მდნარი ყველის წვნიანი
ინგრედიენტები:
* 1 ლ. ბოსტნეულის ნახარში ან 1,5 ლ. წყალში გახსნილი 3 ც."გალინა ბლანკას" კუბი
*1/2 ჩაის ჭიქა ვერმიშელი
* 150-200 გრ. მდნარი ყველი
* 3 დიდი ზომის სტაფილო
*პილპილი, მარილი, ნიორი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ბოსტნეული (ბულგარული, ხახვი, მწვანილი)
ნახარშში უნდა ჩავყაროთ ვერმიშელი და ვადუღოთ 30 წუთი, გავხეხოთ 3 დიდი სტაფილო, ჩავყაროთ ნახარშში და 10 წუთი ვადუღოთ, დაუმატოთ 150-200 გრ. მდნარი ყველი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გემოვნებით პილპილი და ცოტა ნიორი.
ქაშაყის მარინადი
ინგრედიენტები:
* 1 კგ. ქაშაყი
* 5-6 საშუალო ზომის ხახვი
* 3 საშუალო ზომის სტაფილო
* 1 სუფრის კოვზი შაქარი
* 1 ჩაის ჭიქა ზეთი
* 1/2 ჩაის ჭიქა ძმარი
* დაფნის ფოთოლი 1ცალი
* სურნელოვანი წიწაკა 5-7 ც
* მარილი არ ჭირდება
მომზადების წესი:
ქაშაყი გავწმინდოთ და გავათავისუფლოთ ფხისგან ან პირდაპირ ვიყიდოთ გაწმენდილი.
2 ხახვი დავჭრათ კუბიკებად , სტაფილო გავხეხოთ საშუალო სახეხის ზომაზე, ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვთუშოთ ხახვი 5-7 წუთი, დაუმატოთ გახეხილი სტაფილო და კიდევ 5 წ. მოვშუშოთ, ამ მოშუშულ ბოსტნეულში ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი წიწაკა, დავაყაროთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, გამოვთიშოთ და გავაციოთ. გაციებულ მასას დავამატოთ ძმარი.
შუშის კონტეინერში ფენა-ფენა ჩავალაგოთ ქაშაყი, ბოსტნეულის მასა. დავახუროთ ხუფი და შევდგათ მაცივარში 8 საათით, უგემრიელესი ქაშაყი მზად არის. გასინჯვისას პილპილი და ძმარი თუ გეცოტავათ, დაამატეთ.