მინიატურული ადამიანების თავგადასავალი

ბევრი ჩვენთაგანი ასაკის მატებასთან ერთად, კარგავს ბავშვური წარმოსახვის უნარს. ბევრი, მაგრამ არა ყველა… პროფესიონალი "food" ფოტოგრაფები აკიკო იდა და პიერ ჟაველი, 2002 წლიდან სახალისო დიორამების სერიებს იღებენ, საინტერესო სახელწოდებით MINIMIAMI (რაც ფრანგულად `გემრიელს~ ნიშნავს). მათ მიერ წარმოდგენილ სამყაროში, უზარმაზარი ზომის პროდუქტების ფონზე, მინიატურული ხალხი ცხოვრობს.
ჟაველი და იდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხილთან, ბოსტნეულთან, ცომეულთან და სხვა საკვებთან აკავშირებენ, ოღონდ ამ ყველაფერს, თამაშის ეფექტით და განსაკუთრებული ხალისით ახერხებენ. ამ ფოტოპროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო: გამოეწვია ადამიანებში ღიმილი და მაქსიმალურად დადებითი ემოცია. MINIMIAMI-ს კრეატიულმა წყვილმა ერთმანეთი პარიზში, ხელოვნების სკოლაში გაიცნო, სადაც ორივე ფოტოგრაფიას ეუფლებოდა. მათი საერთო ინტერესი და საყვარელი საქმე – food ფოტოგრაფიაა და ალბათ სწორედ ამიტომ გამოიყურება MINIMIAMI-ის დიორამების სერიები განსაკუთრებით გემრიელად.

 

la-coupure2

les-epepineurs

Sweet-storm-11

miniam-food-dioramas-pierre-javelle-akiko-ida-16

inflater-2_sq-24874c697e3a48988641e90a77a93583605a3316

1_culinart_issue4

1_culinart_issue5

  

 

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com