Food Etude

ფუნიკულიორის კომპლექსი
ფუნიკულიორის სამსართულიანი შენობა ათწლეულების მანძილზე ადგილობრივებისა თუ ქალაქის სტუმრების საყვარელი ადგილია. თბილისის ისტორიული შენობის მესამე რეკონსტრუქცია „ჯი-ემ-თი ჯგუფმა“ განახორციელა. ფასადი უცვლელად შენარჩუნდა და ინტერიერი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. „ფუნიკულიორის“ ბრენდის ქვეშ ხუთი სხვადასხვა მიმართულების კვების ობიექტია გაერთიანებული. პირველ სართულზე განლაგებულია თანამედროვე ქართული რესტორანი „ჩელა“. ეს საუკეთესო ადგილია, მათთვის, ვისაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სურს სასიამოვნოდ გაატაროს დრო. საკონდიტრომ „პური გულიანი“ საკმაოდ მოკლე ხანში გაითქვა სახელი ქალაქში საუკეთესო აჭარული ხაჭაპურითა და პონჩიკებით, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ ლაღიძის წყლებთან ერთად.
განსაკუთრებულია „პური გულიანის“ ნაყინის ნაირსახეობა. მას თქვენი სურვილისამებრ, თხილით, კენკრითა თუ შოკოლადით მოგართმევენ. „პური გულიანში“ დააგემოვნებთ მაწვნის სუფლეს ცოცხალი
კენკრით, რომელიც მხოლოდ აქ მზადდება.
ფუნიკულიორის მეორე სართულის რესტორნისა და ლაუნჯ-ბარის ტერასა სტუმრებს უკვე განახლებული გაზაფხული-ზაფხულის მენიუთი უმასპინძლებს. პარასკევს, შაბათს და კვირას სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას აქ თქვენთვის შეასრულებენ მარიამ ლიკლიკაძე და ზურა ხუციშვილი, თამთა ცხვიტავა ბენდთან ერთად, გიგი ვანდერი და ნინი წიკლაური და ბევრი სხვა ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი.

_MG_9765

სახელი, გვარი: რუსკა მაყაშვილი
ასაკი: 27 წლის
პროფესია: მსახიობი

_MG_9732

კულინარია: დრო თუ მაქვს ვამზადებ. რაღაცები კარგად გამომდის, მაგალითად, პასტა სხვადასხვა სოუსით. პომიდორი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ზაფხულში, ბროკოლი – ნაკლებად. თუმცა, ბოლო დროს, ჩემი და ხშირად იყენებს სალათებში და ვჭამ ხოლმე. სასარგებლო პროდუქტია. ფუნიკულიორი: საკმაოდ ხშირად ამოვდივარ, ჩემი დის შვილი ამომყავს ხოლმე საჭმელად. კვირაში ორჯერ მაინც ვსტუმრობ აქაურობას.

_MG_9702

სახელი, გვარი: ნინა ფოცხიშვილი
ასაკი: 14 წლის
პროფესია: მოდელი

_MG_9691

კულინარია: ბავშვობიდან სახლში მასწავლიდნენ, რომ უნდა ვიცოდე მომზადება და ბევრი რამ კარგად გამომდის. მიყვარს კეთების პროცესი და თუ დრო მაქვს, სიამოვნებით ვამზადებ. ხილი მიყვარს. ანანასი და ბანანი – ყველაზე მეტად. 

ფუნიკულიორი: მომწონს აქაურობა, არაჩვეულებრივი ხედებია და კარგი სამზარეულო.

_MG_9891

სახელი, გვარი: გიორგი მასხარაშვილი
ასაკი: 21 წლის
პროფესია: მომღერალი

_MG_9959

კულინარია: გურმანი ვარ, მიყვარს ჭამა. სალათებს ვამზადებ და საკმაოდ გემრიელი გამომდის. ბავშვობიდან მიყვარს ცოცხალი სტაფილო. ნებისმიერ კერძს უხდება. ფორთოხალი – ნაკლებად, ხილიდან ყველაზე მეტად ბალი მიყვარს.
ფუნიკულიორი: აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ. გემრიელი სამზარეულო და კარგი სიტუაციაა, განსაკუთრებით ზაფხულში, ღია ვერანდაზე.

_MG_9873

სახელი, გვარი: სანდრო კაკულია
ასაკი: 29 წლის
პროფესია: დრამატურგი

_MG_9819

კულინარია: მიყვარს საჭმელების მომზადება. ნამცხვარს და ტორტს არ ვაცხობ, მაგრამ სხვა დანარჩენს, თითქმის ყველაფერს ვამზადებ. ხორცის კერძები განსაკუთრებით კარგად გამომდის. თუ სახლში ვარ და დრო მაქვს, საიმოვნებით ვუთმობ ამ დროს კულინარიას. სახლის პირობებში პურიც მაქვს გამომცხვარი. მარწყვი ძალიან მიყვარს, შაქრით ან ვანილის ნაყინთან ერთად. ჯინჯერს, იგივე კოჭას რაც შეეხება, მისი არსებობის შესახებ აქ შევიტყვე, გავიგე, რომ საჭმლის მომზადების დროს იყენებენ, ასევე გასახდომ ჩაის ამზადებენ.

ფუნიკულიორი: გახსნის დღიდან ძალიან ხშირად დავდივარ. აქ განსაკუთრებით კარგი ქართული სამზარეულოა.

_MG_0013

_MG_0003

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com