საკვები შეიძლება შევარჩიოთ ჩვენი განწყობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან თუნდაც, კულინარიული ტენდენციების მიხედვით, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა – რამდენად მნიშვნელოვანია რაციონის შედგენა, ასტროლოგიის მიხედვით. არადა ვარსკვლავები, ადამიანების კვებით პრიორიტეტებზე დიდ გავლენას ახდენენ. არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი და საყვარელი კერძები თუ პროდუქტები. ასტროლოგიისა და კულინარიის კავშირზე და ამ კუთხით, სტიქიების მიდრეკილებებზე, ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს გავესაუბრეთ. მისი თქმით, ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულებს ცხელი, ცხარე, მარილიანი და მჟავე კერძები იზიდავთ, მაშინ, როცა მიწის სტიქიის მატარებლები ტკბილ, მწარე, მყარ და შესქელებულ საკვებზე აკეთებენ არჩევანს. ჰაერის სტიქია ადამიანებს უფრო მსუბუქ, თბილ და ერთდროულად სხვადასხვა გემოს შემცველი საჭმლისკენ უბიძგებს, წყლის კი – ნაზი, თხევადი, ცივი და მრავალფეროვანი პროდუქტისკენ.
21 მაისიდან 21 ივნისამდე მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის და შესაბამისად, მათი კულინარიული მიდრეკილებების, ჩვევებისა და ამ ზოდიაქოსთვის რეკომენდირებული საკვების შესახებ მოგითხრობთ. ტყუპების ასტროლოგიური სტიქია ჰაერია, მმართველი პლანეტა – მერკური, დევიზი – „მე ვფიქრობ“, სიმბოლო – ტყუპები, ხელი, ნიღაბი. მათთან შეუძლებელია შეჯიბრება ფანტაზიაში, კომუნიკაბელურობაში, პრაგმატულობასა და იუმორის გრძნობაში. ისინი საუკეთესოდ ახერხებენ ნებისმიერ სიტუაციაში თავი კომფორტულად იგრძნონ.
ამ ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ არაერთი მსოფლიოში ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანია გაერთიანებული, მათ შორის, 1942 წლის 18 ივნისს დაბადებული მუსიკოსი – პოლ მაკარტნი. ბითლზების
სახელგანთქმული წევრი 70 – იანი წლებიდან ვეგეტარიანელია. მან 2009 წელს წამოიწყო კამპანია The Meet Free Monday, რომლითაც ხალხს აქტიურად მოუწოდებდა, უარი ეთქვათ ცხოველების ხოცვასა და მათი ხორცის მირთმევაზე. მოგვიანებით, პოლ მაკარტნიმ თავის შვილთან, სტელა მაკარტნისთან ერთად გამოუშვა წიგნი – “The Meet `free Monday Cookbook’’, სადაც ვეგეტარიანული კერძების რეცეპტებია თავმოყრილი.
ლეგენდარული მუსიკოსის ერთ-ერთი საყვარელი კერძი, კარტოფილის პიურე და მასში გარეული დაჭრილი ხახვია. გთავაზობთ შემწვარი ხორცის შემცვლელი, ვეგეტარიანული ბრიტანული კერძის მომზადების წესს პოლ მაკარტნისგან: ბუტერბროდის კარაქწასმულ პურში იდება კარტოფილი და შემდეგ კვერცხთან ერთად იბრაწება.
ტყუპების კიდევ ერთი საამაყო წარმომადგენელია 1926 წლის 1 ივნისს დაბადებული მსახიობი, მოდელი და მომღერალი – მერლინ მონრო. მისი კვების რაციონით გამუდმებით ინტერესდებიან მთელი მსოფლიოს ქალბატონები. დღემდე იწერება რეკომენდაციები მერლინ მონროს დიეტისა და ცხოვრების წესის მიხედვით. სექს-სიმბოლოს რაციონი დღევანდელი ჰოლივუდის მსახიობების დიეტებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იგი დიდი რაოდენობით ხორცს, ბოსტნეულსა და უმ კვერცხს იღებდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, ვარსკვლავი დეტალურად ყვება მისი კვების საიდუმლოებზე. მსახიობი ამბობდა, რომ ფორმის შენარჩუნებაში მას პროტეინებით მდიდარი დიეტა ეხმარებოდა. საუზმე შედგებოდა 1 ჭიქა რძისგან, რომელშიც გაზავებული იყო 2 უმი კვერცხი, ამ უცნაურ „კოქტეილს“ მონრო ვიტამინებს აყოლებდა. დღის განმავლობაში მისი რაციონი, ძირითადად, ხორცს შეიცავდა. ლანჩზე და სადილზე მერლინი რამდენიმე სახის ცხოველურ ცილას იღებდა, ბოსტნეულთან ერთად. მისი საყვარელი საჭმელი კი სტეიკი იყო: – „ყოველ ღამე შევდივარ ბაზარში, საქონლის და ცხვრის ხორცს ან ღვიძლს ვყიდულობ, ვწვავ და 4-5 უმ სტაფილოსთან ერთად მივირთმევ. სულ ეს არის“. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების ორგანიზმის ყველაზე სუსტი წერტილებია: ნერვული სისტემა, ფილტვები, სასუნთქი გზები, მხრის კუნთები. ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, ტკბილეულსა და ქონის შემცველ პროდუქტს მოერიდონ და უპირატესობა ენერგეტიკულად მდიდარ საკვებს მიანიჭონ.
რეკომენდირებული პროდუქტი
ხორცი: ფრინველი
ხილი: გარგარი, ბროწეული
ბოსტნეული: ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური.
სუნელები: კარდამონი, მუსკატის თხილი, სალბი, სეზამის
მარცვალი, ვანილი, პიტნა.
ვიტამინებიn B, C, E, D
ტყუპებისთვის აუცილებელია ცილით მდიდარი საკვები: კვერცხი, ნიგოზი, თხილი, ყველი.
ტვინის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის მარცვლოვანი კერძებია საჭირო, როგორიცაა:
ფაფები, ბარდის ან ლობიოსგან დამზადებული საჭმელი.
ტყუპების ნერვულ სისტემას უხდება კალიუმი, რომელსაც შეიცავს: კომბოსტო, მსხალი,
ზეთისხილი, არაქისი, ყურძენი, კარტოფილი, ქიშმიში, ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი.
ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ვიტამინი P, რომელსაც
ჩაი, ხახვი, შტოში, ვარდი და წითელი მოცვი შეიცავს.
დიდგულას ყვავილისგან დაყენებული ჩაი მათ სასუნთქი გზების ფუნქციონირებას
გააუმჯობესებს.
ტყუპების ზოდიაქოს მატარებლებს არანორმირებული კვება ახასიეთებთ. ისინი შიმშილის დასაძლევად მზად არიან, სირბილის დროსაც კი ჭამონ. მსუნაგმა და მრავალფეროვანი საჭმლის მოყვარულმა ტყუპებმა უნდა ისწავლონ კონცენტრირება საკვების მიღების დროს. მათთვის ღამე ჭამა დაუშვებელია. ტყუპებისთვის ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული, მათ შეუძლიათ მცირეოდენი მშრალი წითელი ღვინის მიღება.