ასტროლოგიური კულინარია

3_issue_culinart138

რა სურს ლომს ?!

23 ივლისიდან სამეფო ნიშნის, ლომის პერიოდი იწყება და 23 აგვისტომდე გრძელდება. შინაგანი ძალა, მომხიბვლელობა და გამჭრიახი გონება მათი უპირატესობაა. ლომების უმრავლესობა ბუნებით ლიდერი და ბელადია. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებისთის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ გარშემომყოფები მათზე. ლომის ასტროლოგიური სტიქია არის ცეცხლი, მმართველო პლანეტა – მზე, დევიზი – მე მსურს!
მათი კულინარიული მიდრეკილებებისა და სასარგებლო საკვების შესახებ, ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს ვესაუბრეთ. იგი ამბობს, რომ ლომისთის ჭამის პროცესი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც – მეფური ნადიმი – მდიდრული, დახვეწილი ჭურჭლითა და უხვი საჭმელ-სასმელით. ქეთი ვაწაძე, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სისუსტეებზე და მათთვის რეკომენდირებულ ვიტამინებზეც საუბრობს. „მათ განსაკუთრებით უყვართ ხორციანი კერძები, თუმცა ლომებს უნდა ახსოვდეთ, მათი პრობლემური ადგილი გულ-სისხლძარღვთა სისტემაა, ამიტომ სასურველია მოერიდნონ ზედმეტად ცხიმიან კერძებს და ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობა აკონტროლონ. ლომებისათვის სასიკეთო იქნება პროტეინებით მდიდარი საკვები. შაქრისა და სახამებლის შემცველი პროდუქტი კი ნაკლებად უნდა მიიღონ. ამ ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანებისთის სასარგებლოა ბატკნისა და საქონლის მჭლე ხორცი, ქათამი, კვერცხი, ყველი, სოიო. ეს ყველაფერი ლომებისთვის პროტეინის საკმარის ოდენობას უზრუნვლყოფს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ასევე, რეკომენდირებულია ღვიძლი, სტაფილო და ზოგადად ყველაფერი რაც ყვითელი ან ოქროსფერია: ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, ბანანი, ზეთისხილი, სიმინდი. იშვიათია ალკოჰოლდამოკიდებული ლომი, ამიტომ მათთვის სასურველიც კი არის სადილის დროს ერთი-ორი ჭიქა წითელი ღვინის მიღება“.
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ჰუსეინ ობამა. 1961 წლის 4 აგვისტოს დაბადებული ობამა არა მხოლოდ გურმანი, არამედ კარგი მზარეულიც არის. როგორც მისი ქალიშვილები ამბობენ, ბარაკ ობამა არ ეტანება ტკბილეულს, თუმცა გოგრის ორცხობილა ძალიან უყვარს. ჩილი კი ეს ის კერძია, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად სიამოვნებს.
2008 წელს გამოვიდა წიგნი სახელწოდებით „ობამას მენიუ“. ეს იყო ბარაკ ობამას კამპანიის უცნაური, თუმცა ძალიან საინტერესო ნაწილი. რეცეპტების წიგნი მალავე გახდა ცნობილი და პოპულარული. „ობამას მენიუ“ მხოლოდ რეცეპტებისგან არ შედგება. ის აერთიანებს ისტორიებს, ფოტოებსა და გამონათქვამებს, რაც საბოლოო ჯამში, წიგნს განსაკუთრებულ კულინარიულ ელფერს მატებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com