შარმიანი დეკორი

1_culinart_issue19

ვერაზე, არაგვის ქუჩის 10/12 – ში ინტერიერის მაღაზია „დეკორ დე შარმი“ გაიხსნა. პატარა, ვიწრო ქუჩა და მაღაზიის ვიტრინა პარიზს მოგაგონებთ. მაღაზიაც, თავისი ინტერიერითა და ატმოსფეროთი ევროპულს ჰგავს. ნივთების დიზაინი და ხარისხი იმდენად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია, რომ არჩევა გაგიჭირდებათ, თუმცა „დეკორ დე შარმის“ კონსულტანტი დაგეხმარებათ პროფესიონალური რჩევით. მაღაზიის დამფუძნებლები ინტერიერის დეკორით დიდი ხანია გატაცებულები არიან, თუმცა მაღაზიის გახსნის იდეა სპონტანურად გაუჩნდათ.
ელიჩკა: „ინტერიერის დეკორის მიმართ ინტერესი ყოველთვის გვქონდა. ევროპის და ამერიკის ნებისმიერ ქალაქში, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით, ასეთი ტიპის მაღაზიებში ყოველთვის დავდიოდით. გადავწვიტეთ, რომ ჩვენც გვეცადა და მაღაზია გაგვეხსნა. პრინციპი ერთია: გვინდა ყველაფერი ექსკლუზიური და ორიგინალური იყოს.“
ექსკლუზიურობისა და ორიგინალურობის გარდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხს ანიჭებენ. ხის ნაკეთობები აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური. ბაია და ელიჩკა ცდილობენ შემოიტანონ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი. ბევრი ნივთი ხელნაკეთია და სულ რამდენიმე ეგზემპლარი ჩამოდის.
„სტილის შერჩევის დროს გადავწყვიტეთ თავი არ შეგვეზღუდა და ერთ სივცეში მაქსიმალურად გაგვეერთიანებინა მოდერნი, არტ დეკო, რეტრო და ვინტაჟი. კერამიკა ძირითადად იტალიური, ფრანგული და პორტუგალიურია, შუშა – ესპანური და ფრანგული. ასევე გვაქვს ამერიკული ბრენდები: DKNY, Ralph Lauren, Tommy Hilfiger და Calvin Klein. ჭურჭლის, თეთრეულის, ხალიჩებისა და ჭაღების გარდა, გვაქვს ავეჯი. ასეთი ტიპის ავეჯს „აქცენტური“ ჰქვია.
ხარისხიანი და ორიგინალური ნივთების გარდა, „დეკორ დე შარმი“ კიდევ ერთ სერვისს გვთავაზობს: სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სივრცის ინტერიერის დეკორაციის მოწყობაში დახმარების გაწევა. რასაკვირველია, მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით.

1_culinart_issue20

1_culinart_issue21

თუ ყვავილი მოკლეა და ლარნაკში არ თავსდება, „დეკორ დე შარმი“ პრობლემის მარტივ და მოხერხებულ გადაწყვეტას გვთავაზობს: გამჭვირვალე ქაღალდი უნდა მოვათავსოთ ლარნაკში, დავასხათ წყალი და შემდეგ ჩავდოთ ყვავილები. ქაღალდი ყვავილს აჩერებს და შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ყინულშია მოთავსებული.

1_culinart_issue22

1_culinart_issue23

ეს უფრო სასმელების მოყვარული „ჯენტლმენების“ ატრიბუტია. გასახსნელი, სითხის საზომი და ყინულის ასაღები.

1_culinart_issue24

ეს უფრო სადღესასწაულო მაგიდაა, თუმცა კლასიკური სტილით არ არის გაწყობილი. კლასიკურის შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე კომპონენტი დაემატებოდა, ასევე საკარაქე დანები და რამდენიმე ჭიქა. სუფრის გაწყობას თავისი წესები და ნიუანსები გააჩნია, რომელიც სტუმრების, დღესასწაულისა და კერძების შესაბამისად იცვლება.

1_culinart_issue25

ოჯახური, საშობაო ან სააღდგომო სადილისთვისაა განკუთვნილი.

1_culinart_issue26

ფოტო: ანა ლორთქიფანიძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com