგვერქმია: “Opus 13.”

4_issue_culinart1111_Page_069

ფა … ალადაშვილის ფარული ოცნება დირიჟორობა არის. და თუ ოცნებაა, დაე იყოს დიდი ოცნება! მაგალითად, ბერნშტეინის ნაკვალევის გაყოლებაზე ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან დაკვრა და დირიჟორობა!

სოლ … როგოც სოლისტს, ხშირად მიწევს როლში შესვლა. მუსიკალურ ნაწარმოებს შეიძლება ითქვას, რომ ორი ავტორი ჰყავს კომპოზიტორი და შემსრულებელი. პარტიტურა მიმართულებას და ემოციების გამებს იძლევა, ამ ემოციებს კი ყველა შემსრულებელი თავისებური სულისკვეთებით გადმოგვცემს. შოპენის მე-6 პოლონეზე ყველა პიანისტს ერთხელ მაინც დაუკრავს. ამის მიუხედავად, ყველა ცდილობს, რაიმე სიახლე იპოვნოს, რომელიმე ფარული ემოცია კვლავ ხმამაღლა ააჟღეროს. ბავშობაში თეატრალურ სკოლაში დავდიოდი. ეს გამოცდილება ძალიან მეხმარება დაკვრისას.

ლა … ალადაშვილს იმედი აქვს, რომ თავისი წარმატებით ახალგარდებს დიაპაზონს მისცემს. „მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს კლასიკური მუსიკით. ამისთვის შევქმენი საქველმოქმედო ფონდი Yოუნგ ფორ Yოუნგ, ანუ „ახალგაზრდობა ახალგაზრდობისთვის“. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის. ასევე ვცდილობთ, რომ დამწყები კომპოზიტორების ნაწარმოებები გავაჟღეროთ“.

4_issue_culinart74

სი … მუსიკა უდიდესი სიამოვნების მატარებელია. ნიუ-იორკში სწავლის დროს ბევრ მუსიკალურ ჟანრს შევეხე, მათ შორის ჯაზს. ძალიან მიყვარს ჯაზი და მისი უსასრულო ვარიაციები. ჯაზი ცოცხალი მუსიკაა, რომელიც ზედ სცენაზე იწერება. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჯაზმა კლასიკური მუსიკა კიდევ უფრო შემაყვარა. სამი წლის წინ, ანიტა რაჭველიშვილს შევხვდი ნიუ-იორკში, სადაც თავის უკვე განთქმულ კარმენის როლს ასრულებდა. ძალიან „სპონტანურად“ გადავწყვიტეთ ერთობლივი კონცერტის ჩატარება. პირველივე გამოსვლა თბილისში გვქონდა, ამას კი დიდი ტურნე მოყვა ევროპის დედაქალაქებში. როდესაც პროგრამას ვადგენთ, ყოველთვის ვცდილობთ, ერთი-ორი ქართული ნაწარმოებიც გავურიოთ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ევროპელი და ამერიკელი მსმენელი ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას ვაზიაროთ.

4_issue_culinart75

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com