პოპ მენიუ

2_issue_culinartdqg

შემადგენლობა (5 ბურგერი)

* 550 გრ საქონლის ხორცი;
* 1 ჩ/კ სოიოს სოუსი;
* შავი პილპილი, გამხმარი კამა;
* 2 თავი საშუალო წითელი ხახვი;
* 3 ჩ/კ ყავისფერი შაქარი;
* 3-4 ჩ/კ კარაქი, ზეთი;
* 5 ცალი ბურგერის პური;
* 2-3 პატარა პომიდორი;
* 1 ცალი კიტრი;
* სალათის ფურცელი;
* ყველი, მაიონეზი, კეტჩუპი, მდოგვი;
* სპეციალური ორმაგი გრილი

მომზადების წესი: საქონლის ფარშს დაუმატეთ სოიოს სოუსი, შავი პილპილი და კამა. აურიეთ კარგად.
ფარშისაგან გააკეთეთ ოვალური ფორმის კოტლეტები, დაახლოებით 0.5 სმ სისქის. შუაში ოდნავ ჩააღრმავეთ იმისათვის, რომ ბურგერები არ გამოშრეს. წითელი ხახვი დაჭერით რგოლებად. კარაქი და ცოტაოდენი ზეთი გააცხელეთ ტაფაზე, დაამატეთ ყავისფერი შაქარი და ხახვი. თუშეთ 10 წუთი. დაალაგეთ გამზადებული კოტლეტები გრილზე და დაიწყეთ ჰამბურგერის აწყობა. პომიდორი, ყველი და კიტრი დაჭერით რგოლებად. ცხელ ბურგერებზე დაააწყვეთ ყველის ნაჭრები, იმისათვის, რომ ყველი დადნეს.
გრილზე მოათავსეთ ორად გაჭრილი ჰამბურგერის პურები.
პურები კარგად რომ გათბება, ორივე მხრიდან სოიოს სოუსი წაუსვით. შემდეგ ერთ ნაჭერზე დაალაგეთ პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები, კოტლეტი ყველთან ერთად, ბოლოს ხახვი და ზემოდან პურის მეორე ნაჭერი დააფარეთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com