Tiramisu სოფი ლორენისაგან

სოფი ლორენი, ისევე როგორც ყველა ნამდვილი იტალიელი ქალბატონი, არაჩვეულებრივი კულინარია. მან გამოსცა საკუთარი კულინარიული წიგნი, სადაც თავი მოუყარა საყვარელ რეცეპტებს. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს იტალიური სამზარეულოა, თუმცა წიგნში არის ასევე მსახიობის იმპროვიზაციებიც _ პირადად მისი გამოგონილი კერძების რეცეპტები.

ნამდვილი მზარეული იბადება მაშინ, როდესაც წესების სწავლის შემდეგ, საკუთარი ფანტაზიისა და შესაბამისი ინგრედიენტების საშუალებით იწყებს კერძების გამოგონებას. არ გახდეთ რეცეპტებისა და წონის მსხვერპლი, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი უნარი და უპირველეს ყოვლისა – სიყვარული! ყოველთვის მხიბლავდა საკუთარი ხელით ტკბილეულის მომზადება. ეს იმაზე მეტია, ვიდრე პოეტურად ახსნილი სიყვარული, რაიმე საჩუქარი, ან რომელიღაც საკონდიტრო მაღაზიაში ნაყიდი სისულელე…

1_culinart_issue28

ინგრედიენტები:
* 3 კვერცხი
* 5 ს/კ კშაქარი
* 180 გრ. ყველი „მასკარპონე“
* ერთი დიდი შეკვრა ტკბილი ორცხობილა (დაახლოებით 36 ცალი)
* 1 ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი
* 1 ჭიქა ყავა „ესპრესსო“
* 60 გრ. მწარე გახეხილი შოკოლადი
* ½ ჭიქა კაკაოს (არა ტკბილი) ფხვნილი

მომზადების წესი:
1. კვერცხის გული და შაქარი კარგად აურიეთ საშუალო ზომის თასში;
2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა;
3. დიდ თასში, შაქრიანი კვერცხის გული შეურიეთ მასკარპონეს, შემდეგ ჩაასხით კვერცხის ცილა, რომ კრემის მასა გამოვიდეს;
4. დიდი ზომის ჯამში , მჭიდროდ ჩააწყვეთორცხობილას ფენა და კოვზით მოასხით ლიქიორისა და "ესპრესსოს" ნახევარ-ნახევარი დოზა;
5. დააფარეთ ორცხობილა მასკარპონეს ნაზავით , გახეხილი შოკოლადითა და ნახევარზე ოდნავ მეტი კაკაოთი;
6.დააფარეთ მეორე ფენა ორცხობილა და მოასხით დარჩენილი ლიქიორი და ესპრესსო;
7. მოათვსეთ ''ტირამისუ" მაცივარში მინიმუმ 12 საათი;
8. ზედაპირი დაფარეთ დარჩენილი კაკაოთი.

loren-cooking-4

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com