ბურგერის რეცეპტი
* 100 გრ. საქონლის ხორცი
* 1 პომიდორი
* ხახვი
* მჟავე კიტრი
* სალათის ფოთოლი
* ყველი „ჩედარი“
* ფუნთუშა
* საწებელი
საქონლის ფარშს დავუმატოთ წვრილად გატარებული ხახვი და ცოტაოდენი წიწაკა. დავალაგოთ გუნდებად და შემდეგ ისე გავაბრტყელოთ, რომ ოვალური ფორმა მიიღოს.
მოვთუშოთ ცოტაოდენ ზეთში, ხოლო შემდეგ კატლეტები გრილზე დავალაგოთ. ასევე ოდნავ შევათბოთ ფუნთუშაც. შუაზე გაჭრილ ფუნთუშაში ჩავდოთ კატლეტი, აქეთ-იქიდან ყველი „ჩედარი“ და რგოლებად დაჭრილი მჟავე კიტრი და პომიდორი მოვუწყოთ. შუაში მოვასხათ საწებელი.
სოუსის მომზადების წესი:
მაიონეზს დავუმატოთ ცოტა თაფლი, ლიმნის წვენი, მდოგვი და მდნარი ყველი. ყველაფერი გემოვნებით. შემდეგ კარგად ავურიოთ სურსათი ერთმანეთში და ოდნავ შემთბარი სოუსი წავუსვათ მზა ჰამბურგერს ისე, რომ ფუნთუშის შიდა ორივე კედელი ოდნავ გაიჟღინთოს საწებლით.
ბურგერი მზადაა, გემრიელად მიირთვით.
ამბობენ, ამ ქვეყნად რამდენი მზარეულიცაა, იმდენივე ბურგერია.