სამარხვო მენიუ

ცივი წვნიანი „გასპაჩო“

1_culinart_issue41

ინგრედიენტები:
* პომიდორი – 4 ც.
* კიტრი – 1 ც.
* წითელი ბულგარული წიწაკა – ¼ ც.
* გამომშრალი პური – 4 ნაჭერი
* ნიორი – 2 კბილი
* ძმარი – 3-4 სუფრის კოვზი
* ზეითუნის ზეთი
* მარილი

მომზადების წესი:
ოთხკუთხა ნაჭრებად დაჭრილი პურისაგან გავაკეთოთ ორცხობილა. კარგად გავრეცხოთ ბოსტნეული, დავჭრათ, მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ ძმარი, მარილი და ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ წყალი (შესაძლებელია ყინულიც) და ხელმეორედ ავთქვიფოთ. მიღებული მასა გადმოვიტანოთ ღრმა თეფშზე, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ ორცხობილა. „გასპაჩო“ ცივად უნდა მიირთვათ.

„ბრუსკეტა“ სოკოთი

1_culinart_issue43

ინგრედიენტები:
* პური – 4 ნაჭერი
* ნიორი – 1 კბილი
* ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ.
* ღვინის ძმარი – ნახევარი ს/კ.
* მწიკვი მარილი, შავი წიწაკა, ქონდრის სუნელი
* შამპინიონი – 300 გრ.
* შავი ზეთისხილი – 6-10 ც.
* ხახვი – 1 ც.
* ბაზილიკი მოსართავად

მომზადების წესი:
დავჭრათ პური, მოვათავსოთ ცხელ ტაფაზე და შევაფიცხოთ ორივე მხრიდან ისე, რომ ძალიან არ გამოშრეს. პურის ნაჭრები გადმოვიღოთ, დავჭყლიტოთ ნიორი და წავუსვათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ სოკოსთან ერთად. გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ზეთისხილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ძმარი, წიწაკა, ქონდრის სუნელი, და ამოვურიოთ. გავაჩეროთ 10 წუთი. მიღებული მასა დავდოთ გახუხული პურის ზედაპირზე და მოვრთოთ ბაზილიკის ფოთლით.

სტაფილოს ნამცხვარი

1_culinart_issue44

ინგრედიენტები:
* გახეხილი სტაფილო – 2 ჭიქა
(3-4 მოზრდილი ზომის სტაფილო)
* შაქარი – 1 ჭიქა
* მწიკვი მარილი
* მცენარეული ზეთი – 1 ჭიქა
* ფქვილი – 2 ჭიქა
* ლიმონი – 2 ც
* სოდა – 1 ჩ/კ

მომზადების წესი:
გახეხილი სტაფილო და შაქარი შევურიოთ, დავამატოთ მარილი, მცენარეული ზეთი და 1ლიმონის წვენი. გავხეხოთ ლიმონის კანი და ცედრა დავუმატოთ მასას. ცოტაოდენი ლიმონის წვენში გავხსნათ სოდა, დავამატოთ ფქვილი და ამოვურიოთ. გამზადებული მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ღუმელი გავაცხელოთ 150-160 გრადუსამდე და ფორმა შევდგათ ღუმელში 35- 40 წუთით. გამომცხვარ ნამცხვარს ზედაპირზე მოვაყაროთ შაქრის „პუდრი“.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com