ეს დღე რაღაცით მაგონებს 1 სექტემბერს (ჩემს დროს სკოლა მაშინ იწყებოდა), მასწავლებელი რომ გაძლევს დავალებას, „ჩემი საზაფხულო არდადაგებები“, ხომ გახსოვთ… მაშინ არც „პირწიგნაკი“ და არც „სელფი“ არ არსებობდა და მახსოვს, რომ დიდი მოლოდინით ველოდებოდი ჩემი კლასელების მიერ დაწერილ ზაფხულის თავგადასავლებს.
მე არ შეგაწყენთ ჩემი არდადაგების ისტორიებით, ყველას ნანახი გაქვთ ალბათ ჩემი `პირწიგნაკის~ „პროფილი“ უბრალოდ მინდა გიამბოთ თუ რა გელოდებათ წინ, ამ ჩვენს გასტრონომიულ ფურცლებზე, როგორც სექტმებერს შეეფერება, ბევრ საინტერსო სიახლეს გთავაზობთ, დავიწყოთ სტარტერით – ვახოს, ბაბუს, დიანას, 2 ქეთის, მერიკოს ბლოგები როგორც ყოველთვის შეუცვლელია და გემრიელი, მთავარ კერძად ამ თვისკულინარტში გვაქვს – ყდა და მისი გმირები: ოლიკო,თაკო,ბ-ნ გელა,ესჩვენიპირველიმცდე ლობაადავარღვიოთბეჭდურიმედიისკანონები( განსჯათქვენთვისმომინდია), დესერტი – აქ ფართო არჩევანს გიტოვებთ: ნახევრადტკბილი, ტკბილი, თუ დაბალკალორიული: თინი და აჩი, ბ-ნ კახა, ნინჩო, ნინი, 1ჭიქა ღვინისთვისაც დაიტოვეთ ადგილი, მაია აბაშიძე და სალომე აბესაძე თავიანთი შემოქმედებით დაგარწმუნებენ, რომ კულინარია მართლაც, რო მარტია, მერწმუნეთ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ წინ.
უი, სულ დამავიწყდა, ოქტომბრიდან ყოველ შაბათ დღეს გადაცემა `კულინარტი~ არტარეაზე გადართვა არ დაგავიწყდეთ.