სადილი 20 GEL

DSC_0813

კალმახი ტარხუნით
ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში გთავაზობთ ძალიან ჯანსაღ, ხელმისაწვდომ და უგემრიელეს კერძს, რომელიც მარტივად მოსამზადებელია.
გაუმასპინძლდით თქვენს სტუმრებს!

2_issue_culinart1_Page_052

2_issue_culinartjbdc

მომზადების წესი:
* კალმახი უნდა გავწმინდოთ შიგნიდან და გარედან კარგად.
* ხახვი დავჭრათ წვრილად ალყა-ალყა.
* ტარხუნის ღეროს მოვაცალოთ ფოთოლი, კალმახს მოვაყაროთ პილპილი, მარილი და მუცლის ღრუში მოვათავსოთ ტარხუნის ფოთლები.
* ღუმელში შესადებ ლანგარზე დავყაროთ ხახვი და ტარხუნა, დავდოთ თევზი, მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
* შევდგათ წინასწარ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთით. სანამ თევზი ცხვება ღუმელში, შეგვიძლია მოვამზადოთ გარნირი, ეს უკვე გემოვნებით, შეგიძლიათ მოხარშოთ თეთრი ბრინჯი ან კარტოფილი.

საჭირო ინგრედიენტები:
* კალმახი – 1.5 კგ
* ხახვი – 500 გრ
* ტარხუნა – 3 საშუალო კონა
* ზეთი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი
* ბრინჯი ან კარტოფილი

2_issue_culinart1_Page_052gda       2_issue_culinart1_Page_052svkb

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com