CINEFOODOGRAPHY

1_culinart_issue1111_Page_1241

ერთად გავიხსენოთ ფუდცენტრული სცენები საყვარელი ფილმებიდან და ამოვიცნოთ ცნობილი კერძების კინემატოგრაფიული სახეცვლილებები.

1_culinart_issue1111_Page_124

საუზმე

1_culinart_issue101       1_culinart_issue1111_Page_125

ვინ ვისთვის ამზადებს:
ცოლისგან მიტოვებული ტედ კრამერი (დასტინ ჰოფმანი) ცხოვრებაში პირველად აკეთებს საუზმეს 6 წლის შვილის, ბილისთვის (ჯასტინ ჰენრი).
 

1_culinart_issue102

ფრანგული ტოსტი, იგივე Painperdu ან Pavece, ბავშვობიდან ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი „ყიყლიყოს“ და რუსული „გრენკების“ ანალოგია, თუმცა "ყიყლიყოსგან" განსხვავებით (რომელსაც, თუ გახსოვთ, დილით სკოლაში წასვლის წინ სულ ორნაირად გვიწვავდნენ – მარილიანს ან ზედაპირზე მოყრილი შაქრით), ფრანგული ტოსტის მომზადების უამრავი წესი არსებობს. ის შეიძლება იყოს მარილიანიც და ტკბილიც, ყველით, ხაჭოთი, კვერცხით, რძით, ნაღებით, უელსურად, ავსტრიულად, იტალიურად და ა.შ. მაგრამ ალბათ ფრანგული ტოსტი სადაც და როგორი მომზადებულიც არ უნდა მივირთვათ, ყველაზე გემრიელი მაინც „ის“ იქნება – ბავშვობაში, ბებიის გაკეთებული…
ფრანგული ტოსტი მარტოხელა მამაკაცის კლასიკურ საუზმედ მიიჩნევა. მართლაც, ნებისმიერი მამაკაცის სახლში მოიძებნება რამდენიმე ნაჭერი პური (თუნდაც წინა ღამის წვეულებიდან შემორჩენილი), რომელსაც ის საუზმის დახვეწილ კერძად აქცევს. სწორედ ფრანგული ტოსტი ახსენდება მისის კრამერის გარეშე დარჩენილ მისტერ კრამერსაც, როდესაც დილით იღვიძებს და ხვდება, რომ ძალიან ცოტა რამ იცის დიასახლისობის, და კიდევ უფრო ნაკლები – საკუთარი შვილის აღზრდის შესახებ.
მამა-შვილის ფრანგული ტოსტების მზადების რიტუალს კიდევ ერთხელ ვნახავთ ფილმის ბოლოს, და ვიტირებთ, რადგან მათი ურთიერთობის მთელი დრამატურგია სწორედ საუზმის ამ ორ სცენას შორის გათამაშდება.

გვიანი საუზმე

1_culinart_issue103

1_culinart_issue1111_Page_12611

ვინ ვისთვის ამზადებს:
ვინ ვისთვის ამზადებს: თინეიჯერი კლეო (ელფ ენინგი) სამზარეულოში ფუსფუსებს, სანამ მამას – ჰოლივუდის მოწყენილ მსახიობ ჯონი მარკოს (სტივენ დორფი) გაეღვიძება.

1_culinart_issue1111_Page_126

კინოვარსკვლავი ჯონი მარკო შატო მარმონში ცხოვრობს. დღისით სპორტული მანქანით ლოს-ანჯელესის ქუჩებში დაქრის, საღამოებს კი ქერათმიან გოგონებთან ან (როცა ისინიც ბეზრდება) სტრიპტიზიორებთან ერთად ატარებს (თუ ფილმის ავტორს ვენდობით, შატო მარმონში ცხოვრება როგორც ჩანს მართლაც მოსაწყენია). მოზარდი ქალიშვილის მოულოდნელი ვიზიტი მის ყოველდღიურობას არღვევს, ცხოვრებას კი თავდაყირა აყენებს.
კლეო ფილმში ორჯერ ამზადებს საუზმეს, თუმცა მხოლოდ მეორე სცენაში შეგვიძლია გავარჩიოთ, რომ თეთრი სოუსი, სევდიანი მამისგან ქათინაურებს რომ დაიმსახურებს, კვერცხ „ბენედიქტისთვის“ არის განკუთვნილი.
„კულინარი ისტორიკოსები“ კვერცხ „ბენედიქტს“ ფრანგული წარმოშობის კერძად მიიჩნევენ, თუმცა მითები „ბენედიქტზე“ სინამდვილეში ნიუ-იორკს უკავშირდება. 1894 წელს, ნაბახუსევმა ნიუ-იორკელმა ბროკერმა, სახელად ლემუელ ბენედიქტმა, სახელგანთქმულ სასტუმრო „უოლდორფის“ რესტორანში ასეთი შეკვეთა მისცა: გახუხული კარაქიანი პური თოხლო კვერცხით, ლორით და ჰოლანდიური სოუსით. რესტორნის მეტრდოტელს შეკვეთილი კერძი იმდენად მოეწონა, რომ მცირეოდენი ცვლილებით (გახუხული პური და ლორი ინგლისური ფუნთუშითა და ბეკონით შეცვალა) სასწრაფოდ მენიუში შეიტანა.
არსებობს ამ ამბის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც რესტორან „ონიკოში“ სწორედ ეს კერძი მიართვა საუზმეზე შეფ-მზარეულმა თავის მუდმივ კლიენტებს – მისის და მისტერ ბენედიქტებს.
კვერცხის, ინგლისური ფუნთუშის, ბეკონისა და უგემრიელესი ჰოლანდიური სოუსისგან დამზადებულ საუზმეს ბოლო აკორდად, როგორც წესი, ოხრახუშს აყრიან. ფილმში კლეო ოხრახუშის ნაცვლად „ბენედიქტს“ მაკრატლით დაჭრილი (კლეოს ნოუ ჰაუ 🙂 ) მწვანე ხახვით აფორმებს.

1_culinart_issue1111_Page_127

ლანჩი

1_culinart_issue108

1_culinart_issue1111_Page_128

სად:
კატცის რესტორანი, მანჰეტენი, ნიუ იორკი

1_culinart_issue1111_Page_12811

დიდი ხნის მეგობრები ჰარი ბერნსი (ბილი კრისტალი) და სალი ალბერგი (მეგ რაიანი) ერთმანეთს მანჰეტენზე მდებარე რესტორან Katz's delicatessen-ში ხვდებიან. სწორედ ლანჩის დროს, ებრაულ სტილში გადაწყვეტილ ამ ცნობილ ნიუ-იორკულ რესტორანში, სალი დაამტკიცებს, თუ რა მარტივად ტყუვდებიან მამაკაცები, როდესაც იმიტირებული ორგაზმის სცენას გაითამაშებს.
რეპლიკა „i'll have what she's shaving!“ („იგივე მომიტანეთ, რაც იმ გოგონამ შეუკვეთა!“), რომელსაც გვერდით მაგიდაზე მჯდომი ქალბატონი (ესტელა რეინერი – ფილმის რეჟისორის, რობ რეინერის დედა) წამოიძახებს, ფილმის მფრინავ ფრაზად იქცა.
კატცის რესტორანში, ადგილი, სადაც ჰარი სალის შეხვდა, დღემდე მონიშნულია წარწერით: „where Harry met Sally… Hope you have what she had!“ („სადაც ჰარი შეხვდა სალის… იმედია, თქვენ გაქვთ ის, რაც
სალის ჰქონდა !“).

სადილი

1_culinart_issue109

1_culinart_issue1111_Page_129

ვინ ამზადებს:
პატარა მაწანწალა

ამბობენ, ჩაპლინს სურდა „ოქროს ციებ – ცხელება“ ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი ყოფილიყო მის კარიერაში. ორი ყველაზე ცნობილი სცენა ფილმიდან – კულინარიას უკავშირდება. სალონელი გოგონების მოხიბვლის მიზნით, ჩაპლინის გმირი ჩანგლებითა და პურის ორი ნაჭრით კინოს ისტორიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ სცენას „Rolldance“ – გაითამაშებს. მეორე სცენაში კი, ოქროს საძიებლად კანადის თოვლიან მწვერვალებზე წასული მაწანწალა შიმშილს რომ გადაურჩეს, საკუთარ ფეხსაცმელს მოხარშავს და ისე გემრიელად მიირთმევს, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ სტეიკს. ფეხსაცმლის თასმები სპაგეტის „გარნირი“ ხდება, ლურსმნები კი – უგემრიელესი ხორცის ძვლები, რომლითაც პირის ჩატკბარუნებას პატარა მაწანწალა ვერ ელევა (ფეხსაცმლის შეჭმის პრეცედენტს კინოში კიდევ ერთხელ ვერნერ ჰერცოგი გაიმეორებს, თუმცა ამაზე სხვა დროს). გადაღებებისთვის ფეხსაცმელი ისეთი მასალისგან დაამზადეს, რომ არ ყოფილიყო ორგანიზმისათვის საზიანო, თუმცა მესამოცე დუბლის შემდეგ (ცნობილია, რომ ამ ფილმზე რეჟისორი დუბლებს არ იშურებდა) ჩაპლინს ინსულინის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1_culinart_issue1111_Page_12911

ვახშამი

1_culinart_issue111

1_culinart_issue1111_Page_130

ვინ ვისთვის ამზადებს:
მისის დევიტო, ფილმში ტონი დევიტოს, რეალურ ცხოვრებაში კი თავად სკორსეზეს დედა, ქეთრინი, „საქმიდან“ დაბრუნებული „დიდებული ბიჭებისთვის“კლასიკურ `პასტას“ ამზადებს.

სკორსეზესთან სისხლიც ბევრია, ძალადობაც და საჭმელიც: ბარბექიუ პიკნიკის დროს, სენდვიჩებით სავსე მაგიდა პოკერის თამაშისას, ლაზანია სახლში და სადილი რესტორანში, ცოლებთან ერთად. აქ, პასტას იმდენ ტომატის სოუსს ასხამენ, რამდენი სისხლიც იღვრება ჩადენილი დანაშაულების დროს. ბასრი დანები გუფთისთვის 3 სახის ხორცს ჭრიან და იგივე დანით მოკლულ გვამებს მარხავენ ბნელი ღამით.
მოკლედ, რთულია „ბიჭებისთვის“, შუაღამისას მისის დევიტოს პასტის ცდუნებას (სცენაში არ ჩანს კონკრეტულად რომელი ტიპის `პასტას“ მიირთმევენ) გაუძლონ და ბილი ბათსის სასტიკი მკვლელობის წინ, ისინი ამ ტრაპეზს თანხმდებიან. ქეთრინ სკორსეზე თავისი ეკრანული სახის მსგავსად საკუთარი „დიდებული ბიჭისა“ და მისი სრული გადამღები ჯგუფისთვის მთელი ცხოვრება უგემრიელეს იტალიურ კერძებს ამზადებდა. ქეთრინის ცნობილი სოუსებისა და ხორციანი კერძების რეცეპტების წიგნი სკორსეზემ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა.
და მაინც, როგორ მზადდება იდეალური ტომატის სოუსი? ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, ფილმის კიდევ ერთი, ციხის საკულტო სცენა უნდა გავიხსენოთ. ტომატის სოუსში მოლივლივე გუფთის (Tomato Sauce with Meatballs) საიდუმლო, პოლ სისეროს მიერ სამართებლით დაჭრილი ნივრის უთხელეს ფენებში იმალება. ფილმის შემდეგ, გამოთქმა „Good fellas thin“- ნივრის ნაჭრის არაოფიციალურ საზომ ერთეულადაც კი იქცა და ეს მეთოდი ყველას შეუძლია გამოსცადოს.

1_culinart_issue1111_Page_13011

სადღესასწაულო ვახშამი

1_culinart_issue114

1_culinart_issue1111_Page_131

ვინ, ვისთვის ამზადებს:
სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი სისი ბაქსტერი, ლიფტის ოპერატორ ფრანკ უბელიკზეა შეყვარებული, რომელსაც თვითმკვლელობისგან იხსნის და საშობაო ვახშამს მოუწყობს.

გოგონებო, თუ ბიჭი საჭმელს გიმზადებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მას მოსწონხართ და არაფერი დაშავდება, სპაგეტის ამოსაღებად ქაფქირის ნაცვლად ჩოგბურთის ჩოგანს თუ იხმარს ისეთივე ოსტატობით, როგორც ამას სისი ბაქსტერი შვრება.
სწორედ ამ სცენაში, ერთი შეხედვით უპასუხისმგებლო, რიგითი სადაზღვევო აღმასრულებელი, „ოფისის ვირთხა“ – სისი ბაქსტერი მარტოსულ და სევდიან ადამიანად წარმოგვიდგება, რომელსაც სიყვარული უნდა და სხვა ადამიანზე ზრუნვა შობის ღამეს ყველაზე ბედნიერს გახდის.

1_culinart_issue1111_Page_1311

დესერტი

1_culinart_issue117

1_culinart_issue1111_Page_1321

ტარანტინო ხშირად იყენებს სცენებს, სადაც საკვები და ზოგადად, ჭამის პროცესი ძალაუფლების, ძალადობის, ექსპლუატირების სიმბოლოა. ავსტრიელების სიამაყე და ზოგადად, გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული სადღესასწაულო ნამცხვარი „შტრუდელი“, ტარანტინოსთან ის ზუსტი დეტალია, რომელზეც მთელი სცენის მოლოდინს აგებს. მთავარი გმირის – შოშანას წინ მჯდომი მამაკაცი სამხედრო ფორმაში, „შტრუდელს“ ასე გემრიელად რომ შეექცევა ფრანგულ რესტორანში, პოლკოვნიკი ჰანსლანდაა – ადამიანი, რომელმაც მთელი მისი ოჯახი ამოხოცა. ჰანს ლანდა თავისთვის „ესპრესოს“, შოშანასთვის კი რძეს უკვეთავს. მაგრამ შოშანას ლუკმა ყელში არ გადასდის, რადგან მასსავით ლამაზი „შტრუდელი“, თეთრი, ფაფუკი კრემით, სულ ცოტა ხანში ცხოველურად შეისანსლება ბოროტი პოლკოვნიკის მიერ, რაც გარკვეულ, ავისმომასწავებელ ასოციაციებს იწვევს როგორც გმირში, ასევე მაყურებელში.

1_culinart_issue1111_Page_132

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com